2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის აქციაში მონაწილეობის პირობები:

1.  აქციის პერიოდი  

  1. 2019 წლის 28 მაისის 20:00 საათიდან 30 აგვისტოს 20:00 საათის ჩათვლით

2. აქციის ორგანიზატორები:
აქცია ტარდება სს ,,თიბისი ბანკისა" მიერ შპს „რაგბის მსოფლიო თასის" („რმთგ")-ის ნებართვის საფუძველზე.

3. აქციაში მონაწილე პირები

  • აქციაში მონაწილეობა დასაშვებია მხოლოდ სს ,,თიბისი ბანკის"  მასთერქარდის (Mastercard) საბანკო ბარათით, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთები ვებგვერდზე: www.TKT.ge
  • აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სს „თიბისი ბანკის" ფიზიკური პირები, რომლებიც სარგებლობენ მასთერქარდის (Mastercard) სადებეტო ან საკრედიტო  ბარათით.
  • აქციაში მონაწილეობას არ მიიღებენ სს „თიბისი ბანკის" თანამშრომლები/თანამშრომლების ოჯახის წევრები, ორგანიზატორები და კლიენტები, რომლებსაც სრულწლოვანების ასაკამდე არ მიუღწევიათ.
  • აქციაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს.
  • აქციის გამარჯვებული შესაძლოა გახდეს მხოლოდ  ის მომხმარებელი, რომლის სახელზეცაა დამზადებული  მასთერქარდის ბარათი და  რომლითაც შეიძინეს შოტლანდია-საქართველოს მატჩზე დასასწრები ბილეთი.

4. აქციის აღწერა

4.1 მასთერქარდისა (Mastercard) და სს „თიბისი ბანკის" აქცია, რომელიც მიმდინარეობს 2019 წლის 28 მაისის 20:00 საათიდან 30 აგვისტოს 20:00 საათის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიაზე.  აქციის ფარგლებში სს „თიბისი ბანკი" გამოავლენს შვიდ დასაჩუქრებულ მომხმარებელს, რომლებსაც საშუალება  მიეცემათ დაესწრონ 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს იაპონიაში 26/10/19-ში ან 02/11/19 -ში.

4.2 საგზურში იგულისხმება:

ა) ხუთი სამდღიანი საგზური, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება 2019 წლის მსოფლიო რაგბის ნახევარფინალზე დასწრება 26 ოქტომბერს.

ბ) ორი სამდღიანი საგზური, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება იქნება 2019 წლის მსოფლიო რაგბის ფინალზე დასწრება 2 ნოემბერს.

სასაჩუქრე ნაკრები გულისხმობს: მატჩზე დასასწრებ ორ ბილეთს, საცხოვრებელ ადგილს, სამოგზაურო დაზღვევასა და თვითმფრინავით მგზავრობისთვის განკუთვნილ ბილეთებს.

5. პოტენციურად გამარჯვებული კლიენტების შერჩევა მოხდება წინასწარ შემდეგი ლოგიკით:

  • შეიქმნება სს „თიბისი ბანკის" ფიზიკური პირების  სია, რომლებიც აქტიურად სარგებლობენ მასთერქარდის სადებეტო ან საკრედიტო ბარათით და, ასევე, ბოლო 1 წლის მანძილზე  შეუძენიათ ბილეთები TKT.ge-დან.
  • ზემოთ მოცემული კლიენტების სია დალაგდება ქართული ანბანის მიხედვით.
  • დახარისხებულ სიას მიენიჭება ნუმერაცია.
  • დანომრილი კლიენტებიდან აირჩევა ყოველი 925-ე კლიენტი.
  • არჩეული ადამიანებიდან საჩუქარი გადაეცემა იმ კლიენტს, რომელიც აქციის ყველა პირობას დააკმაყოფილებს.
  • თუ წინასწარ შერჩეული კლიენტი არ დააკმაყოფილებს პირობას, მოგება გადავა რიგით შემდეგ/მომდევნო კლიენტზე.

6. პოტენციურ კლიენტებს გადაეცემათ საჩუქარი შემდეგი პირობის დაკმაყოფილებისას:

  • აუცილებელი იქნება წინასწარ შერჩეულმა კლიენტმა შეიძინოს შოტლანდია-საქართველოს რაგბის თამაშის ბილეთი, რომელიც ტარდება 2019 წლის 31 აგვისტოს. შეძენის პერიოდი: 7 მაისის 16:04 საათიდან 30 აგვისტოს 20:00 საათის ჩათვლით.
  • თუ წინასწარ შერჩეული კლიენტი არ შეასრულებს აქციის პირობას და არ შეიძენს 2019 წლის 31 აგვისტოს შოტლანდია-საქართველოს რაგბის ბილეთს, მოგება გადავა ბაზაში არსებულ რიგით შემდეგ კლიენტზე და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ სიაში ის კლიენტი არ აღმოჩნდება, რომელიც მოცემულ პირობას დააკმაყოფილებს.

7. გამარჯვებულის გამოვლენა

7.1 კლიენტი მოგების შესახებ შეიტყობს 2019 წლის 31 აგვისტოს რაგბის მატჩის მსვლელობისას.

7.2 2019 წლის 31 აგვისტოს შოტლანდია-საქართველოს რაგბის თამაშის დროს მოედნის ეკრანზე გამოჩნდება მოგებული კლიენტების სია, მათ კომენტატორიც გამოაცხადებს.  


8. დამატებითი პირობები:

8.1 წინამდებარე კამპანია ტარდება სს „თიბისი ბანკის" მიერ შპს რაგბის მსოფლიო თასის („რმთგ")-ის ნებართვის საფუძველზე.

8.1 სს „თიბისი ბანკი" იხსნის ვალდებულებას ვიზასთან დაკავშირებით.

8.3  სს „თიბისი ბანკი" იხსნის პასუხისმგებლობას ყველა იმ ზიანთან დაკავშირებით, რაც ბანკის პირდაპირი ბრალეული ქმედების გარეშე შესაძლოა აქციაში  გამარჯვებულს მიადგეს. 

8.4 აქციაში მონაწილეობას არ მიიღებენ სს „თიბისი ბანკის" თანამშრომლები/თანამშრომლების ოჯახის წევრები, ორგანიზატორები და პირები, რომლებსაც არ მიუღწევიათ სრულწლოვანების ასაკამდე.

8.5 იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულმა ვერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანაში შესვლის უფლება (ვიზა),ბანკი სასაჩუქრე პაკეტს გადასცემს მე-3 პუნქტში აღწერილ სიაში არსებულ რიგით შემდეგ კლიენტს. მაგალითად: თუ სიაში ყოველი მე-20 კლიენტი იგებს და პირველ მე-20 სხვა მონაწილეს სურვილისამებრ. 

8.6 მასტერქარდის (Mastercard) კამპანიიაში მონაწილე პირი, რომელიც შემდგომში შესაძლოა გახდეს გამარჯვებული, წინასწარ იძლევა თანხმობას, რომ სს ,,თიბისი ბანკმა" გაასაჯაროოს გამარჯვებულის შესახებ პერსონალური ინფორმაცია ნებისმიერი საშუალებით, ასევე საჭიროების შემთხვევაში გამარჯვებულთან დაკავშირებული ინფორმაცია გადასცეს შპს „რაგბის მსოფლიო თასს" („რმთგ)" და/ან „იაპონიის რაგბს 2019" („ირ2019") (ნებისმიერ სხვა მომსახურების მიმწოდებელს და აგენტს) იმ მიზნით, რომ მოხდეს რაგბის მსოფლიო თასის ბილეთების გამოწერა მათ სახელზე ან/ და შემდგომში ყალბი ბილეთებით სარგებლობა იქნას აცილებული. 

8.7  აქციის ფარგლებში დასაჩუქრებული მომხმარებელი ეთანხმება მათი პირადი ინფორმაციის მარკეტინგულ და პიარაქტივობებში გამოყენებას. სს „თიბისი ბანკს" ეძლევა უფლება გამოიყენოს კამპანიის გამარჯვებულების პირადი ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი მონაცემები, ფოტოსურათები) მარკეტინგულ და პიარაქტივობებში. ასევე, გამარჯვებული იღებს პასუხისმგებლობას, რომ კამპანიის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა აქტივობებში, რაც კამპანიის წახალისებასა და პოპულარიზაციას გულისხმობს.

8.8 სს „თიბისი ბანკი" იხსნის პასუხისმგებლობას ყველა იმ ზიანთან დაკავშირებით, რაც ბანკის პირდაპირი ბრალეული ქმედების გარეშე შესაძლოა აქციის ფარგლებში  დასაჩუქრებულ კლიენტს მიადგეს. 

8.9 აკრძალულია დასაჩუქრებული კლიენტის მიერ  მოგებული ბილეთის/ბილეთების თანხის სახით მოთხოვნა, რაიმე სხვა სარგებელში გადაცვლა ან სხვაზე გადაცემა.

8.10  თითოეული დასაჩუქრებული კლიენტი და მასთან მყოფი პირ(ებ)ი ეთანხმებიან ბილეთების გამოყენებასთან (როგორც ეს ხელმისაწვდომი და განსაზღვრულია ვებგვერდზე: https://info.tickets.rugbyworldcup.com/tickettc-e/ან შპს რაგბის მსოფლიო თასის („Rugby World Cup Limited ")  სხვა ვებგვერდზე, დაკავშირებულ წესებსა და პირობებს, ასევე, ტურნირის ორგანიზატორის იაპონიის რაგბი 2019 ("Japan Rugby 2019") და ღონისძიების ყველა შესაბამისი მესაკუთრისა თუ ოპერატორის წესებსა და რეგულაციებს რაგბის მსოფლიოს თასის ჩატარების ადგილებსა და მასთან ასოცირებულ სხვა ადგილებზე წვდომის უზრუნველსაყოფად (მათ შორის, შპს "რაგბის მსოფლიო თასის" მიერ განსაზღვრულ აკრედიტაციის პირობებს).  გარდა ამისა, თითოეული გამარჯვებული და მასთან მყოფი პირ(ებ)ი აცნობიერებენ, რომ პრიზების მიღებამდე მათ შესაძლოა მოსთხოვონ უშუალოდ გააფორმონ ხელშეკრულება  შპს "რაგბის მსოფლიო თასისა" და/ან "იაპონიის რაგბი 2019"-თან ბილეთების გამოყენებასთან დაკავშირებით.

8.11 დასაჩუქრებულმა კლიენტებმა და/ან მასთან ერთად მყოფმა პირებმა რაგბის მსოფლიო თასის ბილეთების გამოყენებისას არ უნდა გამოაქვეყნონ ან გამოიყენონ პოლიტიკური და ჰომოფობიური ლოზუნგები,  გამომწვევი ან მკაფიოდ სექსუალური ხასიათის გამოსახულებები, კონკურენტების ლოგოს ან/და სპონსორი კომპანიების  სავაჭრო ნიშნები ან ნებისმიერი სხვა რამ, რამაც შესაძლოა დააზარალოს ან შელახოს რაგბის მსოფლიო თასის რეპუტაცია, ასევე იკრძალება დამამცირებელი, უხამსი, უკანონო,  ვულგარული ან უფლებების დამრღვევი (მათ შორის, ინტელექტუალური საკუთრების უფლების) ან ისეთი კონტენტის გამოყენება, რომელიც რომელიმე „რმთგ"-ზე ან რაგბის მსოფლიო თასზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს. თითოეული  მონაწილე თანახმაა და აცნობიერებს, რომ ამ მუხლის დარღვევის ნებისმიერი ფაქტი „რმთგ"-ისთვის მნიშვნელოვანი ზარალის და ზიანის მომტანი იქნება.

8.12 დასაჩუქრებულ კლიენტებთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაცია სს ,,თიბისი ბანკმა" შეიძლება გადასცეს შპს „რაგბის მსოფლიო თასსა" და „იაპონიის რაგბი 2019-ს" მათ ნებისმიერ სერვის პროვაიდერსა თუ აგენტს) რაგბის მსოფლიო თასის ბილეთების დისტრიბუციისა და გამოყენების, ასევე ამასთან დაკავშირებული სხვა გამოცდილების მონიტორინგის მიზნებისთვის და, ბილეთების და/ან გამოცდილების გამოყენებასთან დაკავშირებით შპს „რაგბის მსოფლიო თასსა" და/ან „იაპონიის რაგბი 2019-ის" მიერ განსაზღვრული წესებისა და პირობების, ასევე  რეგულაციების დარღვევასთან მიმართებაში ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ასეთი გამარჯვებულების წინააღმდეგ ზედამხედველობის  და შესაბამისი ქმედებების განხორციელებისთვის.

8.13 აქციის მონაწილეთათვის ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელია სს ,,თიბისი ბანკი". შპს „რაგბის მსოფლიო თასის" თანხმობით წამახალისებელ აქციას ახორციელებს პრომოუტერი(სს ,,თიბისი ბანკი"). შესაბამისად, პრომოუტერი და არა შპს „რაგბის მსოფლიო თასი" თუ „რაგბის მსოფლიო თასი 2019-ის" ორგანიზებაში ჩართული სხვა პირები (მათ შორის „იაპონიის რაგბი 2019") და მსოფლიო რაგბი (ყოფილი რაგბის საერთაშორისო საბჭო), არის პასუხისმგებელი აქციის მიმდინარეობასა და მასთან დაკავშირებულ ყველა საკითხსა და პრობლემაზე, არც ერთ ზემოჩამოთვლილ ორგანიზაციას არ ეკისრება  არანაირი პასუხისმგებლობა თუ ვალდებულება მონაწილეების წინაშე წამახალისებელ აქციასთან დაკავშირებით.