• გადახდის ინოვაციური გზა თქვენი ბიზნესისთვის
ჩემი ბიზნესისთვის
  • მობილური ტერმინალი გადახდის ინოვაციური საშუალებაა თიბისი ბანკისგან
     
  • თანამედროვე ფუნქციონალის მქონე ტერმინალით  გადახდის განხორციელება ყველა ტიპის პლასტიკური ბარათიდან, ნებისმიერ ადგილზეა შესაძლებელი 

ვისთვის არის განკუთვნილი პროდუქტი?

პროდუქტი განკუთვნილია ფართო ბიზნესსეგმენტისთვის; მათთვის, ვისაც სურს, საბარათე გადახდები მიიღოს; მაგალითად:

  • კაფე-ბარებისთვის
  • სილამაზის სალონებისთვის
  • მარკეტებისთვის
  • სავაჭრო ცენტრებში არსებული ობიექტებისთვის
  • ტაქსის მძღოლებისთვის
  • საკურიერო მომსახურებისთვის
  • ავტოსამრეცხაოებისთვის
  • გარე-მოვაჭრე ჯიხურებისთვის
  • სხვა ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის

რა უპირატესობები აქვს მობილურ ტერმინალს?

კომპანიებისთვის:

  • მოწყობილობა არის მცირე ზომის და მისი ტარება ან განთავსება უფრო მარტივი და მოსახერხებელია;
  • რეპორტინგის სისტემა - მობილური ტერმინალის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში აკონტროლოთ ტრანზაქციები, აწარმოოთ გაყიდვების სტატისტიკა, ამოიღოთ ამონაწერი და ა.შ;
  • მობილურ ტერმინალს აქვს უკონტაქტო გადახდის ფუნქცია;
  • უნივერსალური ფუნქციონალი - შესაძლებელია, რამდენიმე ობიექტმა ერთი ტერმინალით ისარგებლოს.

მომხმარებლისთვის:

  • მომხმარებელს აღარ მოუწევს ლოდინი ქვითრისთვის, რადგან მისი მიღება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ან ელექტრონული ფოსტით;
  • გადახდა შესაძლებელია უკონტაქტო ბარათითაც.

 

როგორ მუშაობს?

ტელეფონში ან პლანშეტში იტვირთება აპლიკაცია, რომელსაც "ბლუთუზით" უკავშირდება მცირე ზომის ბარათის წამკითხველი მოწყობილობა

ტარიფები

აპლიკაციის ჩამოტვირთვა უფასოა.

მობილური ტერმინალის ბარათის წამკითხველები კომპანიებს გადაეცემა უფასოდ. 
თუ კომპანიას საკუთარი მობილური ან პლანშეტი არ აქვს, თიბისი ბანკი მათ დროებით სარგებლობაში, ან განვადებით გადასცემს.

გაციფრულდი

თიბისი ბანკმა შეიმუშავა ახალი პლატფორმა GO DIGITAL / გადადი ციფრულ ტექნოლოგიებზე - გაციფრულდი,  რომელიც ორიენტირებულია ბიზნესის განვითარებაზე და მიზნად ისახავს მისი ეფექტურობის, გაყიდვების მაქსიმიზაციისა და კლიენტების ლოიალობის ხელშეწყობას. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში დაინერგა მობილური ტერმინალიც.

სამომავლო გეგმები

მომავალში მობილურ ტერმინალს დაემატება რამდენიმე ფუნქცია:

  • მერჩანტების კატალოგი - ერთგვარი სალარო პროგრამის ალტერნატივა, რაც წვრილ  კომპანიებს საშუალებას მისცემს, თავიანთი პროდუქცია კატალოგში ატვირთონ და როგორც ნაღდი, ისე უნაღდო გაყიდვები კატალოგის საშუალებით აწარმოონ;
  • ლოიალობის პროგრამა - მერჩანტებს შესაძლებლობა ექნებათ,  საკუთარი ლოიალობის პროგრამა შექმნან და კლიენტს ინდივიდუალურად შესთავაზონ ფასდაკლება, საჩუქრები, ფასდაკლების კუპონები, ქულების დაგროვება და სხვა.
როგორ შევუკვეთო?

შეუკვეთეთ ონლაინ

ამ ეტაპზე ონლაინ შეკვეთა შეუძლებელია. გთხოვთ, დაგვირეკოთ ან ეწვიოთ ერთ-ერთ ფილიალს.

(+995 32) 227 27 27

დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ან დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით.

ეწვიეთ ფილიალს

შეასრულეთ თქვენთვის სასურველი ოპერაცია უახლოეს ფილიალში
გახსენით
დამირეკეთ
მოძებნეთ
გმადლობთ დაკავშირებისთვის
ჩვენ დაგირეკავთ მაქსიმალურად სწრაფად
$Apply_notification_title.getData()
$Apply_notification_text.getData()