კარიერა თიბისი ბანკში

თიბისი ბანკი ბაზარზე ლიდერი კომპანიაა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი და საუკეთესო დამსაქმებელი. ბანკი მუდმივად მიისწრაფვის ინოვაციებისა და  განვითარებისაკენ.

ეჭვგარეშეა, რომ ის სთავაზობს საუკეთესო სამუშაო გარემოს მიზანმიმართულ და მოტივირებულ პროფესიონალებს. გუნდური მუშაობის უნარი თიბისი ბანკში განსაკუთრებულ შეფასებას იმსახურებს.


კომპენსაცია

კომპენსაცია. თიბისი ბანკი სთავაზობს კომპენსაციებისა და ბენეფიტების სრულ პაკეტს როგორც თბილისის, ასევე რეგიონალური ფილიალების თანამშრომლებს. ბენეფიტები განსაზღვრულია პოზიციებიდან გამომდინარე.

  • კონკურენტუნარიანი და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთები სამუშაოს საუკეთესოდ შესრულებისათვის
  • ბონუსების მოქნილი სისტემა სამუშაოს უმაღლესი ხარისხით შესრულებისათვის
  • სოციალური ბენეფიტები ხელშეკრულებით მომუშავე თანამშრომლებისათვის
  • წლიური შვებულება - ოფიციალური დასვენების დღეების გარდა თანამშრომელს შვებულებისათვის ეძლევა 24 სამუშაო დღე
  • სამედიცინო დაზღვევა ხელშეკრულებით მომუშავე თანამშრომლებისათვის
  • საპენსიო პროგრამა ხელშეკრულებით მომუშავე თანამშრომლებისათვის

კარიერული განვითარება

თიბისი ბანკი ხელს უწყობს თანამშრომლების ზრდასა და განვითარებას.
სხვადასხვა შიდა და გარე სასწავლო კურსების და ასევე საკვალიფიკაციო ტრეინინგების საშუალებით თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა.
 
ბანკს აქვს საკუთარი ტრეინინგ ცენტრი, რომელიც ატარებს სხვადასხვა ტრეინინგებს თავისი თანამშრომლებისათვის. პოზიციის მიუხედავად, მოლარეს, რისკების მენეჯერს, თუ იურისტს, თიბისი ბანკი სთავაზობს მრავალფეროვან წამახალისებელ შესაძლებლობებს.
 
რა თანამდებობაზეც არ უნდა მუშაობდეთ, თქვენი ცოდნა და გამოცდილება ყველა ეტაპზე დაფასდება.

შერჩევის პროცესი

ახალი თანამშრომლის შერჩევის პროცესი განსხვავდება იმის მიხედვით თუ რომელი პოზიციისთვის ხდება შერჩევა.
 
პროცესი შესაძლოა მოიცავდეს რამდენიმე სატელეფონო თუ პირად გასაუბრებას, წერილობით ტესტს.
 
საწყისი გასაუბრებისთვის შერჩეულ აპლიკანტებს მიეწოდებათ სრული ინფორმაცია ვაკანტური პოზიციისა და შერჩევის ეტაპების შესახებ. იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ჩვენ ვიტოვებთ მის რეზიუმეს მონაცემთა ბაზაში კიდევ 12 თვის განმავლობაში.