გახსენი
  • განკარგეთ თანხა თავისუფლად
  • მიიღეთ სარგებელი დღიურ ნაშთზე
უვადო

ზოგადი აღწერა

შემნახველი ანაბრით თქვენ შეგიძლიათ ანაბარზე თანხის შეტანა ან გამოტანა ნებისმიერ დროს და შეუზღუდავად, საპროცენტო სარგებელი კი დაგერიცხებათ ანგარიშზე ყოველი დღის ბოლოს არსებული ნაშთის გათვალისწინებით.

გაიტანეთ და გამოიყენეთ თქვენი დანაზოგი თავისუფლად ნებისმიერ დროს, სრულად ან ნაწილობრივ. დანაზოგის ნაწილობრივ სარგებლობის შემთხვევაში, საპროცენტო სარგებელი მაინც დაგერიცხებათ.

საპროცენტო განაკვეთები

ეფექტური განაკვეთი დათვლილია იმ დაშვებით, რომ  ყოველი დღის ბოლოს ანაბარზე არსებული ნაშთი შეადგენს 1,000 ერთეულს.

 

შემნახველი ანაბარი

GEL

USD

EUR

 წლიური საპროცენტო განაკვეთი

4.00%

0.50%

N/A

 ეფექტური საპროცენტო განაკვეთი*

2.25%

-0.53%

N/A

სხვა პირობები

საპროცენტო განაკვეთის ტიპი:

  • ცვლადი საპროცენტო განაკვეთი.

ტარიფები

  • ანგარიშის გახსნა - 10 ლარი*;
  • ყოველთვიური მომსახურება - 0.90 ლარი;
  • თანხის განაღდების საკომისიო განისაზღვრება ბანკის მოქმედი ტარიფების მიხედვით. 

მინიმალური შენატანი

  • არ მოითხოვება

ანაბრის ვადა და სხვა პირობები

  • ანაბარი არის უვადო
  • ანაბარზე დაშვებულია უნაღდო ჩარიცხვები
  • უნაღდო სახით ჩარიცხული თანხის ფარგლებში ფულის განაღდება ფასიანია და საკომისიო განისაზღვრება ბანკის მოქმედი ტარიფების მიხედვით
  • ერთი წლის განმავლობაში ნაშთის და ტრანზაქციების არარსებობის შემთხვევაში, შემნახველი ანაბარი ავტომატურად იხურება

* 100 ერთეულის შემოტანის შემთხვევაში, ანგარიშის გახსნა უფასოა.

 

ანაბრის განთავსება უცხოურ ვალუტაში:

  • უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს;
  • ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

 

  • თქვენი დეპოზიტი დაზღვეულია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ფარგლებში.
  • ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში - არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე მოკლე ტექსტური შეტყობინებით.
  • მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ბანკში ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
  • გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე - www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე + 995 322 406406.

 

დეპოზიტების დაზღვევა

2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 30 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge.

ტარიფები - ცვლადი საპროცენტო განაკვეთით

ვალუტა
სტანდარტული ტარიფი
კონცეპტ ციფრული და პრემიუმ ნაკრების მფლობელებისთვის
კონცეპტ 360 ნაკრების მფლობელებისთვის
თანხის განაღდება GEL / USD / EUR / GBP 0.6% 0.4% 0.2%
შემნახველი ანაბრის გახსნის საკომისიო GEL / USD / EUR / GBP 10 ლარი უფასო უფასო
*100 ერთეულის შემოტანის შემთხვევაში, ანგარიშის გახსნა უფასოა.
როგორ გავხსნა?

გახსენი ონლაინ

ამ ეტაპზე ანაბრის ონლაინ გახსნა შეუძლებელია. გთხოვთ, დაგვირეკოთ ან ეწვიოთ ერთ-ერთ ფილიალს.

(+995 32) 227 27 27

დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ან დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით.

ეწვიე ფილიალს

გახსენით ანაბარი უახლოეს ფილიალში.
გახსენი
დამირეკე
მოძებნე
გმადლობთ დაკავშირებისთვის
ჩვენ დაგირეკავთ მაქსიმალურად სწრაფად
$Apply_notification_title.getData()
$Apply_notification_text.getData()