ჩვენ შესახებ

თიბისი ბანკის დირექტორატი პასუხისმგებელია თიბისი ბანკის ყოველდღიურ მართვაზე, გარდა იმ ფუნქციების შესრულებისა, რაც აქციონერთა საერთო კრებასა და სამეთვალყურეო საბჭოზეა დაკისრებული. სამეთვალყურეო საბჭო ნიშნავს დირექტორატის წევრებს ოთხწლიანი განახლებადი ვადით, სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციაა მათი თანამდებობიდან გათავისუფლებაც.   საბანკო რეგულაციები გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს იმაზე, თუ ვინ შეიძლება გახდეს დირექტორატისწევრი და განსაზღვრავს გარკვეულ კრიტერიუმებს, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს თითოეულმა დირექტორმა. დირექტორატის თითოეული წევრის უფლებამოსილების არეალი განისაზღვრება ხელშეკრულებით, რომელიც ძალაში შედის დირექტორის დანიშვნის შემდეგ.