ჩემი ბიზნესისთვის

გაიმარტივეთ ბანკთან ურთიერთობა!
ისარგებლეთ ინტერნეტბანკით iPad-ზე

 

iPad ბანკის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ:

  • ანაგრიშებზე არსებული ბალანსების ნახვა, ამონაწერის გაკეთება
  • გადარიცხვა კომპანიის ანგარიშებზე, სხვა პირის ან კომპანიის ანგარიშზე და ბიუჯეტში
  • კომუნალური გადასახადების გადახდა
  • დეპოზიტების და სესხების მართვა
  • ვალუტის კურსების ნახვა და კონვერტაცია
  • ნებისმიერი დისტანციური არხში შექმნილი დავალების ავტორიზაცია
  • თიბისი ბანკის უახლოესი ფილიალის ან/და ბანკომატის პოვნა

 

აპლიკაციის ჩამოტვირთვა და სარგებლობა სრულიად უფასოა*.

დაიწყეთ iPad ბანკით სარგებლობა ახლავე!

*ინტერნეტბანკს, მობაილბანკს და iPad ბანკს აქვთ საერთო ყოველკვარტალური საკომისიო.

Product img

ჩამოტვირთეთ

App Store-დან


ტარიფები

iPad ბანკის სერვისი სრულიად უფასოა.

მას არ აქვს არც სააბონენტო გადასახადი და არც სტანდარტულზე ძვირი საკომისიოები საბანკო ტრანზაქციებზე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აპლიკაციის ჩამოტვირთვისას და მისი შემდგომი მოხმარებისას თქვენმა მობილურმა ოპერატორმა შესაძლოა დაგარიცხოთ ინტერნეტით სარგებლობის საკომისიო.

 

iPad ბანკში ოპერაციების განხორციელების საკომისიოები 
საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვა/კონვერტაცია (საკრედიტო ბარათიდან გადარიცხვის გარდა) - უფასო;
გადარიცხვა საკრედიტო ბარათებიდან (პრაიმ ქარდი და თიბისი ქარდი) გადარიცხვა – ბანკის სტანდარტული ტარიფების შესაბამისად;
საკუთარი ანგარიშიდან სხვა პირის/კომპანიის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში - ბანკის სტანდარტული ტარიფების შესაბამისად.
მობილური ბალანსის შევსება - უფასო;
კომუნალური გადასახადების გადახდა - 0.5 ლარი

უსაფრთხოება

თქვენი უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია!

მოწინავე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით თიბისი ბანკი იცავს iPad ბანკში უსაფრთხოების უმაღლეს ნორმებს. თუმცა iPad ბანკთან მუშაობისას უსაფრთხოების ნორმები უნდა დაიცვას თავად მომხმარებელმაც. თავდაცვის ზომები:

  • არავის გაანდოთ iPad ბანკის მომხმარებლის სახელი, პაროლი, სატელეფონო კოდი. არ შეინახოთ ეს მონაცემები კომპიუტერში, ინტერნეტში ან მობილურში პაროლით დაუცველ ფაილებში;
  • iPad ბანკში მუშაობა დაასრულეთ "გამოსვლა" ღილაკზე დაჭერით;
  • iPad ბანკში სხვისი iPad-ით შესვლა, ან iPad-ის სხვა პირისთვის თხოვება არ არის რეკომენდირებული ;
  • iPad-ის გასხვისების შემთხვევაში რეკომენდირებულია iPad ბანკის აპლიკაციის წაშლა;
  • არ გააგზავნოთ კონფიდენციალური ინფორმაცია ელ. ფოსტით. ბანკი არასდროს მოგთხოვთ თქვენი პირადი და უსაფრთხოების ინფორმაციის, პაროლის ან ანგარიშების ინფორმაციის სრულად გაგზავნას ელ. ფოსტით;
  • თუ თქვენ თავს გრძნობთ საფრთხის წინაშე, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით;
  • თუ თქვენ ელ. ფოსტით მიიღეთ საეჭვო წერილი, რომელიც ირწმუნება, რომ თიბისი ბანკისგანაა, გთხოვთ დაუყოვნებლივ გვაცნობოთ.

 

რას ვაკეთებთ ჩვენ თქვენს დასაცავად?

  • სერვისზე რეგისტრაციის პროცესისას  მოწმდება მითითებული ინფორმაციის სისწორე და მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა მომხმარებელს iPad ბანკის სერვისით სარგებლობის საშუალება;
  • iPad ბანკში შესვლა დაცულია საპაროლე სისტემით. თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი უნიკალურია;
  • ტრანზაქციები თქვენი ანგარიშების გარეთ საჭიროებს დამატებით ავტორიზაციას.

 

დამატებითი უსაფრთხოებისათვის:

  • გაითვალისწინეთ, რომ არსებობს სამი ავტორიზაციის მეთოდი - საბაზისო, საშუალო და მაღალი. არჩევანი თუ რომლის გამოყენება გსურთ, შესაძლებელია თქვენ თავად გააკეთოთ და დამატებით გაზარდოთ iPad ბანკის უსაფრთხოება;
  • საბაზისო დონის შემთხვევაში ავტორიზაციისას გამოიყენება სტატიკური სატელეფონო კოდი, რომელიც არ იცვლება.  საშუალო დონის სერთიფიკაციის შემთხვევაში გამოიყენება უნიკალური ერთჯერადი SMS კოდი. რომელიც იგზავნება თქვენს მობილურ ტელეფონზე. უსაფრთხოების ყველაზე მაღალი დონის შემთხვევაში, ერთჯერადი კოდი გენერირდება დიჯიპასის ან მობილურ ტელეფონში არსებული სპეციალური აპლიკაციის საშუალებით;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სერთიფიკაციის საბაზისო დონის შემთხვევაშიც კი, თქვენი უსაფრთხოება დაცულია მსოფლიოში აღიარებული მობაილტრანზაქციების უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.

ხშირად დასმული კითხვები

რომელი iPhone-ებისთვისაა თავსებადი iPad ბანკის აპლიკაცია?
აპლიკაციით სარგებლობა შეუძლიათ ნებისმიერი მოდელის iPad-ის მომხმარებლებს.

 

როგორ დავრეგისტრირდე iPad ბანკის მომსახურებაზე? 
iPad ბანკი არ საჭიროებს სპეციალურ რეგისტრაციას.

  • თუ თქვენ უკვე ხართ თიბისი ბანკის ინტერნეტბანკის მომხმარებელი, თქვენ ავტომატურად ხართ დარეგისტრირებული iPad ბანკზე. iPad ბანკით სარგებლობისთვის საკმარისია ჩამოტვირთოთ "TBC Bank" აპლიკაცია App Store-დან  უფასოდ.
  • თუ თქვენ არ ხართ დარეგისტრირებული ინტერნეტბანკზე, რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ როგორც ფილიალში, ასევე ონლაინ რეჟიმში ინტერნეტბანკის ვებგვერდზე www.tbconline.ge

 

როგორ დავაყენო iPad ბანკის აპლიკაცია iPad-ში?

iPad-ებში iPad ბანკის აპლიკაციის დასაყენებლად საჭიროა მისი გადმოტვირთვა App Store-დან. ამისათვის პირველ რიგში საჭიროა დარეგისტრირებული იყოთ App Store-ის მომხმარებლად, ანუ გქონდეთ Apple ID. აპლიკაცია განთავსებულია App Store-ის ფინანსების კატეგორიაში სახელით TBC Bank. აპლიკაციის ჩამოწერა შესაძლებელია უფასოდ ნებისმიერი ქვეყნის App Store-დან.

 

როგორ შევიდე iPad ბანკში?
iPad ბანკში შესასვლელად საჭიროა გახსნათ მობილურ ტელეფონში ჩამოტვირთული აპლიკაცია. სისტემაში შესასვლელად გამოიყენეთ ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი.

თუ ჯერ არ ხართ ინტერნეტბანკის მომხმარებელი, რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ როგორც ფილიალში, ასევე ონლაინ რეჟიმში ინტერნეტბანკის ვებგვერდზე www.tbconline.ge

 

ავტორიზაციის რა დონეები არსებობს iPad ბანკში და განსხვავებაა მათ შორის?
თიბისი ბანკის iPad ბანკში არსებობს სამი უსაფრთხოების დონე, ანუ ავტოროზაციის მეთოდი - საბაზისო, საშუალო და მაღალი. არჩევანი, თუ რომლის გამოყენება გსურთ, შესაძლებელია თქვენ თავად გააკეთოთ ინტერნეტბანკში, პერსონალური პარამეტრებიდან.
ავტორიზაციის დონეებს შორის ძირითადი განსხვავება ისაა, რომ საბაზისო დონის შემთხვევაში ავტორიზაციისას გამოიყენება სტატიკური სატელეფონო კოდი, ხოლო საშუალო და მაღალი დონის შემთხვევაში გამოიყენება ერთჯერადი კოდი, რომელიც გენერირდება ყოველი ახალი მოთხოვნისას.
საშუალო დონის სერთიფიკაციის მეთოდში გამოიყენება SMS კოდი. ეს არის ერთჯერადი კოდი, რომელიც იგზავნება თქვენს მობილურ ტელეფონზე.
უსაფრთხოების ყველაზე მაღალი დონის შემთხვევაში, ერთჯერადი კოდი გენერირდება დიჯიპასის ან მობილურ ტელეფონში არსებული სპეციალური აპლიკაციის საშუალებით. მობილური ვერსიის ჩამოტვირთვა შესაძლებელია App Store-იდან (iPhone-ებისთვის) და Google Play-დან (Android-ებისთვის). აპლიკაციის სახელია TBC Digipass.
საბაზისო და საშუალო დონეს შედარებით დაბალი ტრანზაქციის ლიმიტები გააჩნია. ულიმიტო ოპერაციების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ დიჯიპასის გამოყენებით.

როგორ დავრეგისტრირდე?

ონლაინ რეგისტრაცია

ამ ეტაპზე ონლაინრეგისტრაცია შეუძლებელია. გთხოვთ, დაგვირეკოთ ან ეწვიოთ ერთ-ერთ ფილიალს.

(+995 32) 227 27 27

დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ან დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით.

ეწვიეთ ფილიალს

დარეგისტრირდით უახლოეს ფილიალში.
დარეგისტრირდით
დამირეკეთ
მოძებნეთ
გმადლობთ დაკავშირებისთვის
ჩვენ დაგირეკავთ მაქსიმალურად სწრაფად
$Apply_notification_title.getData()
$Apply_notification_text.getData()