ზოგადი აღწერა

კლიენტს შეუძლია   ანგარიშიდან ფულადი სახსრების გასატანად გამოიყენოს ბანკისგან წინასწარ მიღებული სპეციალური ფორმის სალაროს გასავლის ორდერები.

  • სალაროს გასავლის ორდერს გააჩნია დამცავი ნიშნები;
  • სალაროს გასავლის გააჩნია უნიკალური სერია და ნომერი;
  • აკინძულია 25 ცალად – წიგნის ფორმით;

სალაროს გასავლის შევსების და გამოყენების წესი

სალაროს გასავლის ორდერის  შევსება ხდება კლიენტის მიერ: 

  • სალაროს  გასავლის ორდერის რეკვიზიტები  ივსება და ხელმოწერები სრულდება მელნიანი ან ბურთულიანი კალმით;
  • რეკვიზიტში „რიცხვი, თვე (სიტყვიერად) წელი" მიეთითება შევსების თარიღი.   სალაროს გასავლის ორდერის ძალაშია მისი გამოწერის დღიდან ექვსი თვის  განმავლობაში;
  • რეკვიზიტში „ანგარიშის ნომერი" მიეთითება კლიენტის (ანგარიშის მფლობელის) ის ანგარიში საიდანაც უნდა შესრულდეს გასავლის ოპერაცია.
  • რეკვიზიტში „ანგარიშის მფლობელი და მისი საიდენტიოფიკავიო ნომერი" მიეთითება კლიენტის დასახელება/სახელი და გვარი,  საიდენტიფიკავიო ნომერი/ პირადი ნომერი;
  • რეკვიზიტში „თანხა ციფრებით" მიეთითება მისაღები თანხა ციფრებით, სავალდებულოა თეთრებში მითითებლი იყოს 5-ის ჯერადი რიცხვი, რომელთა  წინ და შემდეგ არსებული თავისუფალი ადგილები იხაზება ორი ხაზით;  
  • რეკვიზიტში „თანხა სიტყვიერად" მიეთითება მისაღები თანხა სიტყვიერად;   
  • ვალუტის აღმნიშვნელ რეკვიზიტში მოინიშნება მისაღები ვალუტის შესაბამისი კოდი  GEEL, USD, EEUR ან აღნიშნული ვალუტებისგან განსხვავებული ვალუტის შემთხვევაში „სხვა ვალუტის" გრაფაში მიეთითება მისაღები კონკრეტული ვალუტის კოდი;
  • რეკვიზიტში „დანიშნულება" მიეთითება თანხის გატანის მიზნობრიობა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით;
  • „ანგარიშის მფლობელის აღნიშვნების" ველი მოწმდება ანგარიშის მფლობელის ბეჭდით (ასეთი არსებობის შემთხვევაში)  და ხელმოწერის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ხელმოწერებით;
  • „თანხის მიმღების" ველში მიეთითება თანხის მიმღები სახელი, გვარი და პირადი მომერი.  „ხელმოწერის" გრაფაში თანხის მიმღების ხელმოწერით დასტურდება  ბანკიდან თანხის მიღება; 
  • სალაროს გასავლის ორდერის ტექსტის გადასწორების, ასევე სხვადასხვა რეკვიზიტებს შორის („თანხა ციფრებით", „თანხა სიტყვებით" და „ვალუტა") შინაარსობრივი შეუსაბამობის შემთხვევაში სალაროს გასავლის ორდერი ითვლება გაუქმებულად;      
  • სალაროს გასავლის ორდერის „ყუას" ავსებს კლიენტი და მასში გადააქვს ძირითადი ნაწილის ანალოგიური ინფორმაცია;
  • ყუაზე „თანხის მიმღების" ხელმოწერით დასტურდება „თანხის მიმღებზე" სალაროს გასავლის ორდერის (ძირითადი ნაწილის) გადაცემა;  
  • ანგარიშის მფლობელი ვალდებულია თიბისი  ბანკში  ანგარიშის დახურვისას ბანკს დაუბრუნოს  გამოყენებული  სალაროს გასავლის ორდერები( ძირითადი  ნაწილი  ყუა);
  • სპეციალური ორდერის შევსების წესების დარღვევით შევსებული სპეციალური ორდერი ითვლება არასწორად შევსებულად. 
  • სპეციალური ორდერის არასწორად შევსების ან სპეციალური ორდერის ტექსტში რაიმე ცვლილების შეტანის შემთხვევაში, სპეციალური ორდერი ითვლება ძალადაკარგულად და ბანკს უფლება აქვს არ შეასრულოს კლიენტის ან სპეციალური ორდერის წარმომდგენის მოთხოვნა თანხის განაღდების შესახებ.
  •  იგივე წესი გამოიყენება, თუ სპეციალური ორდერი, ბანკის შეფასებით, დაზიანებულია.
  • ბანკს უფლება აქვს არ გასცეს თანხა, თუ სპეციალურ ორდერზე დაფიქსირებული ხელმოწერა არ ედრება კლიენტის ხელმოწერის ნიმუშს.

დამატებითი ინფორმაცია

სალაროს გასავლის ორდერი ინახება ანგარიშის განმკარგაველთან, რომელიც  ვალდებულია:
  • გაუფრთხილდეს სპეციალურ ორდერებს;
  • არ დაუშვას მათი შევსების გარეშე გადაცემა ნებისმიერი მესამე პირისთვის;
  • დაიცვას სპეციალური ორდერის შევსების წესები;
  • დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს სპეციალური ორდერ(ებ)ის დაკარგვის შესახებ.

ტარიფები

სალაროს გასვალის ორდერის ღირებულება  - 7 ლარი