სავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის ცვლილებები;

 

  1. სავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებული შეზღუდვები

თიბისი ბანკი ოპერირებს საერთაშორისო სანქციების რეგულაციების შესაბამისად და დანერგილი აქვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN), დიდი ბრიტანეთის (UK), აშშ-ის (USA) და ევროკავშირის (EU) სანქციების რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

თიბისი ბანკი მუდმივად აახლებს თავის შიდა პოლიტიკა/პროცედურებს სანქციების რეჟიმების ცვლილებებიდან გამომდინარე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თიბისი ბანკში სავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებით იმოქმედებს შემდეგი მნიშვნელოვანი პოლიტიკა:

 

აშშ-ის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ახალი ბრძანებით გამკაცრდა უცხოური ფინანსური ინსტიტუტების ვალდებულებები რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებულ ტრანზაქციებზე. შეზღუდვებიდან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული ოპერაციების შესასრულებლად ბანკის მიერ შესაძლოა მოთხოვნილ იქნას დამატებითი დოკუმენტაცია /ინფორმაცია (მაგ: ინვოისი, კონტრაქტი, საქონლის წარმოშობის სერთიფიკატი და ა.შ). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაუშვებელია ტრანზაქციების შესრულება იმ პირების მონაწილეობით, რომლებიც არიან სანქცირებულნი ან ოპერირებენ რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სასარგებლოდ.

ბანკის შიდა პოლიტიკით დაუშვებელია სანქცირებულ ქვეყნებთან, მათ შორის, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან პირდაპირ/ირიბად დაკავშირებული ტრანზაქციების შესრულება, რაც ასევე გულისხმობს ამავე ქვეყნის ტერიტორიის გავლით და/ან ირანში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებით (საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო, სარკინიგზო) ტვირთების ტრანსპორტირებას, ან იმგვარ ტვირთებთან/გადაზიდვებთან დაკავშირებულ ანგარიშსწორებას, სადაც საქონლის წარმოშობის ან ტრანსპორტირების ქვეყანა არის ირანი,ან სხვა სანქცირებული ქვეყანა.

 

  1. საზღვარგარეთ თანხის გადარიცხვის პირობები

თუ თქვენი კომპანია გეგმავს თანხის გადარიცხვას შემდეგ ქვეყნებში:

  • I ჯგუფი − ჩინეთი, სინგაპური, ინდოეთი, ჰონგ-კონგი, მალაიზია, ინდონეზია, სამხრეთ კორეა, ფილიპინები, ტაივანი, ერაყი, პაკისტანი, შრი-ლანკა (ყოფილი ცეილონი), ომანი, იემენი, კატარი, ტაილანდი, მიანმარი (ყოფილი ბურმა), ვიეტნამი, საუდის არაბეთის სამეფო, თურქმენეთი, ქუვეითი, ბაჰრეინი, ბანგლადეში, კამბოჯა, ბრუნეი, ლაოსი, ბჰუტანი, ნეპალი;
  • II ჯგუფი − თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთის ფედერაცია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ბელორუსია
  • III ჯგუფი − არაბთა გაერთიანებული საემიროები

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ თიბისი ბანკის შიდა პოლიტიკით განსაზღვრული პირობები:

  • თუ გადარიცხვის შესრულებისას,  პირდაპირი ან ირიბი მიზნობრიობა არის საქონლის შეძენა/მიწოდება /იმპორტი/ ტრანსპორტირება ნებისმიერ ვალუტაში გადარიცხვის შესრულების დროს აუცილებელი წესით უნდა ატვირთოთ ინტერნეტ ბანკში ან წარმოადგინოთ ფილიალში ინვოისი ან/და კონტრაქტი და დამატებით:
    • საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი - II და III ჯგუფის ქვეყნებში გადარიცხვისას
    • საქონლის ტრანსპორტირების დოკუმენტი – I და III ჯგუფის ქვეყნებში გადარიცხვისას

 

გამონაკლისი: II ჯგუფის ქვეყნებიდან თურქეთში თურქული ლირის (TRY) გადარიცხვის დროს საჭიროა მხოლოდ ინვოისი ან/და კონტრაქტი და არ არის საჭირო საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

თუ გადარიცხვის მიზნობრიობა არ უკავშირდება საქონლის შეძენა/მიწოდებას, მაგრამ შინაარსობრივად უკავშირდება კომერციულ საქმიანობას (მაგ: სერვისი, მომსახურება) ნებისმიერ ვალუტაში გადარიცხვის დროს უნდა ატვირთოთ ინტერნეტ ბანკში ან წარმოადგინოთ თიბისი ბანკის ფილიალში:

  • ინვოისი ან/და კონტრაქტი - II და III ჯგუფის ქვეყნებში გადარიცხვისას

 

გამონაკლისი: თურქეთში ნებისმიერ ვალუტაში გადრიცხვისას თუ გადარიცხვა არ უკავშირდება საქონლის შეძენა /მოწოდებას მაშინ  არ არის საჭირო ინვოისი და ან/ კონტრაქტის წარმოდგენა ;

 

  1. უცხო ქვეყნებიდან თანხის ჩარიცხვის პირობები

თუ თქვენ გეგმავთ უცხო ქვეყნიდან თანხის მიღებას შესაძლებელია ჩარიცხვა შეჩერდეს ბანკის მიერ და თქვენ ინტერნეტ ბანკში შეტყობინებით მიიღოთ მოთხოვნა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენის თაობაზე. მნიშვნელოვანია მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოდგენა სხვა შემთხვევაში  გადმორიცხული თანხა უკან დაბრუნდება.

აღნიშნული წესი უკავშირდება ყველა ქვეყანას განსაკუთრებით ჩარიცხვებს შემდეგი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთის ფედერაცია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ბელორუსია, არაბთა გაერთიანებული საემიროები.

 

  1. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები

საქონლის შეძენასთან/მიწოდებასთან  დაკავშირებული ინვოისი / კონტრაქტი უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

  • მხარეები და მათი რეკვიზიტები
  • ინვოისის / კონტრაქტის თარიღი და ნომერი
  • თანხა და ვალუტა
  • გადახდის პირობები
  • მიწოდების პირობები ‒ INCOTERMS
  • მიწოდების ვადები
  • პროდუქციის მახასიათებლები: რაოდენობა, წონა / მოცულობა
  • პროდუქციის მწარმოებლის დასახელება
  • პროდუქციის მწარმოებლის იურიდიული მისამართი
  • პროდუქციის წარმოშობის ქვეყანა
  • სასაქონლო ნომენკლატურა, დასახელება (HS კოდი)

 

საქონლის ტრანსპორტირების დოკუმენტი - იგულისხმება მიმდინარე ტრანზაქციასთან დაკავშირებული ტრანსპორტირების დოკუმენტები, როგორებიცაა:

  • CMR ‒ საავტომობილო გადაზიდვის სატრანსპორტო დოკუმენტი
  • RWB ‒ სარკინიგზო გადაზიდვის სატრანსპორტო დოკუმენტი
  • MAWB ‒ საჰაერო გადაზიდვის სატრანსპორტო დოკუმენტი
  • MBL ‒ საზღვაო გადაზიდვის სატრანსპორტო დოკუმენტი

ინვოისი / კონტრაქტი და საქონლის ტრანსპორტირების დოკუმენტი შესაბამისობაში უნდა იყოს ერთმანეთთან, სხვა შემთხვევაში შესაძლოა ბანკის მხრიდან მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტები.

საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი - იგულისხმება დოკუმენტი, რომლითაც დგინდება საქონლის მწარმოებელი ქვეყანა ან/და საქონლის მწარმოებელი.

 

  1. გაცნობებთ, რომ სანქციებთან დაკავშირებული ტრანზაქციების გამოვლენის შემთხვევაში, ბანკი უფლებას იტოვებს:

შეაჩეროს ტრანზაქცია (გადარიცხვა/ჩარიცხვა) დამატებითი განხილვის მიზნით და მოითხოვოს დოკუმენტაცია (კლიენტთან კომუნიკაცია მოხდება ინტერნეტ/მობაილ ბანკის შეტყობინებით)

მომხმარებლის მიერ წარსულში შესრულებულ ტრანზაქციებზე მოითხოვოს დოკუმენტაცია;

გააუქმოს ტრანზაქცია როდესაც არ ხდება მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის წარმოდგენა და/ან შეუსაბამობაში მოდის ბანკის შიდა პოლიტიკასთან (კლიენტთან კომუნიკაცია მოხდება ინტერნეტ/მობაილ ბანკის შეტყობინებით)

დახუროს მომხმარებლის ანგარიშები (წინასწარი შეტყობინების გარეშე).