ჩვენ შესახებ

გარემოს და სოციალური რისკების მენეჯმენტის სისტემის პოლიტიკა

თიბისი ბანკი ერთ-ერთი პირველი ბანკი იყო ქვეყანაში, რომელმაც შეიმუშავა გარემოს და სოციალური რისკების მენეჯმენტის სისტემა. ამ პროცესში მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწიეს ჩვენმა აქციონერმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა, გერმანულმა საინვესტიციო კორპორაციამ, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა და ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიამ, რათა ბანკს დაენერგა ყველაზე მოწინავე და სრულყოფილი სისტემა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.

 

გარემოს და სოციალური რისკების მენეჯმენტის სისტემის პოლიტიკა მიმართულია იმ გარემო და სოციალური საკითხებისკენ, რომლებიც დაკავშირებულია კომერციულ დაკრედიტებასა და ინვესტიციებთან. გარემოს და სოციალური მენეჯმენტის სისტემის პოლიტიკის მთავარი დებულებებია:

  • ბანკის ოპერაციებთან დაკავშირებული გარემო და სოციალური რისკების მართვა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის გარემოს და სოციალური რისკების მენეჯმენტის სახელმძღვანელოზე, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის  გარემოს და სოციალური რისკების ვებსახელმძღვანელოზე, ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიის გარემოს და სოციალური რისკების შეფასების სექტორულ სახელმძღვანელოზე , საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მდგრადი განვითარების ჩარჩოზე,  მოქმედების სტანდარტებსა და ინსტრუქციებზე, გაეროს გარემოს პროგრამის ფინანსური ინიციატივის სახელმძღვანელოზე ბანკების და მდგრადი განვითრების შესახებ და ფონდებისა და ბანკებისთვის განკუთვნილი აზიის განვითარების ბანკის გარემოს და სოციალური რისკების მენეჯმენტის სისტემის დაყრდნობით.
  • ადამიანური და შრომითი უფლებების დაცვა, განსაკუთრებით მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებში, ბავშვებისა და გაჭირვებულების ჩათვლით.

 

თიბისი ბანკი, აქციონერებთან და პარტნიორ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, რეგულარულად აახლებს გარემოს და სოციალური რისკების მენეჯმენტის სისტემის დოკუმენტს.

პოლიტიკაში უკანასკნელი ცვლილება დაამტკიცა სამეთვალყურეო საბჭომ და ცვლილებას ხელი მოაწერო გენერალურმა დირექტორმა 2012 წლის დეკემბერში. ჩვენ რეგულარულად ვაახლებთ და ვაუმჯობესებთ გარემოს და სოციალური რისკების მენეჯმენტის სისტემის პოლიტიკას, რის შედეგადაც ბანკი ეფექტურად მართავს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ გარემო და სოციალურ რისკებს და მინიმუმამდე დაჰყავს მისი ზემოქმედება გარემოსა და ბანკთან დაკავშირებულ ყველაზე მხარეზე.

TBC Bank ESMS Policy Download