დისტანციური მომსახურება

თაღლითები ინტერნეტში

ინტერნეტ თაღლითები ცდილობენ გამოტყუონ პირადი და საბანკო ინფორმაცია.

იყენებენ ყალბ პროფილებს სოციალურ ქსელებში და ცდილობენ დაგითანხმონ სხვადასხვა ქმედებებზე.

მომხმარებელმა არ უნდა ანდოს თავისი საბანკო ინფორმაცია (ინტერნეტ ბანკის მომხმარებელი ან პაროლი, საკრედიტო ბარათის მონაცემები, ანგარიშის ნომერი) არავის, მითუმეტეს ინტერნეტში გაცნობილ პიროვნებას.

არ გადავიდეს უცხო პირების მიერ გამოგზავნილ ბმულებზე (შესაძლოა ფიშინგი იყოს).

არ გახსნას უცხო პირების მიერ გამოგზავნილი ფაილები (შესაძლოა შეიცავდეს მავნე პროგრამას).