• აიფოუნებისთვის (iPhone) და
  • ანდროიდებისთვის (Android)
დისტანციური მომსახურება

მობაილბანკით სარგებლობა კიდევ უფრო მარტივი გახდა!

გამარტივებული ავტორიზაცია

ვიცით, რომ თანამედროვე სამყაროში უამრავი პაროლის დამახსოვრება გიწევთ, სწორედ ამიტომ გამარტივდა მობაილბანკში ავტორიზაცია, რათა არ დაკარგოთ დრო და არ შეგექმნათ დაბრკოლება სასურველი მოქმედების განსახორციელებლად!

შედი მობაილბანკში ხუთნიშნა კოდით ან უბრალოდ თითის ანაბეჭდით

თითის ანაბეჭდი (Touch ID) - თიბისი ბანკის ამ ინოვაციური სერვისის საშუალებით, თქვენ აღარ გჭირდებათ მომხმარებლის სახელის და პაროლის შეყვანა - ღილაკზე თითის დადება საკმარისია მობაილბანკით სარგებლობისთვის.

აირჩიეთ მობაილბანკით სარგებლობის ახალი, მარტივი და მოქნილი გზა:

როგორ?

ხსნით აპლიკაციას და შესვლის გვერდზე აჭერთ ღილაკს „მარტივი შესვლის გააქტიურება" -> Touch ID-ის გააქტიურება

ეთანხმებით პირობებს და უსაფრთხოებისთვის შეგყავთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი.

თითის ანაბეჭდით ავტორიზაცია შესაძლებელია მხოლოდ აიფოუნით (iPhone)

პასკოდი  (Passcode Login) - გამარტივებული ავტორიზაცია გაძლევთ საშუალებას, მობილურ ტელეფონში მომხმარებლის სახელის და პაროლის ნაცვლად, დააყენოთ 5-ციფრა კოდი, რომლის დამახსოვრება და შეყვანა ბევრად მარტივია. მომავალში, თქვენ აღარ მოგიწევთ გრძელი მომხმარებლის სახელის და რთული პაროლის აკრეფა.

აირჩიეთ მობაილბანკით სარგებლობის ახალი, მარტივი და მოქნილი გზა:

როგორ?

ხსნით აპლიკაციას და შესვლის გვერდზე აჭერთ ღილაკს „მარტივი შესვლის გააქტიურება" -> პასკოდის გააქტიურება

ეთანხმებით პირობებს და უსაფრთხოებისთვის შეგყავთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი, ხოლო შემდეგ ნაბიჯზე აყენებთ თქვენთვის სასურველ ხუთნიშნა კოდს.

პასკოდით ავტორიზაცია შესაძლებელია როგორც აიფოუნით ასევე ანდროიდით