ჩვენ შესახებ

თიბისი ბანკი იცავს კორპორაციული მართვის უმაღლეს სტანდარტებს, რომლებიც შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, ბაზელის კომიტეტის მოთხოვნებსა და ბანკის განვითარების გეგმებს.

თიბისი ბანკის მმართველი ორგანოებია აქციონერთა საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი. სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატთან შექმნილია სათანადო კომიტეტები.

სამეთვალყურეო საბჭო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბანკის ცხოვრებაში სამეთვალყურეო საბჭო ნიშნავს და ზედამხედველობას უწევს მენეჯმენტს, რათა უზრუნველყოს ბანკის სტრატეგიული მიზნების მიღწევა და მენეჯმენტის მუდმივი რეაგირება ბიზნეს საქმიანობასთან განუყოფლად დაკავშირებულ რისკებზე. სამეთვალყურეო საბჭო, ასევე, პასუხისმგებელია დირექტორატის წევრების დანიშვნაზე, შეფასებასა და მათ კომპენსაციაზე.

 

სხვა საკითხებთან ერთად, სამეთვალყურეო საბჭო ასევე გადაწყვეტილებას იღებს შემდეგზე

  • თიბისი ბანკის მიერ იმ ქონების შეძენის, გასხვისების ან განკარგვის ოპერაციის დამტკიცება, რომლის ღირებულებაც აღემატება ბანკის კაპიტალის 3%.
  • თიბისი ბანკის მენეჯმენტის მიერ პროკურის (გენერალური სავაჭრო მინდობილობის) გაცემის დამტკიცება.
  • თიბისი ბანკის ფილიალების დაფუძნებისა და ლიკვიდაციის დამტკიცება.
  • თიბისი ბანკის მიერ სესხის აღებაზე უფლების გაცემა, თუ სესხი აღემატება ბანკის კაპიტალის 20%-ს.
  • გარე აუდიტორის შერჩევა, შეცვლა ან გათავისუფლება.
  • თიბისი ბანკის მიერ იურიდიული პირების აქციების წილების შესყიდვა, მათში ინვესტირება ან მათი აქციების წილების განკარგვა, თუ საერთო ღირებულება ჯამში აღემატება 1 მილიონ აშშ დოლარს.
  • თიბისი ბანკის მომდევნო წლის ფინანსური მაჩვენებლების, მათ შორის, ბიზნესგეგმისა და წლიური ბიუჯეტის დამტკიცება.
  • დაკავშირებულ მხარესთან ისეთ ტრანზაქციის განხორციელება, რომელიც აღემატება კანონმდებლობით დადგენილ ლიმიტს

 

სამეთვალყურეო საბჭო შედგება შვიდი წევრისგან, თითოეულს ირჩევს აქციონერთა საერთო კრება ოთხი წლის ვადით. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე აირჩევიან ხმათა მარტივი უმრავლესობით. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს არ აქვს უფლება ამავდროულად ეკავოს ბანკის გენერალური დირექტორის თანამდებობა.  ქვემოთ მოცემული ცხრილი შეიცავს დეტალურ ინფორმაციას სამეთვალყურეო საბჭოს წევრებზე და მათი დანიშვნის თარიღებს. საბჭოს შემადგენლობა არ შეცვლილა 2015 ფინანსური წლის შემდეგ.

 

 

 

„სს თიბისი ბანკის წესდება"