ჩემი ბიზნესისთვის

თიბისი ბანკი გთავაზობთ ინტეგრაციის სერვისს, რომელიც გაგიმარტივებთ ბანკთან ურთიერთობას.

მისი მეშვეობით თქვენ აგზავნით საგადახდო დავალებებს თქვენი საბუღალტრო სისტემიდან თიბისი ბანკში და იღებთ სხვადასხვა სახის ინფორმაციას ბანკიდან თქვენსავე სისტემაში.

თქვენ აღარ მოგიწევთ ინტერნეტბანკიდან და ბანკი-კლიენტიდან საბანკო ინფორმაციის ხელით გადატანა თქვენს საბუღალტრო სისტემაში.

ინტეგრაციის სერვისის შესაძლებლობები:

  • საგადახდო დავალებების ჩატვირთვა კლიენტის სისტემიდან თიბისი ბანკის სისტემაში შემდეგი ტიპის ოპერაციების შესასრულებლად:
    • გადარიცხვა საკუთარ ანგარიშზე;
    • კონვერტაცია;
    • გადარიცხვა თიბისი ბანკში (ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში);
    • გადარიცხვა სხვა ბანკში (ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში);
    • საბიუჯეტო გადარიცხვა;
    • ჯგუფური გადარიცხვა.
  • შესრულებული ტრანზაქციების ისტორიის ჩატვირთვა თიბისი ბანკის სისტემიდან კლიენტის სისტემაში.

 ტექნიკური სპეციფიკაციების დოკუმენტის სანახავად, გთხოვთ, გადახვიდეთ ამ ბმულზე.


ERP სისტემების მომწოდებელი პარტნიორი კომპანიები

ინტეგრაციის სერვისით სარგებლობა შეუძლიათ იურიდიულ პირებს, რომლებიც სარგებლობენ შემდეგი ERP სისტემებით:

SAP Business One - მომწოდებელი შპს „არესემ საქართველო სოლუშენს"

Exact Globe –  მომწოდებელი BSC

"ინფო საწარმო" - მომწოდებელი FMG Soft

APEX

Oris

IBS ERP 2.0 - მომწოდებელი შპს "ბიდიო სოლუშენს"  

IBS ბუღალტერია - მომწოდებელი შპს "ბიდიო სოლუშენს"  

"ინფო-ბუღალტერი" - მომწოდებელი შპს "იბერ-ინფო"  

ან აქვთ საკუთარი ERP ან საბუღალტრო სისტემა.

ინტეგრაციის სერვისით სარგებლობა შეუძლიათ ასევე იმ კომპანიებს, რომლებიც სარგებლობენ საერთაშორისო ERP სისტემებით (SAP, IFS, Exact, Navision, 1C და ა.შ)

ტარიფები

რეგისტრაცია 20 GEL
დიჯიპასი 40 GEL
მომსახურება 30 GEL კვარტალში

უსაფრთხოება

უსაფრთხოება და სისტემის დაცულობა ჩვენი პრიორიტეტია

  • საბუღალტრო სისტემასა და ბანკს შორის კავშირის დროს მონაცემების გადაცემა განხორციელდება დაშიფრული სახით (გამოიყენება TLS 1.2 პროტოკოლი);
  • თქვენი საბუღალტრო სისტემიდან საგადახდო დავალებების ჩატვირთვისას და ტრანზაქციების ისტორიის მოთხოვნის დროს თქვენ შეგყავთ ბანკის მიერ გადმოცემული მომხმარებლის სახელი, პაროლი და ერთჯერადი პაროლი (ე.წ. დიჯიპასის კოდი);
  • დამატებით უსაფრთხოებისთვის, სერვისით ატვირთული საგადახდო დავალებები შესრულდება მხოლოდ ინტერნეტბანკში ავტორიზაციის შემდეგ.
როგორ შევიძინო?

შეიძინეთ ონლაინ

ამ ეტაპზე ონლაინ შეძენა შეუძლებელია. გთხოვთ, დაგვირეკოთ ან ეწვიოთ ერთ-ერთ ფილიალს.

(+995 32) 227 27 27

დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ან დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით.

ეწვიეთ ფილიალს

შეიძინეთ უახლოეს ფილიალში.
შეიძინეთ
დამირეკეთ
მოძებნეთ
გმადლობთ დაკავშირებისთვის
ჩვენ დაგირეკავთ მაქსიმალურად სწრაფად
$Apply_notification_title.getData()
$Apply_notification_text.getData()