ჩემი ბიზნესისთვის

TBC Digipass - ულიმიტო გადარიცხვები

ინტერნეტ, მობიალ და iPad ბანკში

 

დიჯიპას კოდის გენერირება მარტივია!

  • გახსენით TBC Digipass აპლიკაცია და შეიყვანეთ პინ კოდი;
  • ეკრანზე გამოჩენილი დიჯიპას კოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ ტრანზაქციის დასაავტორიზებლად.

 

TBC Digipass აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია თიბისი ბანკის ინტერენტ ბანკზე დარეგისტრირებულ ნებისმიერ პირს.
TBC Digipass აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია საქართველოში და საზღვარგარეთ როუმინგის ჩართვის გარეშე - თქვენ მხოლოდ ინტერნეტი დაგჭირდებათ.

 

TBC Digipass აპლიკაცია შეიძლება დაყენდეს iPhone-ებზე და Android-ებზე.

ჩამოტვირთეთ TBC Digipass აპლიკაცია ახლავე!

 

Product img

ჩამოტვირთეთ

App Store-დან


ჩამოტვირთეთ

Google Play-დან

ტარიფები

TBC Digipass აპლიკაციის პირველადი რეგისტრაციის საფასურია 20 ლარი.

სტარტაპებისთვის - უფასო.

 

აპლიაკაციას არ აქვს სხვა დამატებითი საკომისიო.  აპლიკაციის განმეორებითი ინსტალაციის შემთხვევაში ხელახალი რეგისტრაცია უფასოა.

 

იმ შემთხვევაში, თუ TBC Digipass აპლიკაციის საშუალებით, მისი რეგისტრაციიდან 6 თვის ვადაში არ განახორციელებთ აქტიურ ოპერაციას (არ დაადასტურებთ ტრანზაქციას), განხორციელდება მისი გაუქმება (დეაქტივაცია). ამასთან, აღნიშნულ შემთხვევაში, აპლიკაციის რეგისტრაციის დროს მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხები, არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

ხშირად დასმული კითხვები

რომელი მობილური ტელეფონებისთვისაა თავსებადი TBC Digipass აპლიკაცია?
აპლიკაცია თავსებადია შემდეგი თაობის ტელეფონებთან:

  • iPhone 3GS, 4, 4S, 5, 5C and 5S (iOS ვერსია 4.1 და ახლები);
  • Android-ები (Android OS ვერსია  2.2 და 4.0 და ახლები);
  • ეკრანის ზომა: 720x1280, 480x800, 480x640, 320x480 პიქსელი

 

როგორ დავაყენო TBC Digipass აპლიკაცია iPhone-ში?
iPhone-ებში TBC Digipass აპლიკაციის დასაყენებლად საჭიროა მისი გადმოტვირთვა App Store-დან. ამისათვის პირველ რიგში საჭიროა თქვენ დარეგისტრირებული იყოთ App Store-ის მომხმარებლად, ანუ გქონდეთ Apple ID. აპლიკაცია განთავსებულია App Store-ის ფინანსების კატეგორიაში სახელით TBC Digipass. აპლიკაციის ჩამოწერა შესაძლებელია ნებისმიერი ქვეყნის App Store-დან უფასოდ.

 

როგორ დავაყენო TBC Digipass  აპლიკაცია Android-ში?
Android საოპერაციო სისტემაზე მომუშავე ტელეფონებში აპლიკაციის დასაყენებლად საჭიროა მისი გადმოტვირთვა Google Play-დან. ამისათვის საჭიროა კლიენტი დარეგისტრირებული იყოს Google Play-ის მომხმარებლად. აპლიკაცია განთავსებულია Google Play-ის ფინანსების კატეგორიაში სახელით TBC Digipass. მისი ჩამოტვირთვა უფასოა.

 

როგორ გავააქტიურო TBC Digipass აპლიკაცია?
აპლიკაციის ჩამოტვირთვის შემდეგ მისი გააქტიურება შესაძლებელია ფილიალში ან ქოლცენტრის მეშვეობით. 
ბანკის ოპერატორი მოგაწვდით/გამოგიგზავნით აქტივაციისათვის აუცილებელ კოდს, რომელიც უნდა შეიყვანოთ აპლიკაციის შესაბამის ველში. ხოლო ბანკში დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მიიღებთ პინ-კოდს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დიჯიპას აპლიკაციის გააქტიურებისთვის აუცილებელია ინტერნეტ კავშირი (მობილური ინტერნეტის ან WiFi-ს მეშვეობით).

 

შესაძლებელია თუ არა ერთი აპლიკაციით რამდენიმე მომხმარებლის გადარიცხვების ავტორიზაცია?
დიახ, შესაძლებელია. თუ თქვენ დიჯიპასი გჭირდებათ როგორც ფიზიკურ პირს და იმავდროულად როგორც იურიდიულ პირს, შესაძლებლობა გაქვთ ერთ აპლიკაციაში იქონიოთ რამოდენიმე დიჯიპასი. 

 

როგორ დავამატო ახალი Digipass-ი?
ახალი Digipass-ის დასამატებლად უნდა მოხვიდეთ ფილიალში ან დაგვიკავშრდეთ ქოლცენტრში. ოპერატორი მოგაწვდით/გამოგიგზავნით ახალ აქტივაციის კოდს, რომელსაც შეიყვანთ Digipass-ის დამატების გვერდზე შესაბამის ველში პარამეტრების მენიუდან

როგორ დავრეგისტრირდე?

ონლაინ რეგისტრაცია

ამ ეტაპზე ონლაინრეგისტრაცია შეუძლებელია. გთხოვთ, დაგვირეკოთ ან ეწვიოთ ერთ-ერთ ფილიალს.

(+995 32) 227 27 27

დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ან დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდები

ეწვიეთ ფილიალს

დარეგისტრირდით უახლოეს ფილიალში.
დარეგისტრირდით
დამირეკეთ
მოძებნეთ
გმადლობთ დაკავშირებისთვის
ჩვენ დაგირეკავთ მაქსიმალურად სწრაფად
$Apply_notification_title.getData()
$Apply_notification_text.getData()