დისტანციური მომსახურება

TBC Pass - ულიმიტო გადარიცხვები

ინტერნეტ, მობაილ და iPad ბანკში

 

TBC Pass კოდის გენერირება მარტივია!

  • გახსენით TBC Pass აპლიკაცია და შეიყვანეთ პინ კოდი;
  • ეკრანზე გამოჩენილი დიჯიპას კოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ ტრანზაქციის დასაავტორიზებლად.

 

TBC Pass აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია თიბისი ბანკის ინტერენტ ბანკზე დარეგისტრირებულ ნებისმიერ პირს.
TBC Pass აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია საქართველოში და საზღვარგარეთ როუმინგის ჩართვის გარეშე - თქვენ მხოლოდ ინტერნეტი დაგჭირდებათ.

 

TBC Pass აპლიკაცია შეიძლება დაყენდეს iPhone-ებზე და Android-ებზე.

ჩამოტვირთეთ TBC Pass აპლიკაცია ახლავე!

 

TBC Pass აპლიკაცია ასევე ხელმისაწვდომია Amazon Appstore-ზე    BlackBerry OS 10.3.1 ოპერაციული სისტემის ტელფონებისთვის

Product img

ჩამოტვირთეთ

App Store-დან


ჩამოტვირთეთ

Google Play-დან

ტარიფები

TBC Pass აპლიკაციის პირველადი რეგისტრაციი საფასურია 10 ლარი.

აპლიკაციას არ აქვს სხვა დამატებითი საკომისიო.  აპლიკაციის განმეორებითი ინსტალაციის შემთხვევაში ხელახალი რეგისტრაცია უფასოა.

ხშირად დასმული კითხვები

რომელი მობილური ტელეფონებისთვისაა თავსებადი TBC Pass აპლიკაცია?
აპლიკაცია თავსებადია შემდეგი თაობის ტელეფონებთან:

  • iPhone ყველა იმ მოდელზე, რომლის მინიმალური iOS ვერსია არის 8.0 და ზევით;
  • Android-ების ყველა იმ მოდელზე, რომლის Android OS ვერსია  არის 4.0 და ზევით;

როგორ დავაყენო TBC Pass აპლიკაცია iPhone-ში?
iPhone-ებში TBC Pass აპლიკაციის დასაყენებლად საჭიროა მისი გადმოტვირთვა App Store-დან. ამისათვის პირველ რიგში საჭიროა თქვენ დარეგისტრირებული იყოთ App Store-ის მომხმარებლად, ანუ გქონდეთ Apple ID. აპლიკაცია განთავსებულია App Store-ის ფინანსების კატეგორიაში სახელით TBC Pass. აპლიკაციის ჩამოწერა შესაძლებელია ნებისმიერი ქვეყნის App Store-დან უფასოდ.
 

როგორ დავაყენო TBC Pass  აპლიკაცია Android-ში?
Android საოპერაციო სისტემაზე მომუშავე ტელეფონებში აპლიკაციის დასაყენებლად საჭიროა მისი გადმოტვირთვა Google Play-დან. ამისათვის საჭიროა კლიენტი დარეგისტრირებული იყოს Google Play-ის მომხმარებლად. აპლიკაცია განთავსებულია Google Play-ის ფინანსების კატეგორიაში სახელით TBC Pass. მისი ჩამოტვირთვა უფასოა.
 

როგორ გავააქტიურო TBC Pass აპლიკაცია?
აპლიკაციის ჩამოტვირთვის შემდეგ მისი გააქტიურება შესაძლებელია ფილიალში ან ქოლცენტრის მეშვეობით. 
ბანკის ოპერატორი მოგაწვდით/გამოგიგზავნით აქტივაციისათვის აუცილებელ კოდს, რომელიც უნდა შეიყვანოთ აპლიკაციის შესაბამის ველში. ხოლო ბანკში დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მიიღებთ პინ-კოდს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ TBC Pass აპლიკაციის გააქტიურებისთვის აუცილებელია ინტერნეტ კავშირი (მობილური ინტერნეტის ან WiFi-ს მეშვეობით).
 

შესაძლებელია თუ არა ერთი აპლიკაციით რამდენიმე მომხმარებლის გადარიცხვების ავტორიზაცია?
დიახ, შესაძლებელია. თუ თქვენ TBC Pass გჭირდებათ როგორც ფიზიკურ პირს და იმავდროულად როგორც იურიდიულ პირს, შესაძლებლობა გაქვთ ერთ აპლიკაციაში იქონიოთ რამოდენიმე TBC Pass-ი.
 

როგორ დავამატო ახალი TBC Pass-ი?
ახალი TBC Pass-ის დასამატებლად უნდა მოხვიდეთ ფილიალში ან დაგვიკავშირდეთ ქოლცენტრში. ოპერატორი მოგაწვდით/გამოგიგზავნით აქტივაციის ახალ კოდს, რომელსაც შეიყვანთ TBC Pass-ის დამატების გვერდზე შესაბამის ველში პარამეტრების მენიუდან.

როგორ დავრეგისტრირდე?

ონლაინ რეგისტრაცია

ამ ეტაპზე ონლაინრეგისტრაცია შეუძლებელია. გთხოვთ, დაგვირეკოთ ან ეწვიოთ ერთ-ერთ ფილიალს.

(+995 32) 227 27 27

დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ან დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით

ეწვიეთ ფილიალს

დარეგისტრირდით უახლოეს ფილიალში.
დარეგისტრირდით
დამირეკეთ
მოძებნეთ
გმადლობთ დაკავშირებისთვის
ჩვენ დაგირეკავთ მაქსიმალურად სწრაფად
$Apply_notification_title.getData()
$Apply_notification_text.getData()