თი ბოტი თავის მეგობრებს 1GB მობილური ინტერნეტით ასაჩუქრებს!

6 დეკემბრიდან დაიწყო აქცია თი ბოტის მეგობრებისთვის!

1GB მობილურ ინტერნეტს საჩუქრად მიიღებს ყველა,  ვინც Facebook-ში დაუმეგობრდება Ti Bot-ს და მესენჯერში მისი დახმარებით შეასრულებს ერთ-ერთ ტრანზაქციას:

  • შეივსებს მობილურის ბალანსს
  • ან გადაურიცხავს თანხას მეგობარს 

ვინ მიიღებს აქციაში მონაწილეობას?

  • აქციაში მონაწილეობას მიიღებს თიბისი ბანკის ფიზიკური პირი მომხმარებლები, რომლებიც დეკემბრის თვეში თი ბოტის დახმარებით შეასრულებენ მინიმუმ ერთ ტრანზაქციას.
  • აქციაში მონაწილეობას არ მიიღებენ  არარეზიდენტი კლიენტები.

როგორ ხდება საჩუქრის მიღება?

  • კლიენტი, რომელიც დააკმაყოფილებს აქციის პირობას, მიიღებს საჩუქრად 1GB მობილურ ინტერნეტს, საიდანაც 500 MB დაერიცხება საკუთარ ანგარიშზე, ხოლო დარჩენილი 500 MB  შეუძლია აჩუქოს მეგობარს Facebook მესენჯერის საშუალებით.
  • კლიენტს შესაძლებლობა აქვს საჩუქარი მიიღოს მხოლოდ ერთხელ, პირველი შესრულებული ტრანზაქციის შემდეგ.


დეტალური მაგალითი

  • ნინომ მიწერა თი ბოტს და მისი დახმარებით შეასრულა მობილური ბალანსის შევსება
  • თიმ ნინოს აჩუქა 1GB, საიდანაც 500 MB დაერიცხება ნინოს,  ხოლო დარჩენილი 500 MB საჭიროა ნინომ აჩუქოს მეგობარს.
  • ნინომ დარჩენილი საჩუქარი - 500MB  გაუგზავნა Facebook მესენჯერით მეგობარ გიორგის
  • გიორგიმ Facebook მესენჯერში მიიღო თიბოტისგან შეტყობინება, რომ ნინო უგზავნის საჩუქარად  500MB-ს.
  • საჩუქრის მისაღებად გიორგი აჭერს ღილაკს „საჩუქრის მიღებას" და შეყავს  მობილურის ნომერი, რომელზეც სურს დაერიცხოს MB-ები.

როდის დაირიცხება მოგებული MB მობილურზე?

მომხმარებელი საჩუქარს მიიღებს აქციის დაკმაყოფილების შემდეგ მეორე სამუშაო დღის ბოლომდე.

როგორ გაიგებს კლიენტი დაერიცხა თუ არა MB-ები?

მომხმარებელი თიბისი ბანკისგან მიიღებს მეგაბაიტების დარიცხვასთან დაკავშირებით სმს შეტყობინებას.