თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები
ჩვენ შესახებ
სამეთვალყურეო საბჭო
  • იურკი კოსკელო

    სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

    იურკი კოსკელო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ძირითადად განვითარებად ბაზრებზე მოქმედი კომპანიების: აფრიკის სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის საინვესტიციო ფონდის, ექსპო ბანკისა (EXPO Bank) და ეფაი ბანკის (FI Bank) სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. იურკი კოსკელო ამავე დროს არის ინვესტ სოლარის (ბოტსვანაში მზის ენერგიაზე ფოკუსირებული საინვესტიციო ფონდის) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. აღნიშნული პოზიციების დაკავებამდე, იურკი კოსკელო 24 წლის განმავლობაში რამდენიმე წამყვან პოზიციაზე მუშაობდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში (IFC), რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის ნაწილია. 2000 წელს იურკი კოსკელო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის სპეციალური აქტივების მართვის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა, 2004 წელს - გლობალური ფინანსური ბაზრების დირექტორად, 2007 წელს - ვიცე პრეზიდენტად და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ტოპ მენეჯმენტის კომიტეტის წევრად, 2011 წელს კი გენერალური დირექტორის საგანგებო მრჩევლის პოსტს იკავებდა. იურკი კოსკელო ფლობს სლოუნის მენეჯმენტის სკოლის მაგისტრის ხარისხს, ჰელსინკის ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის მაგისტრის ხარისხს ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით (MIT), ასევე მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს სამოქალაქო ინჟინერიაში (M.Sc.). სრულად ნახვა დახურვა
  • ნიკოლოზ ენუქიძე

    სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი

    ბატონმა ენუქიძემ დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1993 წელს, 1996 წელს კი მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) დიპლომი მერილენდის უნივესტიტეტში. ბატონი ენუქიძე იყო კორპორატიული ფინანსების მმართველი დირექტორი Concorde Capital-ში, უკრაინის წამყვან საინვესტიციო ბანკში; ასევე, 4 წლის მანძილზე იყო ABN AMRO-ს კორპორატიული ფინანსების დირექტორის თანაშემწე ლონდონში; ასევე, რესტონში, ვირჯინიაში Global One Communications LLC-ის ბიზნესის განვითარების უფროსი მენეჯერი; მან სამი წელი იმუშავა ABN AMRO-ს მოსკოვის ოფისში, კორპორატიულ ფინანსებში. ფინანსურ მომსახურების ინდუსტრიაში მრავალწლიანი გამოცდილების დაგროვების შემდეგ, ბატონი ენუქიძე გახდა საქართველოს ბანკის სამეთვალყურე საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. ის იმ ადამიანებს შორის იყო, ვისაც წამყვანი როლი ეკავა ბანკის ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებულად გასვლაში - ეს იყო პირველი საწყისი საჯარო შეთავაზება კავკასიაში, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსდა. 2008 წელს ბატონი ენუქიძე დაინიშნა საქართველოს ბანკის საბჭოს თავმჯდომარედ და ბანკს უძღვებოდა საერთაშორისო და ლოკალური ფინანსური კრიზისი პერიოდში. თიბისი ბანკამდე, ბატონი ენუქიძე, ასევე, იყო Galt & Taggart Securities-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. დღეს ბატონი ენუქიძე, როგორც Nine Oaks Advisors-ის დამფუძნებელი, არის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის პროექტების ინვესტორი და ფინანსური მრჩეველი. 2011 წლიდან ის, ასევე, არის TMM Real Estate Development PLC – 2007 წლიდან გერმანიის საფონდი ბირჟაზე განთავსებული უკრაინული უძრავი ქონების განვითარების კომპანიის - სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი დირექტორის და აუდიტის კომიტეტის წევრი. ხოლო 2014 წლიდან არის სააქციო საზოგადოება კავკასიის მინერალების სამეთვალყურე საბჭოს თავმჯდომარე. ბატონი ენუქიძე დაიბადა და გაიზარდა თბილისში, არის საქართველოს და დიდი ბრიტანეთის მოქალაქე. ბატონი ენუქიძე სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრად დაინიშნა 2013 წელს. სრულად ნახვა დახურვა
  • ნიკოლას დომინიკ ჰააგი

    სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი

    ბატონმა ჰააგმა 1980 წელს მიიღო ბაკალავრის დიპლომი ოქსფორდის უნივერსიტეტში, გეოგრაფიის განხრით. ბატონ ჰააგს ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში მუშაობის 32 წლიანი გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით ხაზგასასმელია მისი გამოცდილება კერძო კაპიტალის ბაზრებში. 1980-1987 წლებში ის მუშაობდა Barclays Bank-ში კაპიტალის ბაზრებისა და პროექტების დაფინანსების მიმართულებით, იყო Barclays de Zoete Wedd-ის (BZW) ხელმძღვანელი; ის ათი წელი, 1989-1999 წლებში მუშაობდა Banque Paribas-ს კაპიტალის ბაზრების მიმართულებაში, თავიდან იყო გლობალური კერძო კაპიტალის ბაზრების ხელმძღვანელის მოადგილე, მოგვიანებით კი გახდა უფროსი ბანკირი და ევროპის კლიენტების მომსახურების ხელმძღვანელი; 1999-2001 წლებში მუშაობდა ING Barings-ში ტექნოლოგიური ბანკინგის ჯგუფის მმართველ დირექტორად და გლობალურად ხელმძღვანელად; 2001-2007 წლებში იყო ლონდონში ABN AMRO-ს ტექნოლოგიური ბანკინგის გლობალური ხელმძღვანელი, გლობალური ნდობის მართვის კომიტეტის წევრი და უფროსი საკრედიტო კომიტეტის წევრი; 2008-2012 წლებში იყო Royal Bank of Scotland-ის და RBS Hoare Govett-ის მმართველი დირექტორი, ლონდონის კერძო კაპიტალის ბაზრების ხელმძღვანელი, გლობალური კერძო კაპიტალის მოზიდვის მართვის კომიტეტის წევრი. 2012 წლიდან არის მოსკოვის კრედიტ ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის უფროსი დამოუკიდებელი მრჩეველი, ხოლო 2013 წლიდან - მოსკოვის კრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ფინანსური კონსულტანტი კაპიტალის მოზიდვისა და სააქციო კაპიტალის გაცვლის მიმართულებით. 2012 წლიდან არის საკუთარი საკონსულტაციო კომპანიის Nicdom Limited -ის დირექტორი. ბატონი ჰააგი სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა 2013 წელს. სრულად ნახვა დახურვა
  • მარია ლუიზა ჩიკონიანი

    სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი

    მარია ლუიზა ჩიკონიანმა 1987 წელს დაამთავრა ბოკონის უნივერსიტეტი ბიზნესისა და ადმინისტრაციის მიმართულებით. მას ასევე აქვს მიღებული იაპონიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი იაპონიის ეკონომიკისა და ბიზნესის სპეციალობით. ქალბატონმა ჩიკონიანმა საკმაოდ მდიდარი გამოცდილება შეიძინა საბანკო საქმისა და კორპორატიული მმართველობის სფეროში. 1993-2005 წლებში ის მუშაობდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში (ლონდონი, გაერთიანებული სამეფო). ამის შემდეგ კი, 2005-2006 წლებში, იგი გახლდათ ფინანსური ინსტიტუტების დირექტორი მერილ ლინჩში. 2006-2008 წლებში კი - რენესანსის კაპიტალის მმართველი დირექტორი ლონდონსა და მოსკოვში. რენესანსის კაპიტალში ის ხელმძღვანელობდა ბანკირთა ჯგუფს აფრიკასა და დსთ-ს ქვეყნებში FIG (ფინანსური ინსტიტუტების სექტორის) განსავითარებლად. ჩიკონიანმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა FIG-ის ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნის, ანალიზისა და დამუშავების საქმეში, ასევე აფრიკაში FIG-ის საინვესტიციო პორტფელის მონიტორინგის თვალსაზრისით. 2008-2014 წლებში მარია ლუიზა იყო მედიობანკას (ლონდონის ფილიალის) მმართველი დირექტორი. მის ფუნქციებში შედიოდა განვითარებად ბაზრებზე შერწყმისა და შესყიდვების თემაზე საკონსულტაციო მომსახურების დანერგვა და იქ არსებული კლიენტების მოზიდვა. ის დახმარებას უწევდა ასევე შერწყმისა და შესყიდვების კორპორატული ფინანსების გუნდებს. იგი კურირებდა იტალიელი კლიეტებისათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევისა და მათთვის უცხოელი ინვესტორების მოძიების მიმართულებას, როდესაც კლიენტებს იტალიის ფარგლებს გარეთ სურდათ საქმიანობების გაფართოვება. 2014-2016 წლებში მარია ლუიზა ჩიკონიანი გახლდათ შპს აზიმუტ გლობალ ქაუნსილინგისა (იტალია) და აზიმუტ ინთერნეშენელ ჰოლდინგის (ლუქსემბურგი) საბჭოს არა აღმასრულებელი წევრი. 2015 წლიდან ქალბატონი ჩიკონიანი შეუერთდა არაფა ჰოლდინგს (ეგვიპტე) საბჭოს არა აღმასრულებელი წევრის სტატუსით და იგი გახდა საბჭოს ექსპერტი ბერდის ჯგუფში (გაერთიანებული სამეფო), არაფა ჰოლდინგის ფილიალში (წარმოდგენილია კაიროს საფონდო ბირჟის ლისტინგში). მარია ლუიზა ამჟამად არის კომპანიის Möbius Investment Trust თავმჯდომარე. 2018 წლის სექტემბერში ქალბატონი ჩიკონიანი დაინიშნა სს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად. სრულად ნახვა დახურვა
  • ცირა კემულარია

    სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი

    ცირა კემულარიამ 1999 წელს დაამთავრა ლუიზიანას შტატის უნივერსიტეტი საერთაშორისო ვაჭრობისა და ფინანსების სპეციალობით. ქალბატონ ცირას აქვს 20 წლიანი გამოცდილება ფინანსური მომსახურებისა და რისკების მართვის სფეროებში. 1999 წლიდან 2005 წლამდე იგი სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა საბაზრო რისკების მართვის მიმართულებით შპს დაინეჯი (Dynegy Inc) და შპს შელ საერთაშორისო ვაჭრობის და ტრანსპორტის კომპანიაში (Shell International Trading and Shipping Ltd) ამერიკის შეერთებულ შტატებში და დიდ ბრიტანეთში. . 2005- 2008 წლებში ის მუშაობდა მენეჯერის თანამდებობაზე შელ ინთერნეშენელში (Shell International Inc), კორპორატიული ფინანსებისა და ხაზინის შერწყმისა და შესყიდვების სამსახურში დიდ ბრიტანეთში. 2008-2011 წლებში ის იყო კომერციული ფინანსური მენეჯერი, შელ ექსფლორეიშენისა და ფროდაქშენ სერვისების (Shell Exploration and Production B.V) შერწყმისა და შესყიდვების, ხაზინისა და კორპორატიული ფინანსების სამსახურებში მოსკოვში. ამის შემდეგ, 2011-2016 წლებში ის მუშაობდა შელ ვესტერნ საფლაის და თრეიდინგის (Shell Western Supply and Trading Ltd) ფინანსურ მენეჯერად კარიბის კუნძულ ბარბადოსში 2016 წელს კი ქალბატონი ცირა კემულარია დაწინაურდა შელის საპენსიო ფონდების სტრატეგიისა და სტანდარტების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე შპს შელ ინთერნეშენელში (Shell International Ltd) დიდ ბრიტანეთში. 2006-2010 წლებში ცირა კემულარია იყო ბრიტანულ-ქართული საზოგადოების საბჭოს წევრი. 2011 წელს ის შეუერთდა შელ ვესტერნ საფლაისა და თრეიდინგის საბჭოს. ის ასევე არის შპს ბრიტანული გაზის გენერალური პარტნიორისა და შპს ბრიტანული გაზის ტრასთიი სოლუშენის საბჭოს წევრი. 2016 წლიდან ცირა კემულარია გახლავთ შპს ბრიტანული გაზის ფენშენ თრასთიის დირექტორი. ცირა კემულარია არის გაერთიანებულ სამეფოში, ლონდონში, დირექტორთა ინსტიტუტის (Institute of Directors) წევრი და ამჟამად სწავლობს აკრედიტებული დირექტორის პროგრამაზე. 2018 წლის სექტემბერში ცირა კემულარია დაინიშნა სს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად. სრულად ნახვა დახურვა