დონაციის ანგარიში

თიბისის გადაწყვეტილებით, შეიქმნა ადგილობრივი საბანკო ანგარიში უკრაინის მოსახლეობის დასახმარებლად. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მარტივად ჩარიცხონ თანხა ანგარიშზე და გახდნენ ქველმოქმედების მონაწილე. 

თიბისის გუნდის სახელით, პირველი ტრანზაქცია - 200,000 ლარი გადაირიცხა ფონდში. შეგროვილი თანხა ყოველდღიურად ირიცხება უკრაინის ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად გამოცხადებულ ანგარიშზე. 

 

ლარის ანგარიშის ნომერი: #GE68TB7318736080100007 

მიმღები: ააიპ თიბისელები 

დოლარის და ევროს ანგარიშის ნომერი: #GE80TB7318736180100001 

მიმღები: NNLE TIBISELEBI 

 

უფასო გადარიცხვები უკრაინის დასახმარებლად

ასევე, თიბისის გუნდის გადაწყვეტილებით, მომხმარებლები უკრაინის მიმართულებით, დახმარების მიზნით ყველა გადარიცხვას საკომისიოს გარეშე შეასრულებენ. საკომისიოს თანხას თიბისი ბანკი თავად დაფარავს. 

შეღავათით სარგებლობა თიბისის ფილიალებსა და ინტერნეტბანკშია შესაძლებელი. საკომისიოს გარეშე გადარიცხვისთვის, მომხმარებლებმა შესაბამისი აღნიშვნა - (Sha) უნდა აირჩიონ.