ჩვენ შესახებ

ყოველდღიური ფუნქცია-მოვალეობების ეფექტურად შესრულების მიზნით, დირექტორატთან შემქნილია შემდეგი კომიტეტები:


დირექტორთა საბჭოს რისკის კომიტეტი

დირექტორატის რისკის კომიტეტი  შეიქმნა, რათა ბანკის მასშტაბით წარმართოს რისკის მართვის ღონისძიებები, დააკვირდეს რისკის ძირითად ტენდენციებს და უზრუნველყოს, რომ რისკის პროფილი შეესაბამება თიბისი ბანკის დადგენილ რისკის მადას. დირექტორთა საბჭოს საოპერაციო რისკების კომიტეტი იღებს საოპერაციო რისკის მართვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, ხოლო აქტივებისა და ვალდებულებების მართვის კომიტეტი პასუხისმგებელია აქტივ-ვალდებულებების მართვის პოლიტიკის განხორციელებაზე.

აქტივებისა და ვალდებულებების მართვის კომიტეტი

აქტივებისა და ვალდებულებების მართვის კომიტეტი პასუხისმგებელია თიბისი ბანკის აქტივებისა და ვალდებულებულებების მართვის პოლიტიკის ეფექტურ განხორციელებაზე, რათა (1) მაქსიმალურად გაზარდოს კომპანიის მომგებიანობა, (2) უზრუნველყოს, რომ ლიკვიდურობა, საპროცენტო განაკვეთი, უცხოური ვალუტით ვაჭრობა, კაპიტალის ადეკვატურობა და შიდასაბანკო რისკი ეფექტურად იმართება რისკის მადის დებულების შესაბამისად, და (3) უზრუნველყოს ეროვნული ბანკის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვა მესამე მხარეების მიერ დადგენილი პირობებისა და ლიმიტების დაცვა.

კომიტეტის ფუნქციების შორისაა, თიბისი ბანკისს ფინანსური რისკის მენეჯმენტის მიერ მომზადებულ ანგარიშებზე, ანალიზზე, პროგნოზებზე, სტრესტესტებზე და ჰიპოთეტიურ სცენარებზე  დაყრდნობით, აღებული რისკის დონის დადგენა და მონიტორინგი, ასევე, სხვა ფუნქციები, რისკის მართვის მეთოდოლოგიების დამტკიცება, თიბისის აქტივებისა და ვალდებულებების სტრუქტურაზე, მასში ცვლილებების შეტანაზე გადაწყვეტილების მიღება, რისკის ჰეჯირების მექანიზმების დამტკიცება და, რისკის წინასწარგანსაზღვრული ლიმიტების დარღვევის შემთხვევაში, გამასწორებელ ნაბიჯებზე გადაწყვეტილების მიღება. კომიტეტი უფლებამოსილია, მიიღოს რიგი გადაწყვეტილებები თიბისის აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ კომიტეტის საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტის თანახმად, თუმცა, გარკვეულ გადაწყვეტილებებზე საჭიროა დირექტორთა საბჭოს ნებართვა. 

საოპერაციო რისკების კომიტეტი

საოპერაციო კომიტეტი პასუხისმგებელია იმ საოპერაციო რისკების შესწავლაზე, რომელთა წინაშეც დგას ბანკი, ამ რისკების მეთვალყურეობაზე და მათ მინიმუმამდე დასაყვანად საჭირო გადაწყვეტილებების მიღებაზე. საოპერაციო რისკების კომიტეტის ფუნქციებია საოპერაციო რისკების მართვის პოლიტიკის შესწავლა და დამტკიცება; რისკის მართვის ჩარჩოს შემუშავებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესწავლა და დამტკიცება; რისკის დაზღვევის ლიმიტების შესწავლა და დამტკიცება; საოპერაციო რისკების ანგარიშების განხილვა; ამ საკითხებზე დირექტორთა საბჭოსთვის რეკომენდაციების მომზადება.

სხვა კომიტეტები

შიდა ინფორმაციის კომიტეტი ფუნქციაა შიდა ინფორმაციის იდენტიფიკაცია, კონტროლი და გამჟღავნება. ის არის კონტაქტის პირველი წერტილი იმ შემთხვევაში, როდესაც გაიჟონება შიდა ინფორმაცია ან ჭორი. კომიტეტს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი და მისი წევრები არიან უმაღლესი და საშუალო რგოლის მენეჯერები.

მოხმარებლის მიერ მიღებული გამოცდილების მართვის კომიტეტი პასუხისმგებელია მომხმარებლის კმაყოფილების მეთვალყურეობასა და უზრუნველყოფაზე. კომიტეტს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი და მისი წევრები არიან უმაღლესი და საშუალო რგოლის მენეჯერები.

საინფორმაციო ტექნოლოგიების კომიტეტი პასუხისმგებლობაა აიტი პროექტებისთვის პრიორიტეტების მინიჭება და აიტი პროექტების პორტფელის შედეგების მეთვალყურეობა. კომიტეტს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი და მისი წევრები არიან უმაღლესი და საშუალო რგოლის მენეჯერები.

საინფორმაციო უსაფრთხოების კომიტეტი მეთვალყურეობს და კონტროლს უწევს ინფორმაციის უსაფრთხოებას და ბიზნესის უწყვეტობას ბანკის მართვის სისტემის ფარგლებში. კომიტეტს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი და მისი წევრები არიან უმაღლესი და საშუალო რგოლის მენეჯერები.

ცვლილების მრჩეველი კომიტეტი პასუხისმგებელია ყველა იმ მოთხოვნილი ცვლილების შესწავლასა და დამტკიცებაზე, რომელიც დაკავშირებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებთან და ინიცირებულია სხვადასხვა ბიზნესგანყოფილებების მიერ. კომიტეტს ხელმძღვანელობს გენეარლური დირექტორი და მისი წევრები არიან უმაღლესი და საშუალო რგოლის მენეჯერები.