აღმოაჩინეთ ყოველ თვე მომენტალური საჩუქარი და მოიგეთ სუპერ პრიზი:
  • 50,000 ლარი
  • 10,000 ლარი
  • 5,000 ლარი

ინტერნეტ და მობაილბანკში შესვლა მომგებიანია

30 დეკემბრამდე ინტერნეტ და მობაილბანკში უბრალოდ შესვლაც მომგებიანია! თქვენ იღებთ მომენტალურ საჩუქარს, ხოლო ყოველ შესრულებულ ტრანზაქციაზე კი აგროვებთ  სუპერ პრიზის გათამაშების ბილეთებს!

15 იანვარს  დაგროვილი ბილეთებით გაქვთ შანსი, მოიგოთ სუპერ პრიზი 50 000, 10 000 და 5 000 ლარის ოდენობით და აისრულოთ სურვილები!
 

ვინც არ უნდა იყო! ინტერნეტ და მობაილბანკში საჩუქარი გელოდება!

გათამაშებაში მონაწილეობა შეგიძლიათ, თუ უკვე სარგებლობთ ან მოცემული აქციის პერიოდში დაიწყებთ თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკით სარგებლობას

ყოველთვე  გამოვლინდება 40 000 მომხმარებელი, რომლებიც ინტერნეტ და მობაილბანკში აღმოაჩენენ  მომენტალურ საჩუქარს -  2 000 ლარამდე თანხას ან მობილურ ინტერნეტს 10 GB-მდე. 

 

დააგროვეთ სუპერ პრიზის გათამაშების ბილეთები:

ტრანზაქციის შესრულებით

1 ტრანზაქცია = 1 ქულას

5 ქულა = 1 ბილეთს

პროდუქტის შეძენით

1 პროდუქტი = 5 ქულას

5 ქულა = 1 ბილეთს

 

  • ინტერნეტ და მობაილბანკის ყოველი ახალი მომხარებელი საჩუქრად მიიღებს გათამაშების 1 ბილეთს.
  • 2 ოქტომბრიდან 30 დეკემბრის  ჩათვლით შეგიძლიათ დააგროვოთ სულ 50 ქულა, ანუ  10 გათამაშების ბილეთი!

1. რას ნიშნავს შესვლა მომგებიანია?

ინტერნეტ ან მობაილბანკში შესვლისას გეძლევათ მომენტალური საჩუქრის აღმოჩენის შანსი. 

2. როგორ აღმოვაჩინო საჩუქარი ინტერნეტ ან მობაილბანკში?

ინტერნეტ ან მობაილბანკში შესვლისთანავე მიიღებთ თიბისი ბანკის სმს შეტყობინებას, რომლითაც  აღმოაჩენთ, მიიღეთ თუ არა საჩუქარი მიმდინარე თვეში.

3. რამდენჯერ შეიძლება აღმოვაჩინო საჩუქარი?

ინტერნეტ ან მობაილბანკში მომენტალური საჩუქრის მოგება შეგიძლიათ თვეში ერთხელ, პირველი შესვლისას. 

4. რა საჩუქარი შეიძლება დამხვდეს ინტერნეტ ან მობაილბანკში ?

ყოველთვიურად 40 000-მდე მომხმარებელი მიიღებს სხვადასხვა საჩუქარს:
  • ფულადი პრიზი 10 ლარიდან - 2 000 ლარამდე 
  • მობილური ინტერნეტი 500 MB-დან - 10 GB-მდე. 

ფულადი პრიზი ჩაგერიცხებათ საბანკო ანგარიშზე, ხოლო მობილური ინტერნეტი დაფიქსირდება იმ მობილურის ნომერზე, რომელიც ბანკში გაქვთ მითითებული. 

5. როგორ ხდება 40,000 მომხარებლის არჩევა რომელსაც საჩუქარი გადაეცემა?

  • წინასწარ შეიქმენება თიბისი ბანკის კლიენტი ფიზიკური პირების სია, რომლებსაც ბანკში დაფიქსირებული აქვთ მობილურის ნომერი (სიაში არ ხვდებიან ბანკის თანამშრომლები და არარეზიდენტი პირები)
  • აღნიშნული სიიდან  მოხდება ყოველი 30-ე კლიენტის არჩევა , რომელსაც საჩუქრად გადაეცემა სხვადასხვა სახის საჩუქარი.
  • საჩუქრის მისაღებად აუცილებელი იქნება კლიენტი შევიდეს ინტერნეტ ან მობაილბანკში.
  • თუ მომხარებელი კალენდარულ თვეში არ შევა ინტერნეტ და მობაილბანკში, საჩუქარი გაუქმდება. 

6. როგორ ჩავერთო სუპერ პრიზის გათამაშებაში?

სუპერ პრიზის მოგებისთვის საჭიროა , 2 ოქტომბრიდან  30 დეკემბრის ჩათვლით ისარგებლოთ ინტერნეტ ან მობაილბანკით, შეასრულოთ ტრანზაქციები და შეიძინოთ საბანკო პროდუქტები.

ყოველი ტრანზაქციის შესრულებისას, იღებთ 1 ქულას. 5 ქულ  ნიშნავს გათამაშების 1 ბილეთს.

ინტერნეტ ან მობაილბანკით ნებისმიერი საბანკო პროდუქტის შეძენისას, იღებთ 1 გათამაშების ბილეთს.

1 ტრანზაქცია = 1 ქულას

5 ქულა = გათამაშების 1 ბილეთს

1 შეძენილი პროდუქტი = გათამაშების 1 ბილეთს

7. რამდენი ბილეთის დაგროვება შემიძლია სუპერ პრიზის გათამაშებისთვის ?

ჯამში შესაძლებელია 50 ქულის, ანუ სუპერ პრიზის გათამაშების 10 ბილეთის დაგროვება. 

8. რა საჩუქრები თამაშდება სუპერ გათამაშებაზე?

სულ თამაშდება 3 სუპერ პრიზი:

  • 50,000 ლარი
  • 10,000 ლარი
  • 5,000 ლარი 

9. როგორ გამოვლინდება გამარჯვებული?

ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებლების მიერ დაგროვილი ყველა ბილეთი დოლურაში დატრიალდება. შემთხვევითობის პრინციპით, დოლურიდან ამოღებული ბილეთების მიხდვით გამოვლინდებიან იღბლიანი გამარჯვებულები

10. როდის და სად შედგება გათამაშება?

გათამაშება შედგება 15 იანვარს,  20 საათზე 
მისამართი: თიბისი ბანკი, მარჯანიშვილის ქ. # 7, თბილისი

11. დეტალური მაგალითები

მაგალითი 1

ოქტომბრის თვეში ნინო შედის ინტერნეტბანკში - აღნიშნული მომხმარებელი არ იყო აქტიური სექტემბერში. შესაბამისად,  პირველად შესვლაზე იღებს 5 ქულას. ასევე, ნინო ახორციელებს ტრანზაქციებს და აგროვებს ქულებს:

შევიდა ინტერნეტბანკში - 2-ჯერ

5 welcome ქულა

ინტერნეტბანკით შეავსო მობილურის ბალანსი - 1-ხელ

1 ქულა

მობაილბანკით შეავსო მობილურის ბალანსი- 5-ჯერ 

5  ქულა

მობაილბანკით გადაიხადა კომუნალური გადასახადები - 7-ჯერ

7  ქულა

სულ

18  ქულა  = 3 გათამაშების  ბილეთი (18/5) + 3 ქულა

 

მაგალითი 2

ოქტომბრის თვეში ელენე, რომელიც გათამაშებამდეც აქტიურად სარგებლობდა ინტერნეტ და მობაილბანკით, ახორციელებს შემდეგი ტიპისა და რაოდენობის ტრანზაქციებს

შევიდა მობაილ ბანკში  - 3-ჯერ

0 ქულა

შევიდა ინტერნეტ ბანკში- 3-ჯერ

0 ქულა

გახსნა ანაბარი მობაილბანკით 1-ხელ

5 ქულა

შეავსო მობილურის ბალანსი - 3 ჯერ

3 ქულა

გადარიცხა თანხა -5 ჯერ

5 ქულა

გადაიხადა კომუნალური გადასახადები 10-ჯერ

10 ქულა

შეიძინა საკრედიტო ბარათი ინტერნეტბანკით

 5 ქულა

სულ

28 ქულა = 5 ბილეთი  (28/5) + 3 ქულა

 

ნოემბერში ისევ ელენე, ახორციელებს შემდეგი ტიპისა და რაოდენობის ტრანზაქციებს და აგროვებს:

შევიდა მობაილბანკში  - 10-ჯერ

0 ქულა

შევიდა ინტერნეტბანკში- 10-ჯერ

0 ქულა

შეავსო მობილურის ბალანსი - 20 ჯერ

20 ქულა

გადარიცხა თანხა -30 ჯერ

30 ქულა

გადაიხადა კომუნალურები 10-ჯერ

10 ქულა

სულ

60 ქულა. (თუმცა, გათამაშების პირობის თანახმად, შესაძლებელია მაქსიმუმ 50 ქულის დაგროვება გათამაშების პერიოდში. შესაბამისად, ელენემ უკვე მიიღო გათამაშების 10 ბილეთი).