ბიზნეს სესხი

სესხი თქვენი ბიზნესის განვითარებასა და ფინანსური სტაბილურობისათვის

ბიზნეს სესხი გულისხმობს მცირე და საშუალო ზომის კომპანიების და ფიზიკური პირების დაფინანსებას >2,000 ლარიდან 6,000,000 ლარამდე.

ბიზნეს სესხის გამოყენებით თქვენ შეძლებთ:
star
საბრუნავი საშუალებების შევსებას;
star
ძირითადი საშუალებების შეძენა–განახლებას;
star
სხვადასხვა ვალდებულებების დაფარვას;
star
ინვესტირებას ბიზნესის გაჯანსაღებისთვის ნებისმიერი მიზნით.

*200,000 ლარამდე სესხები გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.

ბიზნესს ყოველთვის ესაჭიროება ფულადი სახსრები საბრუნავი საშუალებებისთვის. ინვესტირება აუცილებელია როგორც ძირითადი საშუალებების შეძენა–განახლებისთვის, აგრეთვე სხვადასხვა ვალდებულებების შესასრულებლად.

 

აღნიშნული პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებასა და ფინანსურ სტაბილურობას, უზრუნველყოს კომპანიის პროფილის გაფართოება და საბრუნავი სახსრების ფინანსირება, დაეხმაროს მსესხებელს განახორციელოს ინვესტიციები და ა.შ.

ბიზნეს სესხის დეტალური პირობები keyboard_arrow_down keyboard_arrow_up

კრედიტის თანხა

<=6 000 000 ლარი (ექვ. USD, EUR)

კრედიტის ვადა

≤60 / საბრუნავი საშუალებები, მიმდინარე დანახარჯები

≤84 / ძირითადი საშუალებები, მანქანა-დანადგარები

≤180 / კომერციული უძრავი ქონების შეძენა/მშენებლობა/რემონტი

კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი

ფიქსირებული, ინდექსირებული

საკომისიო კრედიტის გაცემისთვის

0.2%-დან

ანგარიშის გახსნის საკომისიო

10 ლარიდან

განაღდების საკომისიო

0.2%-დან

კრედიტინფოს საკომისიო

დამოკიდებულია კრედიტის ვალუტაზე, არაუმეტეს: 25 ლარი, 10 დოლარი, 8 ევრო

ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის

ერთჯერადად არაუმეტეს 20 ლარი (ექვ. სესხის ვალუტაში)

ყოველდღიური პირგასამტხელო ვადაგადაცილებისთვის

0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. ამასთან,  ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.

წინსწრებით დაფარვის/ სხვა ბანკიდან რეფინანსირების საკომისიო

ფიქსირებული განაკვეთისთვის :

თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 0-დან 6 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0%-ისა;

თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0.5%-ისა;

 თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 1%-ისა;

თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 2%-ისა.

ინდექსირებული განაკვეთისთვის: 

თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები 0%;

თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე მეტი 0.5 %

უძრავი ქონების იპოთეკით რეგისტრაციის ხარჯი

ერთეულ ქონებაზე 56 ლარი;

უძრავი ქონების იპოთეკით რეგისტრაციის გაუქმების ხარჯი

ერთეულ ქონებაზე 51 ლარი;

მოძრავი ქონების გირავნობით რეგისტრაციის ხარჯი

ერთეულ  ქონებაზე 174 ლარი;

მოძრავი ქონების გირავნობით რეგისტრაციის გაუქმების ხარჯი

ერთეულ  ქონებაზე 20 ლარი;

შეავსეთ განაცხადი და მიიღეთ სესხი
edit განაცხადის შევსება