Gift Card

Apply online

Click here to download agreement

1. ტერმინთა განმარტება

1.1. ბანკი - სს „თიბისი ბანკი“ (ს/ნ 204854595).

1.2. სავაჭრო ცენტრი -        (ს/ნ      );       (ს/ნ      )

1.3. სასაჩუქრე ბარათი - ბანკის მიერ ემიტირებული არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათი, რომელიც წარმოადგენს ბანკის საკუთრებას.

1.4. კლიენტი/მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც შეიძენს სასაჩუქრე ბარათს პირადი სარგებლობისათვის ან სხვა ფიზიკურ პირზე სარგებლობაში გადასაცემად.

1.5. ძირითადი პირობები - წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული სასაჩუქრე ბარათის (სასაჩუქრე ბარათით სარგებლობის) ძირითადი პირობები/წესები, რომლებიც ხელმისაწვდომია/განთავსებულია ბანკის ვებგვერდზე www.tbcbank.ge.

 

2. სასაჩუქრე ბარათით სარგებლობის ძირითადი პირობები

  1. კლიენტს/მომხმარებელს სასაჩუქრე ბარათის შეძენა შეუძლია ბანკისგან (ბანკის ფილიალში ან ბანკის ვებგვერდიდან) საბანკო ანგარიშის გაუხსნელად, ან სავაჭრო ცენტრში.
  2. კლიენტს/მომხმარებელს სასაჩუქრე ბარათი გადაეცემა დალუქული კონვერტით, დალუქულ კონვერტში სასაჩუქრე ბარათთან ერთად განთავსებულ   ძირითად პირობებთან და პინ კოდთან ერთად. რეკომენდებულია კლიენტმა/მომხმარებელმა სასაჩუქრე ბარათის მიღებისთანავე შეცვალოს პინ კოდი მისთვის სასურველი პინ კოდით, ბანკის ბანკომატის მეშვეობით.
  3. სასაჩუქრე ბარათის მოქმედების ვადა: 2 (ორი) წელი.
  4. სასაჩუქრე ბარათით სარგებლობის ვადა/პერიოდი: თანხის ჩარიცხვიდან 6 (ექვსი) თვე.
  5. სასაჩუქრე ბარათი უქმდება: თანხის პირველი ჩარიხვიდან 6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ ან/და 2 წლიანი მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ.
  6. სასაჩუქრე ბარათზე თანხის ჩარიცხვა დაშვებულია ერთიანად ან ნაწილ-ნაწილ (დადგენილი ლიმიტის ფარგლებში).
  7. ბანკის ფილიალში სასაჩუქრე ბარათზე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო წესით (სასაჩუქრე ბარათზე თანხის ჩარიცხვის ქვითრის მიღების ჩათვლით). 
  8. სასაჩუქრე ბარათზე ნაღდი თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის (თვითმომსახურების) ტერმინალების საშუალებით (სასაჩუქრე ბარათზე თანხის ჩარიცხვის ქვითრის მიღების ჩათვლით).
  9. სასაჩუქრე ბარათზე უნაღდო წესით თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ბანკის პოს ტერმინალის მეშვეობით (სასაჩუქრე ბარათზე თანხის ჩარიცხვის ქვითრის მიღების ჩათვლით).
  10. თუ კლიენტი/მომხმარებელი სასაჩუქრე ბარათზე თანხას ვერ ჩარიცხავს ბარათის ქარხნული წუნის გამო, ვადიანი სასაჩუქრე ბარათის და შესყიდვის ქვითრის წარდგენის შემთხვევაში, ბანკი კლიენტზე/მომხმარებელზე უსასყიდლოდ გასცემს ახალი სასაჩუქრე ბარათს.
  11. სასაჩუქრე ბარათზე ჩარიცხული თანხის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს 1,000 (ათასი) ლარს.
  12. სასაჩუქრე ბარათით სარგებლობის პერიოდში, სასაჩუქრე ბარათზე არსებული ნაშთის ფარგლებში  თანხის გამოყენება შესაძლებელია სრულად ან ნაწილ-ნაწილ. სასაჩუქრე ბარათის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ საქონლის ან/და მომსახურების შესაძენად, ბანკის პოს ტერმინალის საშუალებით.
  13. სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე შეძენილი სასაჩუქრე ბარათის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სავაჭრო ცენტრში საქონლის ან/და მომსახურების შესაძენად, ბანკის პოს ტერმინალის საშუალებით.

 

  1. ბანკის ბანკომატის საშუალებით შესაძლებელია სასაჩუქრე ბარათის:
    1. პინ კოდის შეცვლა;
    2. ბალანსის შემოწმება;
    3. ამონაწერის მიღება.
  2. ოპერაციები, რომლებიც შესაძლებელია განხორციელდეს სასაჩუქრე ბარათით:
    1. თანხის ჩარიცხვა;
    2. საქონლის ან/და მომსახურების შეძენა;
    3. ნაშთის შემოწმება.
  3. დაუშვებელია სასაჩუქრე ბარათით:
    1. ნაღდი ფულის გაცემა სასაჩუქრე ბარათით სარგებლობის პერიოდში;
    2. ინტერნეტში გადახდების განხორციელება;
    3. თანხის გადატანა ელექტრონულ საფულეში;
    4. აზარტულ თამაშ(ებ)ში მონაწილეობა;  
    5. თანხის ჩარიცხვა იმ ოდენობით, რომ სასაჩუქრე ბარათზე უკვე განხორციელებული ჩარიცხვ(ებ)ის თანხასთან ერთად მათი ჯამური ოდენობა აჭარბებდეს 1,000 (ათასი) ლარს;
    6. თანხის გადარიცხვა, თუ ეს არ არის დაკავშირებული საქონლის ან/და მომსახურების სასაჩუქრე ბარათით შეძენის ოპერაციასთან სავაჭრო ცენტრში;
    7. სასაჩუქრე ბარათის გამოყენება საქართველოს ფარგლებს გარეთ;
    8. სხვა ოპერაციების განხორციელება, რომელიც ეწინააღმდეგება წინამდებარე პირობებს და/ან ბანკის პოლიტიკას და/ან საქართველოს კანონმდებლობას.
  4. სასაჩუქრე ბარათზე ჩარიცხული თანხის გამოყენება შესაძლებელია სასაჩუქრე ბარათით სარგებლობის ვადის/პერიოდის გასვლამდე.
  5. შეუძლებელია სასაჩუქრე ბარათით სარგებლობის ვადის/პერიოდის გასვლამდე სასაჩუქრე ბარათზე რიცხული თანხის განაღდება.
  6. თუ კლიენტი/მომხმარებელი სასაჩუქრე ბარათს გადასცემს სხვა ფიზიკურ პირს, სასაჩუქრე ბარათის ახალი მფლობელი ვალდებულია სრულად გაეცნოს სასაჩუქრე ბარათით სარგებლობის ძირითად პირობებს.
  7. სასაჩუქრე ბარათით სარგებლობის ვადის/პერიოდის გასვლის და ბარათის მფლობელის მიერ ბარათის ბანკისათვის დაბრუნების შემთხვევაში, სასაჩუქრე ბარათზე განთავსებული გაუხარჯავი თანხის დაბრუნებას ბანკი განახორციელებს ხსენებული ვადის გასვლიდან მომდევნო 2 თვის განმავლობაში, ბარათის მფლობელის იდენტიფიცირების, მასთან ბარათის მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების და თანხის განაღდებისათვის ბანკის მიერ დადგენილი საკომისიოს გადახდის საფუძველზე.
  8. სასაჩუქრე ბარათის 6 თვიანი სარგებლობის პერიოდში დაზიანების შემთხვევაში, კლიენტმა/მოსარგებლემ უნდა წარადგინოს ბარათი და 2.20 პუნქტის მიხედვით მოხდება თანხის ანაზღაურება.
  9. სასაჩუქრე ბარათი, დაკარგვის შემთხვევაში, არ ექვემდებარება აღდგენას. ამ შემთხვევაში  არ გაიცემა ბარათზე არსებული ნაშთიც.
  10. ბანკი არ არის პასუხისმგებელი:
    1. სასაჩუქრე ბარათის დაკარგვის/დაზიანების ან/და არაუფლებამოსილი პირის მიერ მისი გამოყენების შედეგებზე.
    2. კლიენტს/მომხმარებელსა და სავაჭრო ცენტრს შორის ნებისმიერი მიზეზით წარმოშობილ დავაზე.
    3. დაგვიანებულ ან შეუსრულებელ ოპერაციებზე, რომლებიც გამოწვეულია საგადამხდელო სისტემის ან ტექნიკური მიზეზების გამო.  
  11. ძირითადი პირობები ძალაში შედის კლიენტის/მომხმარებლის მიერ სასაჩუქრე ბარათის მიღებისთანავე.
  12. ბანკი უფლებამოსილია კლიენტის/მომხმარებლის თანხმობის გარეშე შეიტანოს ცვლილება ძირითად პირობებში, ცვლილების შესახებ ბანკის ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსებით.