მხარდაჭერის პროგრამა განკუთვნილია ტაქსის მძღოლებისთვის, ვისაც სურს თბილისის ტაქსის A კატეგორიის ლიცენზიის მიღება, თუმცა ავტომობილის მდგომარეობა, ფერი და ავტომობილის სხვა პარამეტრი არ შეესაბამება ლიცენზიის  მოთხოვნებს.

ტაქსის მძღოლები შეძლებენ ავტომობილის შეძენას ან სტანდარტების მიხედვით განახლებას, მათზე მორგებული გამარტივებული საბანკო პროდუქტების საშუალებით.


ახალი ავტომობილის შეძენა

ავტომობილის თავისუფალი არჩევანი
 

მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე

სესხის თანხა: 12 000 ლარამდე
სესხის ვადა: 6 წლამდე
საპროცენტო განაკვეთი: 15%-დან
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 25%-დან (ავტომობილის დაზღვევის გათვალისწინებით)
თანამონაწილეობა: 30%-დან

 

ავტომობილის განახლება

გამართვა, სტანდარტებში მოყვანა


თანამონაწილეობისა და უზრუნველყოფის გარეშე

სესხის თანხა: 8 000 ლარამდე
სესხის ვადა: 4 წლამდე
საპროცენტო განაკვეთი: 17%-დან
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 20%-დან
თანამონაწილეობის გარეშე

 

ვის შეუძლია მხარდაჭერის პროგრამით სარგებლობა?

  • ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც აქვთ ტაქსის ლიცენზია 

რა საბუთებია საჭირო მხარდაჭერის პროგრამით სარგებლობისთვის?

  • პირადობის დამადასტურებელი საბუთი
  • ავტომობილის ტექ-პასპორტი
  • ქალაქ თბილისის მერიის მიერ გაცემული ლიცენზია

სად შეიძლება ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობა?

  • ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში.