დისტანციური მომსახურება
  • მუდმივი გადარიცხვების უმარტივესი საშუალება
  • ტრანზაქციები ხორციელდება ავტომატურად
  • თანხას და პერიოდულობას ირჩევთ თქვენ
უფასო

მეტი ინფორმაცია

პერიოდულად რიცხავთ თანხას შვილის სკოლაში? ანაბარზე ამატებთ თანხას ყოველთვიურად?
მაშინ ავტომატური გადარიცხვები თქვენთვისაა.

 

თიბისი ბანკი გთავაზობთ გადარიცხვებს, რომლებიც შეიძლება შესრულდეს როგორც საკუთარ ანგარიშებს შორის, ასევე სხვის ანგარიშებზე საქართველოს მასშტაბით.

გადასარიცხ თანხას და გადარიცხვის პერიოდულობას თქვენ თავად განსაზღვრავთ. გადარიცხვები შესაძლოა შესრულდეს ყოველდღიურად, ყოველკვირეულად და ყოველთვიურად.

ტარიფები

რეგისრტაცია უფასო
მომსახურება უფასო

ხშირად დასმული კითხვები

რა ტიპის ანგარიშებიდანაა შესაძლებელი გადარიცხვების განხორციელება?

  • მიმდინარე ანგარიში (გადარიცხვა და ჩარიცხვა);
  • საბარათე ანგარიში (გადარიცხვა და ჩარიცხვა);
  • შემნახველი ტიპის ანგარიშები, როგორიცაა ანაბარი ჩემი სეიფი, შემნახველი ანაბარი და ა.შ (მხოლოდ ჩარიცხვა)*;
  • ვადიანი ტიპის ანგარიშები, როგორიცაა ვადიანი+, ზრდადი და საბავშვო ანაბრები და ა.შ. (მხოლოდ ჩარიცხვა).

*შემნახველი ტიპის ანგარიშებიდან კონვერტაციები და გადარიცხვები დაშვებულია მხოლოდ კლიენტის საკუთარ ანგარიშებს შორის ოპერაციების შესრულებისას.

 

რომელ ვალუტებშია შესაძლებელი გადარიცხვები?

  • ბანკის შიგნით ოპერაციების წარმოებისას დაშვებულია ნებისმიერი ვალუტა, რა ვალუტაშიც კლიენტს აქვს ანგარიში;
  • ბანკის გარეთ ოპერაციების წარმოება დაშვებულია მხოლოდ ლარში.


როგორ სრულდება კონვერტაციები?

  • კონვერტაცია სრულდება ბანკის მიმდინარე (დავალების შესრულების) დღეს არსებული კომერციული კურსით;
  • თანხის ექვივალენტის დათვლა განხორციელდება მიმდინარე (დავალების შესრულების) დღეს არსებული ოფიციალური (ეროვნული ბანკის) კურსით;

 

რა ხდება არასაკმარისი ნაშთის შემთხვევაში?

ანგარიშზე საკმარისი ნაშთის არ არსებობის შემთხვევაში დავალების შესრულება "დაელოდება" საკმარის თანხას 10 სამუშაო დღის მანძილზე. მცდელობები მოხდება ყოველ მომდევნო სამუშაო დღეს.


რა ხდება დასვენების დღის შემთხვევაში?

თუ დავალების შესრულების თარიღი არასამუშაო დღეს ემთხვევა, მაშინ გადარიცხვა შესრულდება მომდევნო სამუშაო დღეს (მიმდინარე დღის თარიღით).


როგორია ერთსა და იმავე თარიღში შესასრულებელი ავტომატური გადარიცხვების განხორციელების თანმიმდევრობა?

  • იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის განაცხადში არ არის დაფიქსირებული ავტომატური გადარიცხვების განხორციელების თანმიმდევრობა, ავტომატური გადარიცხვები (კომუნალური ავტომატური გადარიცხვების გარდა) განხორციელდება კლიენტის შესაბამისი განაცხადის ბანკისთვის წარდგენის თარიღის მიხედვით (პირველად  შესრულდება ის ავტომატური გადარიცხვა, რომლის განაცხადიც ბანკს წარედგინა ყველაზე ადრე და ა.შ.).
  • თუ ანგარიშზე არ იქნება საკმარისი თანხა პირველი პრიორიტეტის მქონე დავალების შესრულებისათვის, ბანკი შეასრულებს მომდევნო პრიორიტეტის მქონე ავტომატურ გადარიცხვას, თუ ანგარიშზე აღმოჩნდება საკმარისი თანხა ამ მომდევნო პრიორიტეტის მქონე ავტომატური გადარიცხვის შესრულებისთვის.
  • ბანკს უფლება ექნება გააუქმოს დავალება ავტომატური გადარიცხვების შესახებ, თუ ავტომატური გადარიცხვა კლიენტის მიზეზით ვერ შესრულდება 30 მცდელობის შემთხვევაში. დავალების გაუქმების შემდეგ ავტომატური გადარიცხვების სერვისით სარგებლობისთვის კლიენტმა ხელახლა უნდა წარუდგინოს ბანკს განაცხადი ავტომატური გადარიცხვების შესახებ;
  • ავტომატური გადარიცხვის შესრულების დღე თუ ემთხვევა უქმე დღეს,  მაშინ გადარიცხვა შესრულდება მომდევნო სამუშაო დღეს (მიმდინარე დღის თარიღით).
როგორ დავრეგისტრირდე?

ონლაინ რეგისტრაცია

დარეგისტრირდით ინტერნეტბანკიდან სახლიდან გაუსვლელად.

 

(+995 32) 227 27 27

დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ან დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით.

ეწვიეთ ფილიალს

დარეგისტრირდით უახლოეს ფილიალში.
დარეგისტრირდით
დამირეკეთ
მოძებნეთ
გმადლობთ დაკავშირებისთვის
ჩვენ დაგირეკავთ მაქსიმალურად სწრაფად
$Apply_notification_title.getData()
$Apply_notification_text.getData()