გადარიცხვის ახალი ფუნქციონალი მობაილბანკში.

 

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, მობაილბანკს კიდევ ერთი ფუნქცია დაემატა. პროგრამის #თიბისიშენთვის ფარგლებში, დღეიდან უკვე შესაძლებელია მობაილბანკიდან თანხის მხოლოდ პირადი ნომრით გადარიცხვა, თიბისის ნებისმიერ ანგარიშზე.

მობაილბანკიდან ამ დრომდე შესაძლებელი იყო თანხის გადარიცხვა ანგარიშის და მობილურის ნომრით, დღეიდან კი პირადი ნომრით გადარიცხვაც დაემატა.
ტრანზაქციის შესრულება ძალიან მარტივია. ამისათვის მომხმარებელმა მობაილბანკის გადარიცხვების მენიუდან სხვასთან თანხის გადარიცხვის ღილაკი უნდა აირჩიოს და შემდეგ ადრესატის პირადი ნომერი დაამატოს. გადარიცხული თანხა მომენტალურად აისახება მომხმარებლის ანგარიშზე.  

ახალი ფუნქციონალით სარგებლობა თიბისის მომხმარებლებს დღეიდან უკვე შეუძლიათ.  ახალი ფუნქციონალით სარგებლობა მომხმარებლისთვის უფასოა.

გადმოიწერე მობაილბანკის აპლიკაცია:

 

iOS-ისთვის - გადმოწერა

Android-ისთვის - გადმოწერა