ბლუმბერგის კურსები და კონვერტაციის პირობები

საუკეთესო კურსები USD/GEL სავალუტო წყვილზე

  • კურსი განისაზღვრება Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბანკთაშორის ბაზარზე არსებული შესყიდვისა და გაყიდვის კურსებს შორის საუკეთესო წყვილის შერჩევით. კონვერტაციის განხორციელება შესაძლებელია ყოველ დღე 10:30-დან 12:00-მდე, შაბათ-კვირის გარდა;
  • აღნიშნული კურსებით სარგებლობა შესაძლებელია 500,000 ლარიდან 2,000,000 ლარამდე უნაღდო კონვერტაციის შემთხვევაში. აღნიშნული თანხობრივი ლიმიტიდან გადახრა, საჭიროებს დამატებით შეთანხმებას ხაზინასთან;
  • კონვერტაციაზე განაცხადის გამოგზავნა უნდა მოხდეს ბანკი კლიენტის ან ინტერნეტ ბანკის მეშვეობით. კონვერტაციის შესრულება ასევე შესაძლებელია ბანკის ფილიალში/სერვისცენტრში;
  • აღნიშნულ პროდუქტზე საკომისიოს დადგენა ხდება თიბისი ბანკის ხაზინასთან შეთანხმებით.

თიბისი ბანკის კურსები ძირითად სავალუტო წყვილებზე

  • კლიენტს შესაძლებლობა აქვს სავალუტო ოპერაციები შეასრულოს Bloomberg-ის ბანკთაშორის სავაჭრო სისტემაში არსებული თიბისი ბანკის მიმდინარე კურსით, ყოველ დღე 10:00-დან 17:00-მდე, შაბათ-კვირის გარდა;
  • ელექტრონული ფოსტით, კლიენტს დღის განმავლობაში ეგზავნება, USD/GEL სავალუტო წყვილზე თიბისი ბანკის მიმდინარე კურსები Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში;
  • აღნიშნული კურსებით სარგებლობა შესაძლებელია 500,000 ლარიდან 2,000,000 ლარამდე უნაღდო კონვერტაციის შემთხვევაში. თანხობრივი ლიმიტიდან გადახრა, საჭიროებს დამატებით შეთანხმებას ხაზინასთან;
  • კონვერტაციაზე განაცხადის გამოგზავნა უნდა მოხდეს ბანკი კლიენტის ან ინტერნეტ ბანკის მეშვეობით. კონვერტაციის შესრულება ასევე შესაძლებელია ბანკის ფილიალში/სერვისცენტრში.

 

კურსების სანახავად, გთხოვთ, იხილოთ ბმული.

ინდივიდუალური კურსები ყველა სავალუტო წყვილზე

  • კლიენტს შესაძლებლობა ეძლევა კონვერტაცია შეასრულოს მისთვის განკუთვნილი სპეც. კურსით. აღნიშნული კურსებით სარგებლობა შესაძლებელია ავტომატურად, ანგარიშებზე ვალუტის კონვერტაციის დროს, ყოველგვარი დამატებითი შეთანხმების გარეშე;
  • კლიენტისთვის განკუთვნილ ინდივიდუალურ კურსს განსაზღვრავს ხაზინის დეპარტამენტი კლიენტის საბანკო ტრანზაქციების ანალიზის საფუძველზე;
  • აღნიშნული კურსებით სარგებლობა შესაძლებელია 1000 ლარიდან 300,000 ლარამდე კონვერტაციებზე;
  • ინდივიდუალური კურსებით სარგებლობა უფასოა.

სავალუტო რისკის დაზღვევის ინსტრუმენტები

სავალუტო რისკის დაზღვევის ინსტრუმენტები საუკეთესო საშუალებაა თავი დაიზღვიოთ ვალუტის კურსის ცვალებადობით მიღებული ზარალისგან, უფრო ზუსტად დაგეგმოთ თქვენი ბიუჯეტი და მოახდინოთ პროდუქციის ფასწარმოქმნის ოპტიმიზაცია.

გთავაზობთ სპეციალურად შემუშავებულ ფინანსურ ინსტრუმენტებს, რომლებიც საშუალებას მოგცემთ თავი დაიზღვიოთ სავალუტო რისკისგან და მიიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება.

დეტალებისთვის გთხოვთ, იხილოთ სავალუტო რისკების დაზღვევის ინსტრუმენტები.

სავალუტო ფორვარდული კურსები

მოცემული ფორვარდული კურსები არის საორიენტაციო და საჭიროებს დამატებით შეთანხმებას ბანკის ხაზინასთან.
პირობებისთვის იხილეთ სავალუტო რისკის დაზღვევის ინსტრუმენტები

კურსების სანახავად, გთხოვთ, იხილოთ ბმული.

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შეძენა

აღწერა

"თიბისი ბანკი" თავის კლიენტებს სთავაზობს ლარით დენომინირებული სამთავრობო ფასიანი ქაღალდების (სახაზინო ვალდებულებები და სახაზინო ობლიგაციები) პირველად აუქციონზე შეძენის, ასევე მეორად ბაზარზე ყიდვისა და  გაყიდვის (იხ.ბმული) სერვისს.

კლიენტებს საშუალება აქვთ „თიბისი ბანკის" მეშვეობით წარადგინონ განაცხადები(*) ფასიანი ქაღალდების პირველად აუქციონზე მონაწილეობისთვის, რომელიც Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში იმართება.  
აუქციონების პერიოდულობა განისაზღვრება ფინანსთა სამინისტროს მიერ სამთავრობო ფასიანი ქაღალდების ემისიის წინასწარ განსაზღვრული კალენდრის მიხედვით (იხ.ბმული: www.mof.ge )

 

ტარიფები

მომსახურების ღირებულება შეადგენს განაცხადის 0.1%-ს ( მინ. 50 ლარი, მაქს 150 ლარი)  

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ „თიბისი ბანკის" ხაზინას: 
ტელ: + 995 032 2 27 27 28 (პირდაპირი)
ტელ: + 995 032 2 27 27 27, დამ. 1101,1108 
E-mail: treasury@tbcbank.com.ge
Reuters სადილინგო კოდი: TBCG
Bloomberg სადილინგო კოდი: TBCG

 

(*) 1 განაცხადის მინიმალური ოდენობა შეადგენს 1,000 ლარს.
კლიენტის განაცხადების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს აუქციონზე ემისირებული თანხის 50%-ს.