გამოიყენე ახალი შესაძლებლობა და მოიწყვე შვებულება შენს სესხზე. ბანკი გაძლევს შესაძლებლობას კალენდარულ წელიწადში ერთხელ ჩააგდო შენი სესხის შენატანი.

  • გადახდის გადავადება შესაძლებელია კალენდარულ წელიწადში ერთხელ;
  • იმისათვის რომ მსესხებელმა ისარგებლოს ამ აქციით, მას აუცილებელია მიმდინარე სესხზე  განხორციელებული ქონდეს გრაფიკის შესაბამისად 6 გადახდა;
  • მსესხებლის მიერ განხორციელებულ თვის გადავადებებს შორის აუცილებელია იყოს მინიმუმ სამი გადახდა გრაფიკის შესაბამისად;
  • შენატანის გადავადების უფლება ვრცელდება კრედიტის ძირზე და დარიცხულ პროცენტზე;
  • შენატანის გადავადების შემთხვევაში კლიენტის სესხის ვადა არ იცვლება ან გრაფიკის ვადა შეიცვლება და გაიზრდება ერთი თვით;

 იმისათვის რომ მსესხებელმა ისარგებლოს გადახდის გამოტოვების უფლებით, აუცილებელია:

  • მიმართოს თიბისი ბანკის მომსახურე ფილიალს;
  • შენატანის გადავადებამდე 5 კალენდარული დღით ადრე უნდა მოახდინოს ბანკის ინფორმირება თვის ჩაგდებასთან დაკავშირებით;

გადავადების საკომისიო შეადგენს სესხის ნაშთის 0,1%-ს მინ: 30 ლარს - მაქს: 200 ლარს; აშშ დოლარი/ევრო - 0,1% მინ:15 მაქს: 100.