თიბისი ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრები
ჩვენ შესახებ
დირექტორთა საბჭო
  • ვახტანგ ბუცხრიკიძე

    გენერალური დირექტორი

    ვახტანგი თიბისი ბანკს შემოუერთდა 1993 წელს, კრედიტების მართვის დეპარტამენტის უფროს მენეჯერად, ხოლო 1994 წელს ის აირჩიეს დირექტორთა საბჭოს თვმჯდომარის მოადგილედ. 1996 წელს ის გახდა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. 1998 წლიდან მას უჭირავს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის თანამდებობა და ხელმძღვანელობს თიბისის რამდენიმე კომიტეტს. ვახტანგი, ასევე, არის საქართველოს ბანკების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე. 2011 წლიდან ის არის საპარტნიორო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2016 წელს ვახტანგი შეუერთდა ვიზას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ბიზნეს საბჭოს. კარიერის დასაწყისში, ვახტანგი მუშაობდა უმცროს სპეციალისტად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში, ასევე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანაშემწედ1992-1993 წლებში. 2001 წელს ვახტანგი ჟურნალ „ჯორჯიან ტაიმსმა" დააჯილდოვა „წლის საუკეთესო ბიზნესმენის" წოდებით, 2011 წელს კი მან 2011 წლის საუკეთესო ბანკირის ჯილდო მიიღო GUAM-სგან, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციისგან. გარდა ამისა, ვახტანგი ჟურნალმა EMEA Finance დაასახელა 2014 წლის საუკეთესო გენერალურ დირექტორად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევეროპასა და დსთ-ში. 2001 წელს ვახტანგმა ბიზნესის ადმინისტრირების ხარისხი მიიღო მართვის ევროპულ სკოლაში (European School of Management), თბილისში. მან 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ხოლო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში მიიღო მესამე დონის კვალიფიკაცია. სრულად ნახვა დახურვა
  • პაატა ღაძაძე

    გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე

    პაატა თიბისი ბანკს 1994 წელს შემოურთდა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე და 1996 წელს დაინიშნა დირექტორთა საბჭოს წევრად. 2005 წელს ის, ასევე, იყო საკრედიტო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. პაატას 1998 წლიდან უჭირავს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობა. 2014 წლიდან ის არის თიბისი ლიზინგის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ამასთან, პაატა ლექციებს კითხულობს თავისუფალ უნივერსიტეტში, საქართველოში. 2000-2004 წლებში ის იყო ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი. კარიერის ადრეულ პერიოდში, 1992-1994 წლებში პაატა იყო სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის თანაშემწე. დამატებით, 1994-2004 წლებში პაატა ლექციებს კითხულობდა მართვის ევროპულ სკოლაში, თბილისში. პაატამ 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში მიიღო მესამე დონის კვალიფიკაცია. სრულად ნახვა დახურვა
  • გიორგი შაგიძე

    გენერალური დირექტორის მოადგილე, ფინანსური დირექტორი

    გიორგი 2010 წელს გახდა გენერალური დირექტორის მოადგილე და ფინანსური დირექტორი, ამავე წელს დაინიშნა დირექტორთა საბჭოს წევრად. 2011 წლიდან 2015 წლამდე - თიბისი ბანკთან შერწყმამდე - ის იყო ბანკი კონსტანტას სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. გიორგი, ასევე, არის საქართველოს საფონდო ბირჟის საბჭოს წევრი. თიბისი ბანკამდე, 2008-2010 წლებში გიორგი იყო გლობალური ოპერაციების აღმასრულებელი Barclays Bank Plc-ში. კარიერის დასაწყისში, 1996-2001 წლებში გიორგი მუშაობდა საქართველოს აგროინდუსტრიულ ბანკში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, საკრედიტო საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელად და საერთაშორისო გადახდების ხელმძღვანელად. 2001-2005 წლებში გიორგი მუშაობდა თბილუნივერსალბანკში, სადაც ეკავა გენერალური დირექტორის, გენერალური დირექტორის მოადგილი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და ფილიალის მმართველის თანამდებობები. 2005 წელს ის გახდა საქართველოს ბანკის დისტრიბუციის არხების დირექტორი, ხოლო მოგვიანებით, საქართველოს სახალხო ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე. 2008 წელს გიორგიმ მიიღო ბიზნესის ადმინისტრების მაგისტრის ხარისხი (MBA) კემბრიჯის უნივერსიტეტის ჯაჯის ბიზნესსკოლაში. მან 1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. სრულად ნახვა დახურვა
  • თორნიკე გოგიჩაიშვილი

    გენერალური დირექტორის მოადგილე და ოპერაციების მართვის დირექტორი

    თორნიკე თიბისის გუნდს 2018 წელს, გენერალური დირექტორის მოადგილედ და ოპერაციების მართვის დირექტორად შემოუერთდა. ფინანსური სერვისებისა და ოპერაციების მართვის სფეროში მას 20 წლიანი გამოცდილება აქვს. 2016 წლიდან თიბისის გუნდში შემოერთებამდე, თორნიკე საქართველოს ბანკში გენერალური დირექტორის მოადგილედ და ოპერციების მართვის დირექტორად მუშაობდა. 2010-2016 წლებში თორნიკე საქართველოს ბანკის ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა. ის ასევე იყო საერთაშორისო ბანკინგის ხელმძღვანელი საქართველოს ბანკის ჯგუფში. 2006-2008 წლებში, თორნიკე ალდაგის გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა. ის ასევე მუშაობდა UEDC PA consulting-ში გენერალურ ფინანსურ დირექტორად და 1998-2004 წლებში იკავებდა სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას BCI Insurance Company-ში. თორნიკე გოგიჩაიშილს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი და ფლობს ოქსფორდის ბიზნესსკოლისა (Executive Diploma in Strategy and Innovation) და კავკასიის ბიზნესსკოლის (MBA) ხარისხს. სრულად ნახვა დახურვა
  • გიორგი თხელიძე

    გენერალური დირექტორის მოადგილე, კორპორატიული ბანკინგი

    გიორგი 2014 წელს შემოუერთდა თიბისი ბანკს ბარკლის საინვესტიციო ბანკიდან, სადაც ის 2011 წლის ივნისიდან იყო ევროპის, შუა აზიის და აფრიკის რეგიონის ფინანსური ინსტიტუტების ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი. უფრო ადრე კი, 2009 წლის სექტემბრიდან გიორგი იყო ბარკლის სასესხო დაფინანსების და რესტრუქტურიზაციის ჯგუფების ასოცირებული დირექტორი. ბაკლიში, ლონდონში მისი კარიერის მანძილზე გიორგი იმუშავა და წარმატებით განახორციელა არაერთი აკვიზიციის და შერწყმის ოპერაცია, სასესხო და კაპიტალის ბაზრის ტრანზაქციები ევროპის ფინანსურ ინსტიტუტებთან. კარიერის დასაწყისში გიორგის სხვადასხვა მენეჯერული თანამდებობა ეკავა სადაზღვევო კომპანია „ალდაგში", ის ამ კომპანიის გენერალური დირექტორიც გახლდათ. გიორგიმ ლონდონის ბიზნეს სკოლაში მოიპოვა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) ხარისხის (2009წ). ის ასევე ფლობს საერთაშორისო კომერციული სამართლის მაგისტრის ხარისხს ნოტინგემის უნივერსიტეტიდან (2002) და სამართლის მაგისტრის ხარისხს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (2000). სრულად ნახვა დახურვა
  • ნინო მასურაშვილი

    გენერალური დირექტორის მოადგილე, საცალო საბანკო მომსახურება

    ნინო თიბისი ბანკს 2000 წელს შემოუერთდა დაგეგმვის და კონტროლის დეპარტამენტის მენეჯერად, ხოლო 2002 წელს ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა. 2004-2005 წლებში ის იყო გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და საცალო საბანკო მომსახურების კოორდინატორი. 2006 წელს ნინო დაინიშნა გენერალური დირექტორის მოადგილედ საცალო და მცირე და საშუალო საწარმოთა საბანკო მომსახურების მიმართულებით. 2006-2008 წლებში ნინო იყო UFC-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2011-2015 წლებში, თიბისი ბანკთან სრულ შერწყმამდე, მას ეჭირა ბანკი კონსტანტას სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობა. 2011 წლიდან ნინო არის თიბისი კრედიტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. კარიერის დასაწყისში ის იყო საკრედიტო ანგარიშების მენეჯერი, საკრედიტო ოფიცერი, ფინანსური ანალიტიკოსი (საფინანსო დეპარტამენტში) და ფინანსური ანალიზისისა და პროგნოზირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თბილკომბანკში 1995-2000 წლებში. 1998-2000 წლებში ის ასევე იყო ბარენც ჯგუფის ბუღალტერი. ნინომ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1996, მან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი (MBA) მიიღო მართვის ევროპულ სკოლაში, თბილისში. სრულად ნახვა დახურვა
  • ნიკოლოზ ქურდიანი

    გენერალური დირექტორის მოადგილე, მცირე, საშუალო და მიკრო სეგმენტის საბანკო მომსახურება

    ნიკას საბანკო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ათ წელზე მეტს ითვლის, აქედან ხუთი წელი მოდის უნიკრედიტჯგუფზე ავსტრიაში, თურქეთსა და ყაზახეთში. თიბისი ბანკამდე, 2014 წელს ბატონი ქურდიანი იყო კასპი ბანკის - ყაზახეთის წამყვანი საცალო ბანკის - მმართველი დირექტორი. 2007 წელს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) ხარისხის მიღებამდე, ის იყო საცალო საბანკო მომსახურების განყოფილების ხელმძღვანელი ბანკ რესპუბლიკა საქართველოში, სოსიეტე ჟენერალ ჯგუფში. მას ასევე ეკავა სხვადასხვა პოზიცია საქართველოს ბანკში 2003-2006 წლებში. მას გამოცდილება აქვს აკვიზიციის შემდგომ ინტეგრაციასა და რესტრუქტურიზაციაში, ასევე, საცალო სეგმენტისა და მცირე და საშუალო საწარმოთა საბანკო მომსახურებაში. 2008-2010 წლებში ნიკა იყო გაყიდვების მხარდაჭრის უფროსი ექსპერტი UniCredit Group-ში, Bank Austria-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საცალო მოსახურების განყოფილებაში, სადაც ის პასუხისმგებელი იყო თურქეთზე, ყაზახეთზე, უკრაინასა და სერბეთზე. 2010-2013 წლებში ის იყო საცალო განყოფილების ხელმძღვანელი ყაზახეთში UniCredit Group-ში, ATF Bank-ში. ნიკამ ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი (MBA) მიიღო IE ბიზნეს სკოლაში 2007 წელს. ის ასევე ფლობს საერთაშორისო ეკონომიკის მაგისტრის ხარისხის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისგან. ნიკოლოზმა ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი მიიღო გერმანიაში, Ruhr-University Bochum-ში და კავკასიის ბიზნეს სკოლაში. სრულად ნახვა დახურვა
  • დავით ჭყონია

    გენერალური დირექტორის მოადგილე, რისკების მართვის დირექტორი

    დავით ჭყონია თიბისი ბანკის გუნდს შეუერთდა 2017 წელს, დაინიშნა გენერალური დირექტორის მოადგილისა და რისკების მართვის დირექტორის თანამდებობაზე. თიბისი ბანკში დასაქმებამდე, ბატონი დავითი მუშაობდა ბლექროკში დირექტორად, კერძოდ, ბლექროკ სოლუშენს გრუპში კონსულტაციებს უწევდა ფინანსურ ინსტიტუციებსა და რეგულატორებს. ბატონ დავითს აქვს 15 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო საბანკო საქმიანობასა და რისკების მართვაში. მის ადრეულ კარიერაში, დავით ჭყონიას ეკავა სხვადასხვა მენეჯერული პოზიციები PIMCO-ში, European Resolution Capital-ში, გოლდმან საქსში და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკში. ბატონმა დავითმა დაამთავრა სან ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით და პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის სკოლა მაგისტრის (MBA) ხარისხით. სრულად ნახვა დახურვა