ჩემი ბიზნესისთვის
  • მიიღეთ ყველაზე მაღალი სარგებელი დანაზოგზე
  • მარტივად გაასხვისეთ სერტიფიკატი

ზოგადი აღწერა

თიბისი ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატი არის საბანკო დეპოზიტის დამადასტურებელი ფასიანი ქაღალდი და წარმოადგენს ბანკის ვალდებულებას სერტიფიკატის მფლობელის მიმართ, ამავე სერტიფიკატით გათვალისწინებული ყველა პირობის შესრულებაზე.

დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატი იყიდება სერტიფიკატის ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად (დისკონტით), ხოლო ვადის ბოლოს იფარება სერტიფიკატის ნომინალური ღირებულების მიხედვით (ნომინალით). სხვაობა სერტიფიკატის ნომინალურ და ყიდვის ღირებულებას შორის წარმოადგენს კლიენტის საპროცენტო სარგებელს, რომელსაც ბანკი უხდის კლიენტს ვადის ბოლოს.

მაგალითად კლიენტს სურს დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენა შემდეგი პირობებით:

  • ანაბრის თანხა (სერტიფიკატის ყიდვის ღირებულება) - 10,000 ლარი
  • ვადიანობა - 12 თვე
  • სერტიფიკატის საპროცენტო სარგებელი - 8.5%

ანაბრის თანხა ვადის ბოლოს (სერტიფიკატის ნომინალური ღირებულება) იქნება - 10,850 ლარი
კლიენტის სარგებელი ვადის ბოლოს იქნება - 850 ლარი

 

სერტიფიკატის მფლობელს უფლება აქვს ბანკის თანხმობის გარეშე ნებისმიერ პირზე გაასხვისოს/გაყიდოს სერტიფიკატი.

საპროცენტო განაკვეთები

პერიოდი  განაკვეთი საპროცენტო განაკვეთი
3 თვე ნომინალური N/A
ეფექტური N/A
6  თვე ნომინალური N/A
ეფექტური N/A
9 თვე ნომინალური N/A
ეფექტური N/A
12  თვე ნომინალური 11.50%
ეფექტური 11.5%-დან
18 თვე ნომინალური 11.90%
ეფექტური 11.57%-დან
24  თვე ნომინალური 12.20%
ეფექტური 11.53%-დან
36 თვე ნომინალური 12.70%
ეფექტური 11.36%-დან
48 თვე ნომინალური N/A
ეფექტური 0%-დან
60 თვე ნომინალური N/A
ეფექტური N/A

გაყიდვის საპროცენტო განაკვეთები

გაყიდვის საპროცენტო განაკვეთი არის ბანკის მიერ კლიენტისაგან სადეპოზიტო სერტიფიკატის ვადაზე ადრე განაღდების საფასური (სერტიფიკატის საპროცენტო სარგებელს + 4%), რომელსაც კლიენტი უხდის ბანკს სერტიფიკატის დარჩენილ ვადაზე.

ბანკი იტოვებს უფლებას უარი თქვას გაყიდული სადეპოზიტო სერტიფიკატის ვადაზე ადრე უკან გამოსყიდვაზე.

პირობები

  • სერტიფიკატის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი;
  • სერტიფიკატის ყიდვა უფასოა;
  • თანხის განაღდების საკომისიო ლარში შეადგენს სერიფიკატის 0,2 %-ს, ხოლო უცხოურ ვალუტაში 0,6 %-ს;
  • სერტიფიკატის გასხვისების საკომისიო შეადგენს ნომინალური ღირებულების 0.1%-ს, მინიმუმ 50 ლარს;
  • სერტიფიკატის მფლობელობის დამადასტურებელი არის ბანკის სერტიფიკატის რეესტრში არსებული ჩანაწერი;
  • სერტიფიკატის მფლობელს თიბისი ბანკი აძლევს ამონაწერს სერტიფიკატის რეესტრიდან და ასევე აფორმებს მასთან სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენის ხელშეკრულებას;
  • სერტიფიკატზე თანხის დამატება არ არის დაშვებული;
  • სერტიფიკატზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი არ ექვემდებარება დაბეგვრას;
  • სერტიფიკატის მფლობელს უფლება აქვს ბანკის თანხმობის გარეშე ნებისმიერ პირზე გაასხვისოს სერტიფიკატი;
  • სერტიფიკატის მფლობელს აქვს სადეპოზიტო სერტიფიკატის ვადაზე ადრე გამოსყიდვის უფლება.
  • ბანკი არ არის ვალდებული ვადაზე ადრე გამოისყიდოს კლიენტისგან სადეპოზიტო სერტიფიკატი"
  • სერტიფიკატის გასხვისების ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს თიბისი ბანკში;
  • სერტიფიკატის ვადის გასვლის შემდეგ, შესაძლებელია იმავე ვადიანობის ახალი სერტიფიკატის შეძენა;
  • სერტიფიკატის მფლობელს შეუძლია თიბისი ბანკში აიღოს სესხი სერტიფიკატის ყიდვის ღირებულების ფარგლებში, მისი უზრუნველყოფით, სერტიფიკატის პროცენტს + 3% წლიური საპროცენტო განაკვეთით. მაგალითად, თუ სერტიფიკატის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს წლიურ 8.5%-ს, სესხის აღება ამ სერტიფიკატის უზრუნველყოფით შესაძლებელია 8.5%+3%=11.5%-ში.

 

 

 

დეპოზიტის განთავსება უცხოურ ვალუტაში:

  • უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს;
  • ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

  • თქვენი დეპოზიტი დაზღვეულია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ფარგლებში.
  • ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში - არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე მოკლე ტექსტური შეტყობინებით.
  • მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ბანკში ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
  • გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე - www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე + 995 322 406406.

 

ეპოზიტების დაზღვევა

2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 15 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge.

როგორ გავხსნა?

გახსენით ონლაინ

ამ ეტაპზე ანაბრის ონლაინ გახსნა შეუძლებელია. გთხოვთ, დაგვირეკოთ ან ეწვიოთ ერთ-ერთ ფილიალს.

(+995 32) 227 27 27

დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ან დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით.

ეწვიეთ ფილიალს

გახსენით ანაბარი უახლოეს ფილიალში.
ონლაინ შეკვეთა
დამირეკეთ
მოძებნეთ
გმადლობთ დაკავშირებისთვის
ჩვენ დაგირეკავთ მაქსიმალურად სწრაფად
$Apply_notification_title.getData()
$Apply_notification_text.getData()