ჩვენ შესახებ

VISA და MASTERCARD წყვეტენ რუსეთის ფედერაციაში მოქმედი ფინანსური ინსტიტუტების მომსახურებას

 

გაცნობებთ, რომ Visa და Mastercard წყვეტენ რუსეთის ფედერაციაში მოქმედი ფინანსური ინსტიტუტების მომსახურებას. რუსეთის ტერიტორიაზე გაცემული ბარათები არ იმუშავებს საზღვარგარეთ. ამის შესახებ განცხადება კომპანიების წარმომადგენლებმა 2022 წლის 6 მარტს გააკეთეს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ეს გარემოება არარეზიდენტი პირების მომსახურებისას საქართველოში.

 

არარეზიდენტი ფიზიკური პირების განაცხადის საკომისიო

 

გაცნობებთ, რომ არარეზიდენტი ფიზიკური პირის საბანკო პროდუქტების რეგისტრაციის განაცხადის განხილვის საკომისიო შეადგენს 50 ლარს.

საკომისიო ვრცელდება ნებისმიერ არარეზიდენტ ფიზიკურ პირზე, რომელიც არ ფლობს ერთ აქტიურ ანგარიშს მაინც.

 

სიახლე თიბისის მომხმარებლებისთვის სისტემა „რიასგან"

 

19 აგვისტოდან ფულადი გზავნილის სისტემა „რია" საქართველოში მომხმარებლების მხარდაჭერის სერვისს ნერგავს. 

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, მომხმარებელსა თუ ბანკის თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ სპეციალურ ცხელ ხაზს და მიიღონ მომსახურება როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. 

ცხელი ხაზის ნომერი:  +995 706 07 00 46.
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 – 19:00.


სააკაძის მოედნის ს/ც-ს დახურვის შესახებ

ძვირფასო მომხმარებლებო,

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 8 მაისიდან სააკაძის მოედნის ს/ც წყვეტს ფუნქციონირებას.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.


თიბისი

 

თიბისი ბანკის ჯგუფის განცხადება

თიბისი ბანკის ჯგუფი (TBC PLC) ადასტურებს, რომ 24 ივლისს საქართველოს პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ჯგუფის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ მიიღეს გადაწყვეტილება დაეტოვებინათ დაკავებული თანამდებობები. ისინი ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რათა  მათ წინაშე წაყენებულმა ბრალდებებმა არ იქონიოს  გავლენა ჯგუფის საქმიანობაზე, ხოლო თავად კი, თავისუფლად შეძლონ დავის გაგრძელება.  

ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭო და მენეჯმენტი თავის მხრივ, მადლობას უხდის მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მათი უნიკალური როლისთვის, დაეარსებინათ თიბისი ბანკი რთულ 90-იან წლებში. ასევე, თავიანთი უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილისათვის ბანკის წარმატებით განვითარებაში და მის გადაქცევაში ერთ-ერთ უდიდეს და რესპექტაბელურ კომპანიად სამხრეთ კავკასიაში.

იხილეთ სრულად...

სახელმწიფო სოციალური დახმარების პროგრამის ხშირად დასმული კითხვები

კოვიდ 19 -ით გამოწვეული უმუშევრობისა და 18 წლამდე არასრულწლოვანი პირების სახელმწიფო სოციალური დახმარების თანხის ჩარიცხვები

გაიგე მეტი