ჩემი ბიზნესისთვის

აღწერა

"თიბისი ბანკი" თავის კლიენტებს სთავაზობს ლარით დენომინირებული სამთავრობო ფასიანი ქაღალდების (სახაზინო ვალდებულებები და სახაზინო ობლიგაციები) პირველად აუქციონზე შეძენის, ასევე მეორად ბაზარზე ყიდვისა და  გაყიდვის (იხ.ბმული) სერვისს.

კლიენტებს საშუალება აქვთ „თიბისი ბანკის" მეშვეობით წარადგინონ განაცხადები(*) ფასიანი ქაღალდების პირველად აუქციონზე მონაწილეობისთვის, რომელიც Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში იმართება.  
აუქციონების პერიოდულობა განისაზღვრება ფინანსთა სამინისტროს მიერ სამთავრობო ფასიანი ქაღალდების ემისიის წინასწარ განსაზღვრული კალენდრის მიხედვით (იხ.ბმული: www.mof.ge )

 

ტარიფები

მომსახურების ღირებულება შეადგენს განაცხადის 0.1%-ს ( მინ. 50 ლარი, მაქს 150 ლარი)  

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ „თიბისი ბანკის" ხაზინას: 
ტელ: + 995 032 2 27 27 28 (პირდაპირი)
ტელ: + 995 032 2 27 27 27, დამ. 1101,1108 
E-mail: treasury@tbcbank.com.ge
Reuters სადილინგო კოდი: TBCG
Bloomberg სადილინგო კოდი: TBCG

 

(*) 1 განაცხადის მინიმალური ოდენობა შეადგენს 1,000 ლარს.
კლიენტის განაცხადების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს აუქციონზე ემისირებული თანხის 50%-ს.


საკონტაქტო ინფორმაცია