Glovo-მ და თიბისიმ სამწლიანი ექსკლუზიური სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს. დიდი თანამშრომლობა ერთმანეთთან დააკავშირებს რეგიონის ორ უდიდეს მოთამაშეს - ერთი მხრივ წამყვან ფინანსურ ინსტიტუციასა და უდიდეს ტექ.კომპანია თიბისის და მეორე მხრივ, რეგიონში მიწოდების სერვისის ბაზარზე წამყვან მოთამაშესა და ყველაზე სწრაფად მზარდ სტარტაპს, გლოვოს. თიბისისა და Glovo-ს პარტნიორობის მიზანი ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა.
რას გულისხმობს პარტნიორობა?
თიბისის სერვისები Glovo-ს აპლიკაციაში საწყის ეტაპზე, Glovo-დან სამი სერვისის — თიბისი ნაკრების, თიბისი კონცეპტის ციფრული ნაკრებისა და თიბისი კრედიტის მიღებაა შესაძლებელი. თიბისი ნაკრები აერთიანებს შენზე მორგებულ საბანკო პროდუქტებს და საშუალებას გაძლევს, მარტივად მართო საკუთარი ფინანსები. 2, 5 ან 10 ლარიანი ნაკრები, საჭიროებების მიხედვით, აერთიანებს უფასო ციფრულ ბანკს, თანხის განაღდებას, კომუნალურ გადახდებს, დაზღვევასა და სხვა სერვისებს.
თიბისი კრედიტის დახმარებით კი სამომხმარებლო სესხის აღება დისტანციურად შეგიძლია შენზე მორგებული პირობებით. |
|