ჩემი ბიზნესისთვის
  • სავალუტო რისკის დასაზღვევად
  • გაუთვალისწინებელი ხარჯების შესამცირებლად
კურსის
დაფიქსირება

სავალუტო ფორვარდი

სავალუტო ფორვარდული გარიგება არის შეთანხმება ბანკსა და კლიენტს შორის კონვერტაციის შესრულებაზე მომავალში, წინასწარ შეთანხმებული გაცვლითი კურსით, წინასწარ შეთანხმებულ თარიღზე. ფორვარდული გარიგების შესრულება კონკრეტული თარიღისთვის სავალდებულოა.

ვინ და რა შემთხვევაში იყენებს სავალუტო ფორვარდებს?

კომპანიები რომელთაც აღებული აქვთ სესხი ან დაფინანსება ერთ ვალუტაში და შემოსავლებს იღებენ სხვა ვალუტაში:

  • სურთ გადასახდელი სარგებლის და ძირი თანხის სავალუტო რისკებისაგან დაზღვევა.

იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანიები რომელთაც:

  • სურთ უცხოურ ვალუტაში გადასახდელი და მისაღები თანხების სავალუტო რისკებისაგან დაზღვევა.

მაგალითი: ქართულ კომპანიას ევროპიდან შემოაქვს საქონელი და ანგარიშსწორებას ახდენს ევროში, ხოლო საქონლის რეალიზაციას ლარში. საქონლის რეალიზაციას ის ახდენს მომავალი ორი თვის განმავლობაში და მიღებული თანხით სურს ხელახლა შეიძინოს ევრო ახალი საქონლის შესაკვეთად.
    
კომპანიას სურს სავალუტო რისკების დაზღვევა, ამის საუკეთესო შესაძლებლობას მას EUR/GEL (ევროს შეძენა) ფორვარდული გარიგება აძლევს.

  • მიმდინარე გაცვლითი კურსი: 1 EUR  =  2.05 GEL
  • ფორვარდის მარჟა - 6% წლიური განაკვეთი
  • გარიგების ვადა - 2 თვე
  • ფორვარდის კურსი:  1 EUR = 2.0705 GEL, დაანგარიშების პრინციპი: (2.05 +2.05*6%/12*2)
  • გარიგების მოცულობა - 500,000
  • ფორვარდული ფასი - 2.0705 კომპანიას სრულად აზღვევს სავალუტო კურსების ნებისმიერი შესაძლო ცვალებადობისაგან მომავალი ორი თვის განმავლობაში. 

არაკონვერტირებადი ფორვარდი

არაკონვერტირებადი ფორვარდული გარიგება არის შეთანხმება ბანკსა და კლიენტს შორის კონვერტაციის პირობებზე, წინასწარ შეთანხმებული გაცვლითი კურსით, წინასწარ შეთანხმებულ თარიღზე, კონკრეტული თარიღისთვის კონვერტაციის შესრულების გარეშე. ბანკი ახდენს ფორვარდისა და მიმდინარე კურსებს შორის საკურსო სხვაობის დაანგარიშებას და მხარეებს შორის შესაბამის ანგარიშსწორებას. 

არაკონვერტირებადი ფორვარდი არ ავალდებულებს კლიენტს კონვერტაციას შესრულების თარიღისათვის და მისი გამოყენება ხდება მხოლოდ აშშ დოლარი ლარის სავალუტო წყვილზე.

ვინ და რა შემთხვევაში იყენებს არაკონვერტირებად ფორვარდებს?

  • კომპანიები, რომელთაც სურთ დააზღვიონ სავალუტო რისკი, მაგრამ არ იციან რეალურად შეძლებენ თუ არა თანხის დაკონვერტირებას წინასწარ დაფიქსირებული (შესრულების) თარიღისათვის;
  • კომპანიები რომელთაც სურთ სავალუტო კურსის დაზღვევა, თუმცა არ გეგმავენ მომავალში თანხის კონვერტირებას.

კომპანიები რომელთაც აღებული აქვთ სესხი ან დაფინანსება ერთ ვალუტაში და შემოსავლებს ღებულობენ სხვა ვალუტაში:

  • სურთ გადასახდელი სარგებლის და ძირი თანხის სავალუტო რისკებისაგან დაზღვევა.

იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანიები რომელთაც:

  • სურთ უცხოურ ვალუტაში გადასახდელი და მისაღები თანხების სავალუტო რისკებისაგან დაზღვევა.

სავალუტო სვოპი

სავალუტო სვოპის გარიგება არის შეთანხმება ბანკსა და კლიენტს შორის ვალუტის კონვერტაციის ერთდროულად ყიდვა და გაყიდვის შესრულებაზე, წინასწარ შეთანხმებული გაცვლითი კურსით, სხვადასხვა ანგარიშსწორების თარიღებზე. სავალუტო სვოპის გარიგების შესრულება კონკრეტული თარიღისთვის, არის სავალდებულო. 

ვინ და რა შემთხვევაში იყენებს სავალუტო სვოპს?

  • კომპანიები რომლებსაც აქვთ ფულადი სახსრები უცხოურ ვალუტაში, ხოლო ანგარიშსწორება პარტნიორთან ან ბიუჯეტთან უნდა მოახდინონ ეროვნულ ვალუტაში, ამავდროულად ძირითადი თანხის შენახვა უცხოურ ვალუტაში ურჩევნიათ;
  • სურთ დროებით გაცვალონ უცხოურ ვალუტაში ნომინირებული ფულადი სახსრები კონტრვალუტაზე (ეროვნულ ვალუტაზე) დღეს მოქმედი მიმდინარე საბაზრო კურსით და მომავალში დაიბრუნონ უცხოურ ვალუტაში ფულადი სახსრები დაფიქსირებული კურსით.

მაგალითი:  ქართული  კომპანია რომელსაც საიმპორტო  საქონელი  შემოაქვს ევროპიდან და ანგარიშსწორებას თავის პარტნიორთან სისტემატიურად ახდენს უცხოურ ვალუტაში,  ხოლო  ეროვნულ ვალუტაში თანხები ესაჭიროება  მხოლოდ ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისას. 

იმისათვის, რომ კლიენტმა მომავალში აიცილოს ევრო/ლართან მიმართებაში გაუფასურების რისკი, იგი ყიდულობს სავალუტო სვოპს და გარიგებისას აფიქსირებს მომავალ გაცვლით კურსს.

სავალუტო რისკის დაზღვევის ინსტრუმენტების პირობები

სავალუტო რისკის დაზღვევის ინსტრუმენტების პირობები:

   
კონტრაქტის ვადა 1 წლამდე
სავალუტო წყვილები* გარიგება ხორციელდება ყველა ძირითად ვალუტაში
კონტრაქტის მინიმალური მოცულობა 50,000 აშშ დოლარიდან 2,000,000 აშშ დოლარამდე ან მისი ექვივალენტი. თანხობრივი ვალუტიდან გადახრა საჭიროებს დამატებით შეთანხმებას ხაზინასთან
გარიგების უზრუნველყოფა გარიგების მოცულობის 10% უზრუნველყოფის მიზნით, წინასწარ უნდა იქნას ბლოკირებული თიბისი ბანკში კლიენტის ანგარიშზე, რომელიც გარიგების შესრულებისას გათვალისწინებული იქნება კონვერტაციის თანხაში
მომსახურეობის ღირებულება მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ფორვარდული კურსით
გარიგების შეთანხმება პირდაპირ თიბისი ბანკის ხაზინასთან

*არაკონვერტირებადი ფორვარდის გამოყენება ხდება მხოლოდ აშშ დოლარი ლარის სავალუტო წყვილზე

როგორ გავხსნა?

გახსენით ონლაინ

ამ ეტაპზე ონლაინ გახსნა შეუძლებელია. გთხოვთ, დაგვირეკოთ ან ეწვიოთ ერთ-ერთ ფილიალს.

(+995 32) 227 27 27

დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ან დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით.

ეწვიეთ ფილიალს

გახსენით ანგარიში უახლოეს ფილიალში.
გახსენით
დამირეკეთ
მოძებნეთ
გმადლობთ დაკავშირებისთვის
ჩვენ დაგირეკავთ მაქსიმალურად სწრაფად
$Apply_notification_title.getData()
$Apply_notification_text.getData()