თიბისი სტატუსი მომხმარებლებისთვის ახალ, ინოვაციურ საქველმოქმედო პლატფორმას ქმნის. პროექტის პრეზენტაციას თიბისი ბანკი 28 დეკემბერს, 20.00 საათზე, რუსთაველის თეატრში გამართავს.  

სპეციალური ვებგვერდი  www.statusdonates.ge  მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ისეთი პროექტების, ორგანიზაციების თუ ადამიანების დაფინანსებაში, რომლებსაც მხარდაჭერა ესაჭიროებათ.  ამისთვის, ვებგვერდზე შესვლა, ვიდეო-ისტორიების ნახვა და ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, სასურველი რაოდენობის თანხის ჩარიცხვაა შესაძლებელი. 

ახალი პლატფორმის დაფუძნებით, თიბისი ბანკი  არსებითად ცვლის საქართველოში ქველმოქმედების სტანდარტებს. მრავალი ადამიანის ჩართულობა იმის გარანტიაა, რომ დაფინანსების საჭიროების მქონე პირები თუ პროექტები, მიიღებენ აუცილებელ თანხებს,  რითაც მნიშვნელოვნად შეიცვლება მათი მომავალი. 

თიბისი ბანკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი. წლების განმავლობაში ბანკი მხარში უდგას ქართული კულტურის განვითარებას, აფინანსებს ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლასა და განვითარებას, საზოგადოებრივად საჭირო პროექტებს.  2016 წლიდან კი თიბისი საქართველოს რაგბის კავშირის მთავარი პარტნიორი გახდა, რითაც გააცხადა სურვილი და მზადყოფნა გრძელვადიანად იზრუნოს საქართველოში რაგბის პოპულარიზაციასა და განვითარებაზე. 

თიბისი ბანკი კვლავაც გააგრძელებს, სხვადასხვა მიმართულებით, სოციალური და კულტურული  პროექტების ხელშეწყობას.  

ამასთანავე, თიბისი სტატუსის ახალი პლატფორმის ფარგლებში თავს მოუყრის უამრავ ისტორიას, რომელთა დაფინანსებაში მონაწილეობის მიღება ყველას შეეძლებათ. თავის მხრივ, თითოეული ამ ისტორიის დაფინანსებაში თიბისი ბანკიც შეიტანს წვლილს, ასევე, ფონდის ადმინისტრირების ხარჯებსაც მთლიანად ბანკი დაფარავს.  

პირველ ეტაპზე, ახალი პლატფორმის ეგიდით  სამი პროექტი დაფინანსდება, რისთვისაც საჭირო თანხებს მთლიანად თიბისი სტატუსი გაიღებს.  მხარდაჭერას მიიღებენ:  სოფელ ძეგვში არსებული თავშესაფარი და შემოქმედებითი განათლების სტუდია CES; ხოლო მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო დავინჩის" გამარჯვებულ მოსწავლეებს თიბისი სტატუსის ერთი წლიანი სტიპენდია დაენიშნებათ. 

თიბისი ბანკის სტატუს მომსახურება, რომელიც არაერთი ავტორიტეტული, საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია,  2017 წელს 10 წლის ხდება.  პერსონალური საბანკო მომსახურება კლიენტებისთვის დროის დაზოგვას და მაქსიმალური კომფორტის შექმნას ისახავს მიზნად, ის მთლიანად არის მორგებული მომხმარებლის საჭიროებებსა და ცხოვრების წესზე.