თიბისი ბანკი „გლობალური ფულის კვირეულს"  უერთდება  და  მის ფარგლებში, 15-18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით საგანმანათლებლო ტრეინინგებს ჩაატარებს.

„გლობალური ფულის კვირეული" (Global Money Week)საერთაშორისო ორგანიზაცია Child and Youth Finance International-ის (CYFI) ინიციატივით ყოველწლიურად, მარტის თვეში მსოფლიოს მასშტაბით  აღინიშნება.  პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების გავრცელება და საზოგადოებაში ფინანსური საკითხების გარშემო დიალოგის წახალისება. საქართველოში აღნიშნული კვირეულის კოორდინატორი საქართველოს ეროვნული ბანკია.

წლევანდელი კვირეულის დევიზია „ფინანსური საკითხები მნიშვნელოვანია" და ის 12-18 მარტის განმავლობაში გაიმართება.