ჩვენ შესახებ

საუკეთესო საერთაშორისო  პრაქტიკის, ბაზელის კომიტეტის მოთხოვნებისა და ბანკის განვითარების სამომავლო გეგმების გათვალისწინებით, თიბისი ბანკში სამეთვალყურეო საბჭოს ქვეშ შექმნილია შემდეგი კომიტეტები:.რისკების, ეთიკისა და შესაბამისობის კომიტეტი, ანაზღაურების კომიტეტი, კორპორაციული მართვის და ნომინაციის კომიტეტი და აუდიტის კომიტეტი.

ეს კომიტეტები ეხმარება სამეთვალყურეო საბჭოსა და ბანკს, სრულყოს ბანკის მმართველობის სტრუქტურები და პროცესები,  ურთიერთობა მენეჯმენტს, სამეთვალყურეო საბჭოს, აქციონერებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის. 


წევრები

  თავმჯდომარე     წევრი

 

წევრი აუდიტის კომიტეტი ანაზღაურების კომიტეტი კორპორაციული მართვის და ნომინაციის კომიტეტი რისკების, ეთიკისა და შესაბამისობის კომიტეტი
ბადრი ჯაფარიძე

 

 

 

ერიკ ჯ. რაჯენდრა
სტეფან ვილკე  
ნიკოლას დომინიკ ჰააგი  
ნიკოლოზ ენუქიძე
სტეფანო მარსალია  

აუდიტის კომიტეტი

საქართველოს საბანკო კანონმდებლობის თანახმად, ბანკებს მოეთხოვებათ, ჰყავდეთ აუდიტის კომიტეტი, რომელიც ხელს შეუწყობს შიდა აუდიტისა და გარე აუდიტორების საქმიანობას. აუდიტის კომიტეტი დაარსდა კანონის შესაბამისად და დამატებით გაიზიარა ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტის მიერ გამოცემული კორპორაციული მართვის გაძლიერების პრინციპები, ასევე, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. აუდიტის კომიტეტის წევრებს ნიშნავს სამეთვალყურეო საბჭო. 
 
აუდიტის კომიტეტზე უფლებამოსილება დელეგირებულია სამეთვალყურეო საბჭოს მიერ, ასევე, მისი უფლებამოსილება ცალსახად განსაზღვრულია კანომდებლობითს მიერ. აუდიტის კომიტეტის პასუხისმგებლობის არეალი და ფოკუსი მრავალმხრივია. მისი პირველი ამოცანაა უზრუნველყოს ბანკის ფინანსური ანგარიშგების უტყუარობა (სიზუსტე და  სისრულე), განსაკუთრებული ყურადღებით შეისწავლოს ის ადგილები, სადაც დიდია ანგარიშგების რისკი, ზედამხედველობა გაუწიოს სააღრიცხვო წესების სწორ ინტერპრეტაციას. ასევე, აუდიტის კომიტეტი ზედამხედველობას უწევს ბანკის შიდა კონტროლის სისტემებს, რომლებიც დაკავშირებულია ანგარიშგებასთან, თაღლითობასა და არსებულ წესებსა და რეგულაციებთან შესაბამისობასთან, ის ასევე აფასებს, რამდენად კომპეტენტურია მენეჯმენტი ამ თვალსაზრისით. კომიტეტი დიდწილად ეყრდნობა შიდა აუდიტს, რათა ობიექტურად და პროფესიონალიზმის ფარგლებში კრიტიკულად შეაფასონ თუ, როგორ უმკლავდება ბანკი ანგარიშგებისა და აღრიცხვის ძირითად ამოცანებს.

კომიტეტი,  იძლევა რეკომენდაციებს გარე აუდიტორების დანიშვნასა და მათ ანაზღაურებაზე, ასევე, ცდილობს, მაქსიმალურად ეფექტური გახადოს გარე აუდიტორებთან ურთიერთობა. 
 
აუდიტის კომიტეტი შედგება სამეთვალყურეო საბჭოს ხუთი წევრისგან.

კომიტეტის თავმჯდომარეა ნიკოლას დომინიკ ჰააგი. 
 
ქვემოთ მოცემულია კომიტეტის ამჟამინდელი შემადგენლობა:

 

სახელი თანამდებობა დანიშვნის წელი
ნიკოლას დომინიკ ჰააგი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 2013
ერიკ ჯ. რაჯენდრა სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 2012
ნიკოლოზ ენუქიძე სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 2014
სტეფანო მარსალია სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 2014
სტეფან ვილკე სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 2016
 

The Audit Committee Charter

Download

რისკის, ეთიკისა და შესაბამისობის კომიტეტი

რისკის, ეთიკისა და შესაბამისობის კომიტეტი პასუხისმგებელია ყველა იმ ქმედების განხილვაზე, შეფასებასა და მათზე რეკომენდაციის გაცემაზე, რომლებიც უნდა განახორციელოს სამეთვალყურეო საბჭომ თიბისი ბანკის რისკის მართვის სტრატეგიის, რისკის მადისა და რისკის ამტანობის, რისკის მართვის სისტემისა და რისკის პოლიტიკის მიმართულებით. გარდა ამისა, კომიტეტი განიხილავს და ამტკიცებს 20 ყველაზე მსხვილი მსესხებლის ჯგუფისა და იმ მსესხებლების საკრედიტო პროდუქტებს, რომელთა აგრეგირებული ვალდებულება თიბისი ბანკის წინაშე აღემატება  ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 5%. კომიტეტი ასევე ხელს უწყობს ბანკში ეთიკის უმაღლესი სტანდარტების დანერგვას

კომიტეტი შედგება სამეთვალყურეო საბჭოს ხუთი წევრისგან. წევრების სხდომა იმართება კვარტალში ერთხელ. თუ საჭიროა, კომიტეტი ნიშნავს დამატებით შეხვედრას კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით, მათ შორის იმ შეხვედრებს, რომლებიც იმართება სესხის დასამტკიცებლად.

კომიტეტის თავმჯდომარეა ნიკოლოზ ენუქიძე.

ქვემოთ მოცემულია კომიტეტის ამჟამინდელი შემადგენლობა:

სახელი თანამდებობა დანიშვნის წელი
ნიკოლოზ ენუქიძე სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 2013
ნიკოლას დომინიკ ჰააგი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 2013
ერიკ ჯ. რაჯენდრა სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 2016
სტეფანო მარსალია სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 2016
სტეფან ვილკე სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 2016

The Risks, Ethics and Compliance Committee Charter 

Download

ანაზღაურების კომიტეტი

ანაზღაურების კომიტეტი იხილავს და ამტკიცებს შეფასებისა და სამოტივაციო სისტემას სამეთვალყურეო საბჭოსთვის, დირექტორატისთვის, ბიზნეს სეგმენტების ხელმძღვანელებისა და ბანკის გარკვეული თანამშრომლებისთვის. ის ასევე იხილავს და სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს რეკომენდაციებს  ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის , ბიზნეს სეგმენტების ხელმძღვანელებისა და  გარკვეული თანამშრომლებისთვის საკომპენსაციო საკითხებზე.

კომიტეტი ამტკიცებს მენეჯმენტის გრძელვადიან სამოტივაციო პროგრამას და ხელს უწყობს მის განვითარებას.

ანაზღაურების კომიტეტი შედგება სამეთვალყურე საბჭოს ოთხი წევრისგან. წევრები ხვდებიან ყოველ კვარტალურად და საჭიროების შემთხვევაში ინიშნება დამატებითი შეხვედრები. კომიტეტს თავმჯდომარეობს სტეფანო მარსალია. 

ქვემოთ მოცემულია კომიტეტის ამჟამინდელი შემადგენლობა:

სახელი თანამდებობა დანიშვნის წელი
სტეფანო მარსალია სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 2016
ერიკ ჯ. რაჯენდრა სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 2015
ნიკოლას დომინიკ ჰააგი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 2013
ნიკოლოზ ენუქიძე დამოუკიდებელი წევრი 2013

The Remuneration Committee Charter 

Download

კორპორაციული მართვის და ნომინაციის კომიტეტი

კომიტეტი პასუხისმგებელია თიბისი ბანკში გამოსაყენებელი კორპორაციული მართვის პრინციპების და ინსტრუქციების შემუშავებაზე, ბანკის მმართველობითი პრაქტიკის საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებაზე, იმ კანდიდატების შერჩევა-შეფასებაზე, რომლებიც შესაძლოა გახდნენ სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის წევრები

კომიტეტი სამეთვალყურეო საბჭოს პერიოდულად აწვდის ინფორმაციებსა და რეკომენდაციებს შესაბასმისი სამართლებრივი რეგულაციების, მისი ცვლილებებისა  და საუკეთესო კორპორაციული პრაქტიკის შესახებ.
 
კორპორაციული მართვისა და ნომინაციის კომიტეტი შედგება ოთხი წევრისგან. წევრები იკრიბებიან ყოველ კვარტალურად და საჭიროებისამებრ, დამატებით შეხვედრასაც მართავენ. კომიტეტის თავმჯდომარეა ერიკ ჯ. რაჯენდრა. 

ქვემოთ მოცემულია კომიტეტის ამჟამინდელი შემადგენლობა:

სახელი თანამდებობა დანიშვნის წელი
ერიკ ჯ. რაჯენდრა სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 2012
ბადრი ჯაფარიძე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე 2012
სტეფან ვილკე სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 2016
ნიკოლოზ ენუქიძე სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 2013

The Corporate Governance and Nomination Committee Charter 

Download