სესხი როცა გინდა

აიღე სესხი 2 წუთში ონლაინ

20%-მდე ფასდაკლებით. ეფექტური 15.5%-დან, წინსწრების საკომისიოს გარეშე

სესხის მოთხოვნა
სესხის კალკულატორი

მიახლოებით განსაზღვრე სესხის ოდენობა, ვადა და ყოველთვიურად გადასახდელი თანხა სიმულაციური კალკულატორის საშუალებით

  • სესხის თანხის მიხედვით
  • შემოსავლის მიხედვით

ყოველთვიური შენატანი

0D
თანხა D
საპროცენტო განაკვეთი 12.5%-დან
ვადა თვე
ეფექტური პროცენტი 15.5%-დან
;

გადმოიტანე, გააერთიანე, გადაიხადე ნაკლები

სესხის რეფინანსირება ნიშნავს შენი მიმდინარე სესხის პირობების გაუმჯობესებას ან ახალი სესხის აღებას ძველი სესხის (ან სესხების) გადასაფარად

სესხის მოთხოვნა

როგორ ვისარგებლო რეფინანსირებით?

  • მოითხოვე სესხი
  • გაიარე ავტორიზაცია
  • დაელოდე სესხის დამტკიცებას
  • აირჩიე შეთავაზება "გადაფარე სხვა სესხები და მიიღე მეტი თანხა"
  • მიჰყევი პროცესს ბოლომდე

სესხი საზღვარგარეთ დასაქმებულებისთვის

სესხი ემიგრანტებისთვის

მოითხოვე თანხა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

გაიგე მეტი

რა უნდა იცოდე?

დეტალურად
100 - 80,000 ლარი
სესხის ლიმიტი
3 - 48 თვე
სესხის ვადა
12.5%-დან
საპროცენტო განაკვეთი
15.5%-დან
ეფექტური პროცენტი
დეტალური ინფორმაცია
ანგარიშიდან გატანის საკომისიო
0% - 0.6% - ანგარიშის ტარიფის მიხედვით
გაცემის საკომისიო
2.5%-დან
პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის
20 ლარი ვადაგადაცილების პირველ დღეზე,დავალიანების თანხის 0. 5% ყოველდღიურად,არაუმეტეს კანონით განსაზღვრული მოთხოვნისა
სიცოცხლის დაზღვევა
სესხის ძირის 0.72%
სამომხმარებლო სესხის მისაღებად აუცილებელია სიცოცხლის დაზღვევა

ხშირად დასმული კითხვები

  • რა ტიპის სესხით სარგებლობაა შესაძლებელი ვებ-გვერდზე tbccredit.ge?
    ვებ-გვერდზე tbccredit.ge შესაძლებელია დისტანციური სამომხმარებლო სესხით და წინასწარ დამტკიცებული მარტივი სესხით სარგებლობა.
    • სამომხმარებლო სესხის განაცხადის შევსება შეუძლია ყველას, ვინც არის თიბისი ბანკის ან სხვა ბანკის სახელფასო კლიენტი, არის თვითდასაქმებული ან საზღვარგარეთიდან გზავნილებს იღებს.
    • წინასწარ დამტკიცებული სესხის შეთავაზება მხოლოდ მათ გამოუჩნდებათ, ვისთვისაც წინასწარ მოხდა ლიმიტის დამტკიცება. აღნიშნული სესხი მხოლოდ თიბისი ბანკის სახელფასო კლიენტებისთვისაა ხელმისაწვდომი
  • რა კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყოფილებდე tbccredit.ge-დან სესხის ასაღებად?
    tbccredit.ge-დან სესხის აღება შეუძლია 18-დან 62 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არის თიბისი ბანკის მომხმარებელი, ანუ აქვს ნებისმიერი ტიპის ანგარიში, ანაბარი, განვადება ან სესხი თიბისი ბანკში.
  • რა ტიპის შემოსავალი უნდა მქონდეს, tbccredit.ge-დან სესხის ასაღებად?
    იმისთვის, რომ ვებ-გვერდიდან tbccredit.ge აიღო დისტანციური სამომხმარებლო სესხი საჭიროა გქონდეს შემოსავალი. შემოსავლად ითვლება:
    • ხელფასი, რომელიც ირიცხება თიბისი ბანკში ან ნებისმიერ სხვა ბანკში
    • შემოსავალი, რომელსაც იღებ ხელზე და რომლის დადასტურებაც შეგიძლია
    • გზავნილი, რომლის დადასტურებაც შესაძლებელია გზავნლის მიღების ქვითრებით
  • როგორ დავადასტურო ჩემი შემოსავალი?
    შემოსავლის დადასტურება ხდება იმის მიხედვით თუ რა ტიპის შემოსავალი აქვს მსესხებელს:
    • ხელფასი რომელიც ირიცხება ბანკში - დასადასტურებლად საჭიროა ბოლო 4 თვის სახელფასო ამონაწერი
    • შემოსავალი, რომელსაც იღებ ხელზე უნდა დაადასტურო ვიდეო ზარის ან საქმიანობის ადგილზე ვიზიტის საშუალებით
    • გზავნილი - საჭიროა ბოლო 6 თვის გზავნილის მიღების ამონაწერი ან ასევე ბოლო 6 თვის მანძილზე მიღებული გზავნილს მიღების ქვითრები
  • რა დრო სჭირდება სესხის დამტკიცებას?
    ვებ-გვერდზე განაცხადის შევსებას, სესხის მოთხოვნას და პასუხის გაგებას, დამტკიცდა თუ არა სესხი, სულ 2-3 წუთი სჭირდება. შემოსავლის დადასტურების დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის შემოსავლის დადასტურება ხდება. აქვე აუცილებელია იმ განყოფილების სამუშაო საათების გათვალისწინება, სადაც შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის განხილვა ხდება:
    • ორშაბათი - პარასკევი, დილის 10-დან საღამოს 8 საათამდე, შესაბამისად საღამოს 8 საათის შემდეგ გადმოგზავნილი დოკუმენტაციის განხილვა მოხდება მეორე დღეს დილის 10 საათიდან.
    • შაბათი - კვირა: დილის 12-დან საღამოს 8 საათამდე, შესაბამისად საღამოს 8 საათის შემდეგ გადმოგზავნილი დოკუმენტაციის განხილვა მოხდება მეორე დღეს 12 საათიდან.

    ყველა საჭირო პროცედურის გავლის შემდეგ, სესხი თქვენს ანგარიშზე მომენტალურად ჩაირიციხება.
  • რომელი სესხების გადაფარვას შეძლებ tbccredit-ზე?
    შენ შეგიძლია გადაფარო TBC და სხვა ბანკში არსებული არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხები, გარდა რესტრუქტურიზებული სესხებისა.
    • სესხების რეფინანსირების შემთხვევაში შესაძლებლობა გაქვს უფრო მეტი სესხის ლიმიტით ისარგებლო
დახმარება
ლიმიტზე მეტი თანხის მოთხოვნისთვის დაგვიტოვეთ ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით

მოითხოვე ზარი

დაგვიტოვე ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით

გაცნობებთ, რომ თიბისი ბანკი თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ ლეგიტიმური მიზნებით ამუშავებს, პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებით გთხოვთ გაეცნოთ პერსონალური მონაცემთა დაცვის პოლიტიკას.