დისტანციური მომსახურება

რა არის ფიშინგი?

ფიშინგი არის კიბერთაღლითობის გავრცელებული ფორმა, რომლის მიზანია მსხვერპლს მოტყუების გზით მოპაროს სენსიტიური ინფორმაცია ან მოახდინოს კომპიუტერის კომპრომეტაცია. შეტევის დროს გამოიყენება მეილი, რომელიც იგზავნება კიბერ-კრიმინალების მიერ. ძირითადად, მეილი წარმოჩენილია როგორც სანდო წყაროსგან მიღებული შეტყობინება, როგორიცაა ბანკი ან ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია თუ პირი ვისთანაც მსხვერპლს შესაძლოა ქონდეს ურთიერთობა. მეილი შენიღბულია როგორც სასწრაფო შეტყობინება, რომელშიც დამატებითი ინფორმაციისთვის მოთავსებულია ვებ-ბმუმლები ან მიმაგრებული დოკუმენტები. ფიშინგ მეილში მოთავსებულ ბმულზე გადასვლის, ან ფაილის გახსნის შედეგად შესაძლებელია მოხდეს მსხვერპლის კომპიუტერში შეღწევა ან მისგან დამატებით სენსიტიური ინფორმაციის მოთხოვნა (პაროლი, მომხმარებლის სახელი, ბარათის ინფორმაცია და სხვა). კიბერ-დამნაშავეები ცდილობენ ფიშინგ მეილები დააგზავნონ მასიურად, მაქსიმალურად მეტ ადრესატთან, რაც მათი წარმატების ალბათობას რეალურს ხდის.

როგორ დავიცვათ თავი ფიშინგისგან?

პირველ რიგში უნდა გავიაზროთ, რომ გარკვეულ დროს შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი გახდეს ფიშინგის მსხვერპლი. ფიშინგ შეტევის წარმატების ალბათობა უფრო მაღალია, როდესაც მსხვერპლზე არსებობს პირადი ინფორმაცია (სად მუშაობს, რომელი ბანკის მომხმარებელია, რომელ მაღაზიებში დადის, სად ცხოვრობს, ინტერესის სფერო და სხვა). მას შემდეგ რაც გაათვითცნობიერებთ, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება თქვენც აღმოჩნდეთ შეტევის მსხვერპლი, მნიშვნელოვანია იცოდეთ ფიშინგისგან დაცვის საშუალებები:

  • მაქსიმალურად შეზღუდეთ ინფორმაციის (რომელმაც თქვენს შესახებ შესაძლებელია დამატებითი დეტალები მიაწოდოს უცხო პირს) გაზიარება სოციალურ ქსელში, Facebook-ზე, ფორუმებზე და სხვა ინტერნეტ რესურსებზე. რაც უფრო მეტ პერსონალური ტიპის ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი საჯაროდ თქვენზე, მით უფრო გაუადვილდება კიბერ-დამნაშავეს თქვენი მახეში გაბმა.
  • თუ მიიღებთ მეილს, რომელიც გთხოვთ რომ გადახვიდეთ ვებ-ბმულზე ან გახსნათ მიმაგრებული დოკუმენტი, გადაამოწმეთ შეტყობინება. თუ მეილი წარმოჩენილია როგორც ნაცნობი ორგანიზაციისგან ან პირისგან გამოგზავნილი, გადაამოწმეთ შესაბამისი ორგანიზაციის ან პირის საკონტაქტო დეტალები, რომელიც თქვენთვის არის ცნობილი.
  • აუცილებლად გამოიყენეთ ანტივირუსი
  • არ დააკლიკოთ ბმულს, დააკოპირეთ ის და ისე გადაიტანეთ მეილიდან ვებ-ბრაუზერში
  • მიიტანეთ მაუსი ბმულთან, სადაც გამოჩნდება ბმულის რეალური მისამართი
  • თუ წერილი გამოგზავნილია ნაცნობი ადამიანისგან, ეს იმას არ ნიშნავს რომ ის არ იქნება საფრთხის შემცველი. შესაძლებელია თქვენი ნაცნობის კომპიუტერი დაინფიცირებული იყოს, რომელიც აგზანიდეს საფრთხის შემცველ წერილებს
  • დაეჭვდი! როდესაც მეილში გთხოვენ სასწრაფო/გადაუდებელ ქმედებებს
  • დაეჭვდი! თუ წერილის შინაარსი დაუჯერებლად საინტერესოა, რომ
  • ინტერნეტით სარგებლობის დროს, ყოველთვის დაიცავით პრინციპით შევჩერდი, დავფიქრდი, ვიმოქმედე.