სასაჩუქრე ბარათი სავაჭრო ცენტრებისთვის

გაუკეთეთ საუკეთესო საჩუქარი თქვენს საყვარელ ადამიანებს!

  • სასაჩუქრე ბარათი შეგიძლიათ შეიძინოთ სავაჭრო ცენტრ East Point-ისა და City Mall-ის კლიენტთა მომსახურების ცენტრში;
  • ბარათზე შესაძლებელია 50-დან 500 ლარამდე თანხის ჩარიცხვა;
  • ბარათით სარგებლობის ვადა - თანხის ჩარიცხვიდან 12 თვე;
  • ბარათით გადახდა შესაძლებელია მხოლოდ იმ სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებულ POS ტერმინალებში, სადაც არის შეძენილი სასაჩუქრე ბარათი;

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბარათის სარგებლობის პერიოდში, მასზე ჩარიცხული თანხის განაღდება შეუძლებელია.


ხშირად დასმული კითხვები

1. რა არის „სასაჩუქრე ბარათი"?
„სასაჩუქრე ბარათი" არის არაპერსონიფიცირებული, წინასწარი გადახდის პლასტიკური ბარათი,  რომელზეც შესაძლებელია  50-დან 500 ლარის ფარგლებში თანხის განთავსება ერთჯერადი ჩარიცხვით ("non_relaodable") და შემდგომბში ბარათით POS გადახდების განხორციელება.
 
2. ვის შეუძლია შეიძინოს „სასაჩუქრე ბარათი"?
ბარათის შეძენა შეუძლია ნებისმიერ რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ პირს. ბარათის შესაძენად არ არის საჭირო ბანკის კლიენტად რეგისტრაცია და თიბისიში ანგარიშის გახსნა.
 
3. რა ტიპის ბარათია? 
სასაჩუქრე ბარათი არის Visa Classic ტიპის.
 
4. რამდენი ხნის განმავლობაში შეიძლება ბარათით სარგებლობა? 
ბარათის გამოყენება შესაძლებელია, მასზე პირველი თანხის ჩარიცხვიდან 12 თვის განმავლობაში.
 
5. რა ღირს ბარათი?
სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე გაყიდული ბარათის  ფასს ადგენს სავაჭრო ცენტრი;
 
6. როგორ შეიძლება ბარათზე თანხის ჩარიცხვა? 
50-დან 500 ლარამდე თანხის ჩარიცხვა  სავაჭრო ცენტრის POS ტერმინალის მეშვეობით.
 
7. რომელ ვალუტაში შეიძლება ბარათზე თანხის განთავსება?
ბარათზე შესაძლებელია თანხის განთავსება მხოლოდ ლარში; 
 
8. რა თანხის განთავსება შეიძლება ბარათზე?
ბარათზე შესაძლებელია ჩაირიცხოს  მინიმუმ 50-დან 500 ლარამდე თანხა;
 
9. შემიძლია თუ არა ბარათზე თანხის დამატება თუ პირველი ჩარიცხვიდან გავიდა 12 თვეზე მეტი?
არა, ბარათზე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ერთჯერადად , ბარათის შეძენისას.
 
10. როგორ შეიძლება ბარათზე  არსებული ნაშთის შემოწმება? 
სასაჩუქრე ბარათის ბალანსის შემოწმება შესაძლებელია  TBC-ის ბანკომატის საშუალებით;
 
11. შემიძლია თანხის ნაწილნაწილ დახარჯვა? 
დიახ, შესაძლებელია თანხის ნაწილნაწილ დახარჯვა POS ტერმინალებზე შესყიდვებით, ბარათზე არსებული თანხის ამოწურვამდე ან ბარათის სარგებლობის ვადის გასვლამდე (პირველი ჩარიცხვიდან 12 თვის განმავლობაში);
 
12. შეიძლება თუ არა სასაჩუქრე ბარათით გადახდა სხვა ბანკის POS ტერმინალზე?  
დიახ, სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე შეძენილი ბარათით გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ამ სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ POS ტერმინალებზე;
 
13. შემიძლია თუ არა დაკარგული ბარათის აღდგენა/დაბლოკვა? 
სასაჩუქრე ბარათის დაკარგვის შემთხვევაში ბარათი არ ექვემდებარება აღდგენას/დაბლოკვას, ასევე უკან არ ბრუნდება ბარათზე არსებული ნაშთი;
 
14. შემიძლია თუ არა პინ კოდის აღდგენა მისი დავიწყების შემთხვევაში? 
დავიწყებული პინ კოდის აღდგენა შეუძლებელია; კლიენტს შეუძლია სასაჩუქრე ბარათზე არსებული ნაშთი გახარჯოს 100 ლარამდე ტრანზაქციების გატარებით, ან თანხა გაანაღდოს თიბისის ფილიალში  ბარათის  სარგებლობის 12 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ;
 
15. შემიძლია თუ არა სასაჩუქრე ბარათიდან თანხის განაღდება? 
სასაჩუქრე ბარათიდან დაუშვებელია თანხის განაღდება ბარათის სარგებლობის ვადის გასვლამდე (პირველი ჩარიცხვიდან 12 თვის განმავლობაში);
 
16. სად შეიძლება სასაჩუქრე ბარათის შეძენა?
სავაჭრო ცენტრების ტერიტორიაზე არსებულ კლიენტთა მომსახურების პუნქტში (სავაჭრო ცენტრებში  გაყიდული ბარათების გამოიყენება  შესაძლებელია მხოლოდ იგივე ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებულ სავაჭრო ობიექტებში);
 
17. მჭირდება თუ არა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ბარათის ასაღებად? 
არა,  ბარათის შესაძენად არ არის საჭირო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
 
18. შემიძლია თუ არა ბარათი გადავცე სხვა პირს საჩუქრად? 
შეძენილი ბარათის გადაცემა შესაძლებელია მესამე პირისთვის, მაგრამ აუცილებელია მისთვის ბარათის გამოყენების პირობების გაცნობა;
 
19. სად შემიძილია გამოვიყენო სასაჩუქრე ბარათი? 
სავაჭრო ცენტრების ტერიტორია (სავაჭრო ცენტრებში  გაყიდული ბარათების გამოიყენება  შესაძლებელია მხოლოდ იგივე ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებულ სავაჭრო ობიექტებში);
 
20. ბარათის დაზიანების შემთხვევაში, შეიძლება თუ არა დარჩენილი  თანხის გადატანა სხვა სასაჩუქრე ბარათზე ან ბარათის აღდგენა? 
ბარათის დაზიანების შემთხვევაში ბარათის აღდგენა არ ხდება.  12 თვიანი ბარათით სარგებლობის ვადის გასვლის შემდეგ ბარათის მფლობელს შეუძლია სასაჩუქრე ბარათზე დარჩენილი ნაშთი  მოითხოვოს სს თიბისი ბანკის ფილიალში.