ჩვენ შესახებ

თანხის განაღდების განახლებული ტარიფები კონცეპტ კლიენტებისთვის

 

გაცნობებთ, რომ იცვლება ანგარიშებიდან თანხის გატანის საკომისიო.
კონცეპტ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული პირობები გთხოვთ,იხილოთ ბმულზე.


გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით.

3 და 8 მარტი - დასვენების დღეები

 

გამარჯობა,

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 3 და 8 მარტი დასვენების დღეებია ჩვენი ფილიალებისთვის.

სერვის ცენტრების მუშაობის განრიგი იხილეთ ბმულზე.

გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით.


თიბისი

იურიდიული პირის ანგარიშზე თანხის შეტანის საკომისიო

 

იურიდიული პირის ანგარიშზე, თიბისის ფილიალებში/სერვისცენტრებში 1500 ლარამდე თანხის შეტანის საკომისიოა 1 ლარია. ამ სერვისის უფასოდ მიიღებთ თიბისი ფეის აპარატებით (მათ შორის თიბისის ფილიალებში/სერვისცენტრებში განთავსებული აპარატებით), სადაც 3000 ლარამდე თანხას იურიდიული პირის ანგარიშზე საკომისიოს გარეშე შეიტანთ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებით

 

გაცნობებთ, რომ ბანკის შიდა პოლიტიკით დაუშვებელია სანქცირებულ ქვეყნებთან, მათ შორის, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან პირდაპირ/ირიბად დაკავშირებული ტრანზაქციების შესრულება, რაც ასევე გულისხმობს ამავე ქვეყნის ტერიტორიის გავლით და/ან  ირანში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებით (საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო, სარკინიგზო) ტვირთების ტრანსპორტირებას, ან იმგვარ ტვირთებთან/გადაზიდვებთან დაკავშირებულ ანგარიშსწორებას, სადაც საქონლის წარმოშობის ან ტრანსპორტირების ქვეყანა არის ირანი, ან სხვა სანქცირებული ქვეყანა. ბანკი იტოვებს უფლებას ზემო აღნიშნული ტრანზაქციის გამოვლენის შემთხვევაში, წინასწარი შეტყობინების გარეშე დახუროს მომხმარებლის ანგარიშები.

იხილეთ სრულად.

Libor-ის ინდექსი უქმდება - რა უნდა ვიცოდეთ

 

2021 წლის 05 მარტს „დიდი ბრიტანეთის ფინანსური ზედამხედველობის სააგენტომ" („FCA") დაადასტურა თარიღები, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საჯარო ინდექსი LIBOR-ი (London Interbank Offered Rate) შეწყვეტს არსებობას და აღარ მოხდება მისი გამოქვეყნება.
LIBOR-ი, რომელსაც მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში მოქმედი ბანკები საპროცენტო განაკვეთების დაანგარიშებისას იყენებენ, ჩანაცვლდება მსგავსი საჯარო ინდექსით - Term SOFR (The Secured Overnight Financing Rate), რომელიც არის უფრო გამჭვირვალე და ლიკვიდური, უკეთესად აკმაყოფილებს მარეგულირებლის, ასევე, საბაზრო მოთხოვნებს და მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლების ინტერესებზე.

Find out more.

რუსეთის ფედერაციასთან იმპორტ-ექსპორტის რეგულაციებისა და შეზღუდვების შესახებ

 

გთხოვთ, გაეცნოთ მნიშვნელოვან ინფორმაციას რუსეთის ფედერაციასთან იმპორტ-ექსპორტის რეგულაციებისა და შეზღუდვების შესახებ. 

იხილეთ სრულად.

ცვლილებები მომსახურების პროცესში

 

გამარჯობა,
 
გაცნობებთ, რომ 01.08.2022 წ.-დან  საბანკო სივრცეებში, მომსახურების პროცესში შევა რამდენიმე ცვლილება:
  1. საბანკო ოპერაციების განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ისეთი საბარათე ანგარიშ(ებ)ის გამოყენებით, რომელზეც მიბმული პლასტიკური ბარათ(ებ)ი არ არის ვადაგასული და/ან გაუქმებული. იმ საბარათე ანგარიშ(ებ)ზე, რომელიც მითითებულია, როგორც სესხ(ებ)ის დაფარვის ანგარიში, შეზღუდვა არ გავრცელდება.
  2. თუ თქვენ არ გაქვთ ბანკში გახსნილი საბანკო ანგარიშ(ებ)ი ან/და გაქვთ საბარათე ანგარიშ(ებ)ი, სატრანზიტო ანგარიშის გამოყენებით საბანკო ოპერაციებს განახორციელებთ ყველა ვალუტაში გარდა ლარი, აშშ დოლარი, ევრო და ფუნტი სტერლინგისა. 
  3. არამეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში,  მიმდინარე ანგარიშ(ებ)ის გახსნა  შესაძლებელი იქნება მხოლოდ საბარათე ანგარიშების ვალუტისაგან (ლარი, აშშ დოლარი, ევრო, ფუნტი სტერლინგი) განსხვავებულ ვალუტებში. მიმდინარე ანგარიშების ნაცვლად, შეგეძლებათ, ისარგებლოთ იმავე დანიშნულების მქონე საბარათე ანგარიშებით (ვალუტა: ლარი, აშშ დოლარი, ევრო, ფუნტი სტერლინგი).
 
გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით,
თიბისი 

სააკაძის მოედნის ს/ც-ს დახურვის შესახებ

ძვირფასო მომხმარებლებო,

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 8 მაისიდან სააკაძის მოედნის ს/ც წყვეტს ფუნქციონირებას.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.


თიბისი

 

თიბისი ბანკის ჯგუფის განცხადება

თიბისი ბანკის ჯგუფი (TBC PLC) ადასტურებს, რომ 24 ივლისს საქართველოს პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ჯგუფის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ მიიღეს გადაწყვეტილება დაეტოვებინათ დაკავებული თანამდებობები. ისინი ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რათა  მათ წინაშე წაყენებულმა ბრალდებებმა არ იქონიოს  გავლენა ჯგუფის საქმიანობაზე, ხოლო თავად კი, თავისუფლად შეძლონ დავის გაგრძელება.  

ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭო და მენეჯმენტი თავის მხრივ, მადლობას უხდის მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მათი უნიკალური როლისთვის, დაეარსებინათ თიბისი ბანკი რთულ 90-იან წლებში. ასევე, თავიანთი უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილისათვის ბანკის წარმატებით განვითარებაში და მის გადაქცევაში ერთ-ერთ უდიდეს და რესპექტაბელურ კომპანიად სამხრეთ კავკასიაში.

იხილეთ სრულად...

ცვლილებები ფულადი გზავნილების განაღდების პროცესში

 

გაცნობებთ, რომ 2022 წლის 4 ივლისიდან იცვლება რუსეთიდან გამოგზავნილი ფულადი გზავნილების საქართველოში განაღდების ლიმიტები. 
აღნიშნული ცვლილების ფარგლებში, მომხმარებელს შეუძლია, ერთჯერადად გაანაღდოს გზავნილი, რომლის მოცულობაც არ აღემატება: 2000 დოლარს/ევროს, 150 000 რუბლს ან 6000 ლარს. 


არარეზიდენტი ფიზიკური პირების განაცხადის საკომისიო

გაცნობებთ, რომ არარეზიდენტი ფიზიკური პირის საბანკო პროდუქტების რეგისტრაციის განაცხადის განხილვის საკომისიო შეადგენს 50 ლარს.

საკომისიო ვრცელდება ნებისმიერ არარეზიდენტ ფიზიკურ პირზე, რომელიც არ ფლობს ერთ აქტიურ ანგარიშს მაინც.

VISA და MASTERCARD წყვეტენ რუსეთის ფედერაციაში მოქმედი ფინანსური ინსტიტუტების მომსახურებას

გაცნობებთ, რომ Visa და Mastercard წყვეტენ რუსეთის ფედერაციაში მოქმედი ფინანსური ინსტიტუტების მომსახურებას. რუსეთის ტერიტორიაზე გაცემული ბარათები არ იმუშავებს საზღვარგარეთ. ამის შესახებ განცხადება კომპანიების წარმომადგენლებმა 2022 წლის 6 მარტს გააკეთეს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ეს გარემოება არარეზიდენტი პირების მომსახურებისას საქართველოში.

სახელმწიფო სოციალური დახმარების პროგრამის ხშირად დასმული კითხვები

კოვიდ 19 -ით გამოწვეული უმუშევრობისა და 18 წლამდე არასრულწლოვანი პირების სახელმწიფო სოციალური დახმარების თანხის ჩარიცხვები

გაიგე მეტი