ზოგადი აღწერა

2018  წლის 5 ნოემბრიდან 2019 წლის 15 იანვრის ჩათვლით, გადაიხადე  სტუდენტური #შენიბარათით თიბისი ბანკის პოს ტერმინალებში (მინიმალური შესყიდვის მოცულობა 5 ლარი/ექვივალენტი) და ყოველ მე-10 გადახდაზე  დასაჩუქრდი  5 ლარით.

ვინ იღებს აქციაში მონაწილეობას?

  • აქციაში მონაწილეობას მიიღებენ არსებული სტუდენტური  #შენიბარათის მფლობელები და ის მომხმარებლები, რომლებიც  აქციის პერიოდში აიღებენ სტუდენტურ #შენბარათს;

როგორ ჩავერთო სტუდენტურ აქციაში?

  • აქციაში  ჩაერთვები ავტომატურად თუ გაქვს ან აიღებ სტუდენტურ #შენბარათს და ამ ბარათით  განახორციელებ ტრანზაქციებს თიბისი ბანკის  პოს ტერმინალებში;

როგორ ავიღო სტუდენტური #შენიბარათი?

  • თუ უკვე ხარ თიბისი ბანკის მომხმარებელი, სახლიდან გაუსვლელად შეავსე განაცხადი ამ ბმულზე.
  • თუ ჯერ არ ხარ თიბისი ბანკის მომხმარებელი, მიაკითხე უახლოეს ფილიალს და მომენტალურად მიიღე ბარათი ;

რა საჩუქარი შეიძლება მივიღო?

  • სტუდენტური #შენიბარათით განხორციელებულ ყოველ  მე-10 გადახდაზე  (მინიმალური შესყიდვის მოცულობა 5 ლარი/ექვივალენტი)მიიღებ Cash Back-ს  5 ლარის ოდენობით;

როგორ გავიგო, რომ დავსაჩუქრდი?

  • ყოველ მე-10 ტრანზაქციაზე  მიიღებ  სმს შეტყობინებას  საჩუქრად მიღებული თანხის შესახებ და თანხა ჩაგერიცხება მომენტალურად;

რა ნომერზე მივიღებ  სმს შეტყობინებას?

  • სმს შეტყობინებას დასაჩუქრების შესახებ მიიღებ ბანკში დაფიქსირებულ მობილურის ნომერზე;
  • თუ აქციის პერიოდში შეცვლი ნომერს, ეწვიე ბანკის ნებისმიერ ფილიალს და განაახლე ძველი ნომერი ახლით.

პირობების დეტალური აღწერა

  • 2018  წლის 5  ნოემბრიდან 2019 წლის 15 იანვრის  ჩათვლით;
  • აქციაში მონაწილეობას მიიღებს, მხოლოდ სტუდენტური #შენიბარათით თიბისი ბანკის პოს ტერმინალზე  განახორციელებული მინ. 5 ლარიანი(ექვივალენტი) ტრანზაქციები;
  • აუცილებელია ტრანზაქციები გატარდეს: მხოლოდ თიბისი ბანკის POS ტერმინალებში;

 შენიშვნა: ტრანზაქციად არ ჩაითვლება!

  • ონლაინ შესყიდვები/გადახდები
  • ერთსადაიმავე ტერმინალზე გატარებული ტრანზაქციები, რომელთა  შორის  დროის ინტერვალი 15 წუთზე ნაკლებია;
  • მინიმალური ტრანზაქციების რაოდენობა: საჩუქრის მისაღებად სტუდენტური #შენიბარათით უნდა შესრულდეს მინ. 5 ლარიანი(ექვივალენტი) შესყიდვა 10-ჯერ. დასაჩუქრდება ყოველი მე-10 ტრანზაქცია;
  • მინიმალური ტრანზაქციის თანხა, რომელიც მიიღებს მონაწილეობას აქციაში: 5 ლარი;
  • გადასაცემი  საჩუქარი: ყოველ  მე-10 გადახდაზე  5 ლარი;
  • ტრანზაქციებში არ ჩაითვლება: უკუგატარებები (რევერსალი-გადახდილი თანხის უკან დაბრუნება)
  • შემახსენებელი შეტყობინებები: მომხმარებელს შემახსენებელი SMS მიუვა ყველა ტრანზაქციის განხორციელებისას, ხოლო მე-10 მომგებიანი ტრანზაქციის შემდეგ სმს-ით შეიტყობს დასაჩუქრების შესახებ;
  • როდის ჩაირიცხება თანხა: გამარჯვებიდან მომენტალურად ან მაქსიმუმ მეორე  სამუშაო დღეს
  • რომელ ანგარიშზე ჩაირიცხება თანხა: თანხის ჩარიცხვა მოხდება იმავე ანგარიშზე, რომლიდანც შესრულდა გადახდა;

*საეჭვო გატარებების აღმოჩენის შემთხვევაში ბანკი იტოვებს უფლებას, კონკრეტულ მომხმარებელს შეუზღუდოს აქციაში მონაწილეობის უფლება