გარემოსდაცვითი და სოციალური საჩივრები

გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, ნებისმიერ ფიზიკურ და/ან იურიდიულ პირს, ან პირთა ჯგუფს შეუძლია საჩივრის/პრეტენზიის/განცხადების დაფიქსირება მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: E&Srisk@tbcbank.com.ge

საჩივარი/პრეტენზია/განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას/მონაცემებს:

  • გამომგზავნის სახელი და გვარი (იურიდიული პირის შემთხვევაში: სამართლებრივი ფორმა და საფირმო სახელწოდება, წარმომადგენლის მონაცემები) და საკონტაქტო რეკვიზიტები;
  • სს „თიბისი ბანკის" მიერ დაფინანსებული პროექტის ან ბანკის კლიენტი კომპანიის დასახელება, რომლის მიმართაც საჩივრის/პრეტენზიის/განცხადების გამომგზავნს აქვს პრეტენზია, ან რომლის შესახებაც სურს ინფორმაციის მოწოდება და/ან მიღება;
  • საჩივრის/პრეტენზიის/განცხადების არსის შესაბამისი დოკუმენტის და/ან მასალის (მათ შორის, ფოტო/ვიდეო/აუდიო და ა.შ.) გამოგზავნა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • იმ კონკრეტული ინციდენტის აღწერა, რომელმაც საჩივრის/პრეტენზიის/განაცხადის გამომგზავნის უკმაყოფილება/ინტერესი გამოიწვია;
  • ინციდენტის თარიღი (თუ ეს შესაძლებელია);
  • პრობლემის მოგვარების გზა (თუ ეს შესაძლებელია);
  • სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია/მასალა, რომელსაც საჩივრის/პრეტენზიის/განცხადების გამომგზავნი ჩათვლის საჭიროდ.

მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ საჩივარზე/პრეტენზიაზე/განცხადებაზე საპასუხო წერილი გაიგზავნება წერილის დაფიქსირებიდან 1 თვის ვადაში.