თიბისი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს უერთდება

 

ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო ტრადიციას უერთდება და წელს პირველად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღეს აღნიშნავს, რომლის წლევანდელი სლოგანია - იცოდე შენი უფლებები - იყავი დაცული!

ინიციატივას თიბისიც შეუერთდა და კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებს  გაზრდილ საპროცენტო სარგებელს სთავაზობს. სპეციალური პირობებით სარგებლობა მომხმარებლებს 2021 წლის მარტის ბოლომდე შეეძლებათ, კერძოდ:

 მობაილ და ინტერნეტ ბანკში გახსნილ ნებისმიერ ვადიან ანაბარზე, ნებისმიერ ვალუტაში მომხმარებელი მიიღებს 0.3 %-ით მეტ სარგებელს.

*1,000 ერთეულით ანაბრის 12-თვიან პერიოდზე და სარგებლის ვადის ბოლოს მიღების პირობით გახსნის შემთხვევაში ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იქნება:

 

  • ლარი - 9.15% დან
  • დოლარი -1.65%-დან
  • ევრო - 0.75%-დან
  • ფუნტი - 1. 4% დან