თიბისელებისთვის მობილურით გადარიცხვა მომგებიანია18 ოქტომბრიდან, მობილურის ნომრით გადარიცხვა მომგებიანია, თქვენ გაქვთ შანსი მოიგოთ:
ჯამში დასაჩუქრდება 70 თანამშრომელი |
|
როგორ ჩაერთოთ გათამაშებაში?
18 ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებთ და ბილეთების დაგროვებას შეძლებთ თიბისი ბანკის თანამშრომლები, რომლებიც:
- შეასრულებთ სხვასთან გადარიცხვას მობილურის ნომრით. (იგივე P2P)
- ასწავლით მეგობარს მობილურის ნომრით გადარიცხვას. (მიმღებს არ უნდა ჰქონდეს ბოლო 2 კალენდარული თვის განმავლობაში მობილური ნომრით გადარიცხვა შესრულებული)
როგორ დააგროვოთ ბილეთები?
18 ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე, თიბისელებს შესაძლებლობა გაქვთ დააგროვოთ გათამაშების ბილეთები, შემდეგნაირად:
- 3 სხვადასხვა ადამიანთან* მობილურის ნომრით გადარიცხვა = გათამაშების 1 ბილეთს.
- მობილურის ნომრით გადარიცხვით სწავლება ისეთი თიბისელებისთვის, რომლებსაც ბოლო 2 თვის განმავლობაში არ გადაურიცხავთ თანხა P2P-ით = გათამაშების 1 ბილეთს
*გათამაშებების ფარგლებში მოხდება დადასტურებული გადარიცხვების ჩათვლა.
როგორ გამოვლინდებიან გამარჯვებულები?
გათამაშება გაიმართება დოლურის პრინციპით, 2018 წლის 10 დეკემბერს, 17:00 საათზე სს თიბისი ბანკში, ატენის ქუჩა N1-ში.
- დაუშვებელია, რომ დოლურიდან ამოღებული ბილეთის მიხედვით ერთი და იგივე თანამშრომელი აღმოჩნდეს რამდენჯერმე გამარჯვებული.
- ბილეთებზე დატანილი იქნება გათამაშებაში მონაწილე თანამშრომლების უნიკალური ნომრები (თიბისის საბანკო პროგრამის უნიკალური ნომერი);
- გათამაშებიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გამარჯვებულ თანამშრომელს დაუკავშირდებიან ტელეფონით და აცნობებენ მოგების შესახებ.
ვინ ვერ მიიღებს აქციაში მონაწილეობას?
- ციფრული გაყიდვების განყოფილება
- მენეჯმენტი