2021 წლის 16 აგვისტოდან ფოთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი

 

ფოთის მერიისა და თიბისის თანამშრომლობის შედეგადსიახლე 16 აგვისტოდან ამოქმედდება.

მგზავრები გადახდას შეძლებენ, როგორც ქალაქის სატრანსპორტო  ბარათით, ასევე თიბისის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით.

აქ.ახლა გადაიხადე მარტივად  და იმგზავრე ბარათით

ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხი

  1. რა არის სატრანსპორტო ბარათი?
  • სატრანსპორტო ბარათი არის ბარათი, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების გადახდისათვის
  • სატრანსპორტო ბარათი არის უსახელო ბარათი
  • ბარათზე არ არის მიბმული  საბანკო ანგარიში
  • ბარათზე არ არის ასახული ბარათის მფლობელის სახელი და გვარი, ასევე აღნიშნული ინფორმაცია არ არის ჩაწერილი ბარათის მაგნიტურ ზოლზე ან/და მიკროჩიპში;
  • მერიის მიერ დადგენილ გარკვეულ სოციალურ ჯგუფებში შემავალი პირებისთვის გაიცემა პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათები, რომელზეც ვრცელდება  შეღავათიანი ტარიფები. ასეთი ტიპის სატრანსპორტო ბარათებზე  დატანილია ბარათის მფლობელის სახელი,  გვარი და ფოტოსურათი (ამ ეტაპზე პერსონიფიცირებული ბარათების გაცემა ხდება მხოლოდ ქუთაისში და ფოთში, კომპანია „ინტერფეის" სპეციალურად გახსნილ მომსახურების ოფისებში)

 

  1. სატრანსპორტო ბარათის მოქმედების ვადა
  • სატრანსპორტო ბარათი არის უვადო

 

  1. სად შეიძლება სატრანსპორტო ბარათის შეძენა?
  • სატრანსპორტო ბარათის შეძენა შესაძლებელია თიბისი ბანკის  ქუთაისის, გორის და ფოთის ფილიალებში
  • ქუთაისის, გორის და ფოთის ქსელურ სავაჭრო ობიექტებში: სპარი" , დეილი, ბევერლი ჯგუფი"

 

  1. სად შეიძლება  შეღავათიანი ტარიფის მქონე პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათის მიღება?
  • პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათის მიღება შესაძლებელია  ქუთაისში და ფოთში ბანკის კონტრაქტორი კომპანიის „ინტერფეი"- სპეციალურად გახსნილ მომსახურების ოფისებში:

 

ქ. ქუთაისი

  • ქ.ქუთაისი, ცისფერყანწელების ქ. #1.
  • ქ.ქუთაისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #28 ბინა 1.
  • ტელ: 800 000 817

 

მუნიციპალურ ტრანსპორტში შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ ქ. ქუთაისში  რეგისტრირებული  შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:

 

ა) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები

ბ) ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მქონე პირები

გ) აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე პირები

დ) მადლიერების სახლის ბენეფიციარი პირები

ე) მრავალშვილიანი დედები

ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65.000-ს

ზ) საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრმომლები

თ) ქუთაისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები (მ.შ. პროფესიული სასწ.)

ი) დევნილი ვეტერანები

კ) ჩერნობილის ავარიის ვეტენარები

 

ქ. ფოთი

  • ქ. ფოთი,  რეკვავას #1 სანაპირო, ნიკოლაძის #47

ტელ: 0800 000 814

 

50%  შეღავათით მუნიციპალურ ტრანსპორტში ისარგებლებენ ქ. ფოთში რეგისტრირებული (მცხოვრები) შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:

ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;

გ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;

დ) სამხედრო ძალების ვეტერანები;

ე) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;

 

მგზავრობის გადასახადიდან სრულად თავისუფლდება ქ. ფოთში რეგისტრირებული (მცხოვრები) შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:

ა) 0- 6 წლამდე ბავშვები;

ბ) სკოლის მოსწავლეები (24 საათში 2-ჯერ);

გ) ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრის" ბენეფიციარები, მედდები და ექიმები;

 

ქ. ფოთში შეღავათიანი ტარიფების ამოქმედებამდე, მოხდება მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომელი სოციალური ჯგუფები ისარგებლებენ შეღავათებით ტრანსპორტში და როდის უნდა მიმართონ ინტერფეის მომსახურების ოფისს.

 

ბარათის მისაღებად სავალდებულოა მომხმარებლის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. პერსონიფიცირებული ბარათის დაბეჭდვა და მომხმარებელზე  გაცემა  ხდება ადგილზე იმავე დღეს.

 

 

 

 

  1. რა ღირს სატრანსპორტო ბარათი?

 

  • სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს. (მერიის მიერ დადგენილ სოციალური კატეგორიის ჯგუფებში შემავალი პირებისთვის პერსონიფიცირებული ბარათი გაიცემა უფასოდ)
  • ბარათის საფასური (2 ლარი) ბარათის ბალანსზე არ აისახება და საჭიროა ბალანსის შევსება

 

  1. არის თუ არა შეღავათიანი ტარიფი სატრანსპორტო ბარათით გადახდისას?

 

  • სტანდარტულ უსახელო სატრანსპორტო ბარათზე შეღავათიანი ტარიფი არ მოქმედებს
  • . ქუთაისში მერიის მიერ დადგენილი გარკვეული სოციალური კატეგორიის ჯგუფებში შემავალი პირებისთვის პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათებით გადახდისას მოქმედებს მგზავრობის  შეღავათიანი ტარიფი (ნულოვანი ან განახევრებული ტარიფი- 20 თეთრი)
  • . გორში ტრანსპორტში გადახდიდან 1 საათი მგზავრობა არის უფასო. ამ ეტაპზე გორში შეღავათიანი ტარიფი არ მოქმედებს.
  • ქ. ფოთში მერიის მიერ დადგენილი გარკვეული სოციალური კატეგორიის ჯგუფებში შემავალი პირებისთვის პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათებით გადახდისას მოქმედებს  მგზავრობის  შეღავათიანი ტარიფი (ნულოვანი ან განახევრებული ტარიფი)

 

 

  1. როგორ გავააქტიუროთ ბარათი?
  • სატრანსპორტო ბარათი აქტიურია შეძენისთანავე და დამატებით გააქტიურება არ არის საჭირო.   
  • ბარათი ვალიდურია მასზე თანხის პირველი ჩარიცხვისთანავე

 

  1. როგორ შევავსოთ ბალანსი სატრანსპორტო ბარათზე ?
  • სატრანსპორტო ბარათზე ბალანსის შევსება შესაძლებელია მხოლოდ თიბისი ფეის სწრაფი გადახდის ტერმინალებში თანხის შეტანით, რომელსაც აქვს ბარათის წამკითხველი
  • ბალანსის შევსებისას არსებული შეფერხების შემთხვევაში მივმართავთ შპს ინტერფეის  სატელეფონო მომსახურების ცენტრს ნომერზე:  
  • გორი: 800 000 816
  • ქუთაისი: 800 000 817
  •  ფოთი: 0800 000 814

 

  1. არის თუ არა საკომისიო სატრანსპორტო ბარათზე ბალანსის შევსებისას?
  • სატრანსპორტო ბარათზე ბალანსის შევსება არის უფასო

 

  1. სად შემიძლია სატრანსპორტო ბარათზე ნაშთის შემოწმება ?
  • სატრანსპორტო ბარათზე ნაშთის შემოწმება შესაძლებელია თიბისი ფეის აპარატის ბარათის წამკითხველზე მიდებით
  • ტრანსპორტში დამონტაჟებულ  ვალიდატორზე ბარათის მიდებით

 

  1. შესაძლებელია თუ არა სატრანსპორტო ბარათი გავიდეს მინუსში, თუ საკმარისი თანხა არ არის ბარათზე?
  • სატრანსპორტო ბართზე გადახდის მომენტში მოწმდება ბალანსი და მინუსში გაყვანა არ არის შესაძლებელი. თუ საკმარისი თანხა არ იქნება, ვალიდატორზე გამოიტანს შეცდომას და გადახდა ვერ შესრულდება

 

  1. სად შეიძლება სატრანსპორტო ბარათის გამოყენება?

 

სატრანსპორტო  ბარათით გადახდა შესაძლებელია მხოლოდ  გორის, ქუთაისის  და ფოთის მუნიციპალურ ტრანსპორტში. სხვაგან ამ ბარათის გამოყენება არ არის შესაძლებელი.

 

 

  1. სად შემიძლია სატრანსპორტო ბარათიდან თანხის განაღდება
  • სატრანსპორტო ბარათიდან თანხის განაღდება შესაძლებელია თიბისი ბანკის  გორის, ქუთაისის და ფოთის მთავარ ფილიალებში.
  • ქუთაისი: გრიშაშვილის ქ. 26
  • გორი:  სტალინის გამზ. 13
  • ფოთი:  აღმაშენებლის ქ. 57
  • თანხის განაღდებისთვის მომხმარებელმა აუცილებლად უნდა იქონიოს სატრანსპორტო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

 

  1. სატრანსპორტო ბარათის დაკარგვის შემთხვევაში  შესაძლებელია თუ არა ბარათის აღდგება/განახლება/თანხის დაბრუნება?
  • სატრანსპორტო ბარათის დაკარგვის შემთხვევაში დაუშვებელია: ბარათის აღდგენა, განახლება, კლიენტზე თანხის დაბრუნება.  კლიენტმა უნდა აიღოს ახალი ბარათი და  გადაიხადოს მისი ღირებულება - 2 ლარი. (სოც. ბარათის აღდგენის საფასური შეადგენს 5 ლარს)

 

  1. შესაძლებელია თუ არა სატრანსპორტო ბარათის დაბლოკვა/განბლოკვა?
  • კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე სატრანსპორტო ბარათის დაბლოკვა ან/და განბლოკვა არ არის შესაძლებელი.

 

  1. ვის მივმართავთ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად?
  • სატრანსპორტო ბარათებით გადახდის შესახებ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, შეგვიძლია მივმართოთ სატრანსპორტო ბარათების მომსახურე კომპანია „ინტერფეის"   სატელეფონო მომსახურების ცენტრს ნომერზე:
  • გორი: 800 000 816
  • ქუთაისი: 800 000 817
  • ფოთი: 0800 000 814

 

  1. როგორ უნდა გადავიხადო მგზავრობის ღირებულება სატრანსპორტო ბარათით?
  • მგზავრობის ღირებულების გადასახდელად სატრანპსორტო ბარათი უნდა მივადოთ ავტობუსში დამონტაჟებული ვალიდატორის ბარათის წამკითხველს
  • თუ ვალიდატორზე ეკრანი გამწვანდა, ე.ი. გადახდა წარმატებით შესრულდა
  • თუ ვალიდატორზე ეკრანი გაწითლდა, ე.ი. გადახდა ვერ შესრულდა
  • შესაბამისი ხმოვანი სიგნალიც განსხვავებული იქნება

 

  1. რა იქნება მგზავრობის ღირებულება?
  • მგზავრობის ღირებულებას ადგენს ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია

ამ ეტაპზე მგზავრობის ღირებულებაა

გორში: 50 თეთრი.

ფოთში: 50 თეთრი

ქუთაისში: 40 თეთრი

 

 

 

  1. ავტობუსში გადახდისას უნდა დაიბეჭდოს თუ არა ჩეკი ან ბილეთი?
  • ავტობუსში გადახდისას ჩეკი ან ბილეთი არ იბეჭდება. ვალიდატორზე მხოლოდ ელექტრონულად ხდება გადახდის მიღება

 

 

  1. როგორ გაიგებს კონდუქტორი, რომ მე განვახორციელე მგზავრობის საფასურის გადახდა?
  • კონდუქტორი გადახდის გადამოწმებას შეძლებს სპეციალურ მოწყობილობაზე სატრანსპორტო ბარათის მიდებით (პირველ ეტაპზე გადახდის გადამოწმების საშუალება არ იქნება და ეს ფუნქციონალი დაემატება კონდუქტორის  მოწყობილობაზე უახლოეს მომავალში)
  • ავტობუსში კონტროლიორის მიერ მოხდება მგზავრობის ღირებულების გადახდის გაკონტროლება.

 

 

თიბისი ბანკის  ბარათებით ტრანსპორტში გადახდა

 

 

  1. რომელი ტიპის ბარათით  არის შესაძლებელი ტრანსპორტში გადახდა?
  • ტრანსპორტში გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის თიბისის საბანკო ბარათით (როგორც სადებეტო, ასევე საკრედიტო)

 

  1. საჭიროა  თუ არა თიბისი ბანკის ბარათებზე სატრანსპორტო გადახდების ფუნქციის გააქტიურება?
  • თიბისი ბანკის ბარათებზე სატრანსპორტო ბარათებით გადახდის ფუნქციონალის გააქტიურება არ არის საჭირო.  ყველა ბარათზე ავტომატურად არის გააქტიურებული ეს ფუნქცია და შესაძლებელია გადახდა ტრანსპორტში.

 

  1. რომელ ქალაქებში არის შესაძლებელი თიბისის ბართებით გადახდა ?
  • თიბისის ბარათებით გადახდა ამ ეტაპზე შესაძლებელია  შემდეგ ქალაქებში:
  • თბილისი
  • ქუთაისი
  • გორი 
  • ფოთი

ეტაპობრივად დაემატება სხვა ქალაქებიც.

 

  1. რომელი ტიპის ტრანსპორტში არის შესაძლებელი თიბისის ბარათით გადახდა?
  • თბილისში:
  1. ავტობუსი
  2. მეტრო
  3. ლურჯი ფერის მიკროავტობუსი (ყვითელი ფერის მიკროავტობუსში გადახდა  არ არის შესაძლებელი)
  4. საბაგირო
  • ქუთაისი/გორი/ფოთი
  1. ავტობუსი (ამ ეტაპზე მხოლოდ ამ ტიპის მუნიციპალური ტრანსპორტი არსებობს)

 

 

  1. შემიძლია თუ არა  APPLE PAY და TBC WALLET -ით ტრანსპორტში გადახდა?
  • შესაძლებელია ტრანსპორტში  APPLE PAY და TBC WALLET-ით გადახდა

 

  1. APPLE PAY ან TBC WALLET-ის საშუალებით გადახდის შემთხვევაში, როდის აისახება გადახდილი თანხა ამონაწერში?
  • თუ გადახდა შესრულდა Apple pay ან TBC wallet - ის საშუალებით, ამ შემთხვევაში თანხა ბარათზე დაიბლოკება მომენტალურად, ხოლო ამონაწერში აისახება მე-3 ან მე-4 დღეს

 

  1.  შემიძლია თუ არა  ერთგული ბარათით ტრანსპორტში გადახდა?
  • შესაძლებელია ერთგული ბარათით  ტრანსპორტში გადახდა

 

  1. შემიძლია თუ არა  სფეის  ბარათით ტრანსპორტში გადახდა?
  • შესაძლებელია სფეის ბარათით  ტრანსპორტში გადახდა

 

  1. შემიძლია თუ არა თიბისის სამაჯურით და სტიკერით ტრანსპორტში გადახდა?
  • შესაძლებელია თიბისის სამაჯურით/სტიკერით   ტრანსპორტში გადახდა

 

  1. შესაძლებელია თუ არა თიბისის საბანკო  ბარათი გავიდეს მინუსში, თუ ბარათზე არ არის საკმარისი თანხა?
  • თიბისის საბანკო ბარათით გადახდა ხორციელდება Offline რეჟიმში, რა დროსაც ბარათზე ნაშთის შემოწმება არ ხდება, ამიტომ შესაძლებელია ბარათი გადახდის მომენტში გავიდეს მინუსში.

 

 

  1. მოდის თუ არა SMS შეტყობინება ტრანსპორტში ბარათით გადახდისას?
  • SMS შეტყობინება ტრანსპორტში გადახდის შესახებ ამ ეტაპზე  არ იგზავნება (უახლოეს მომავალში იგეგმება SMS-ების დამატება)

 

  1. არის თუ არა შეღავათიანი ტარიფი თიბისის ბარათით გადახდისას?
  • . ქუთაისში მხოლოდ ქუთაისის სტუდენტებისთვის  თიბისი ბანკის  სტუდენტურ ბარათებზე მოქმედებს მგზავრობის განახევრებული ტარიფი - 20 თეთრი
  • . თბილისში და გორში შეღავათიანი ტარიფი ამ ეტაპზე თიბისის არც ერთი ტიპის ბარათით  (მათ შორის სტუდენტურ/მოსწავლის ბარათზე/სოც. დაუცველ პირებზე)  სატრანსპორტო გადახდებზე არ მოქმედებს.
  • ქ. ფოთში - შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს სკოლის მოსწავლის  ბარათებზე. (24 საათში 2-ჯერ უფასო მგზავრობა)

 

  1. პირველი გადახდის შემდგომ მოქმედებს თუ არა შეღავათიანი ტარიფით/უფასოდ მგზავრობის პირობა?

      თბილისში:

  1. ავტობუსებში, მეტროს სადგურებში და ლურჯი ფერის მიკროავტობუსებში განთავსებულ ტერმინალებზე, თიბისის ბარათით  პირველი გადახდის შემდეგ 1.5 საათის განმავლობაში მგზავრობა არის უფასო;

 

  1. გორში :   ტრანსპორტში პირველი გადახდის შემდეგ  1 საათის განმავლობაში მგზავრობა არის უფასო

 

 

  1. ხურდის მიმღები აპარატით თუ იქნება შესაძლებელი მგზავრობის საფასურის გადახდა?

თბილისში:

  1. ავტობუსებში, მეტროს სადგურებში და ლურჯი ფერის მიკროავტობუსებში შესაძლებელია მგზავრობის საფასურის ხურდა ფულით გადახდა
  2. ქუთაისში :   შესაძლებელია მგზავრობის საფასურის ხურდა ფულით გადახდა
  3. გორში და ფოთში: ხურდა ფულით გადახდა არ არის შესაძლებელი. მხოლოდ საბანკო/სატრანსპორტო ბარათით.

 

  1. საბანკო ბარათით მგზავრობის შემთხვევაში ჩანს თუ არა ავტობუსში განთავსებული ვალიდატორის ეკრანზე ნაშთი?

 

  • საბანკო ბარათით გადახდის შემთხვევაში ტრანსპორტში განთავსებულ ვალიდატორზე ბარათის ნაშთი არ ჩანს   

 

 

  1. თიბისის საბანკო ბარათით მგზავრობის შემთხვევაში როდის აისახება გადახდილი თანხა ამონაწერში/ბარათზე?
  • თბილისში:  ტრანსპორტში თიბისის ბარათით გადახდის შემთხვევაში თანხა ბარათზე არ იბლოკება და ანგარიშის ამონაწერში აისახება მე-2  სამუშაო დღეს
  • გორში და ქუთაისშიტრანსპორტში თიბისის ბარათით გადახდის შემთხვევაში ბარათზე  თანხა არ იბლოკება და ანგარიშის ამონაწერში აისახება მე-2  სამუშაო დღეს

 

  1. ვის მივმართავთ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში ?
  • საბანკო ბარათებით გადახდის შესახებ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, შეგვიძლია მივმართოთ თიბისი ბანკის სატელეფონო მომსახურების ცენტრს ნომერზე: 2272727

 

  1. როგორ უნდა გადავიხადო მგზავრობის ღირებულება საბანკო ბარათით?
  • მგზავრობის ღირებულების გადასახდელად საბანკო ბარათი უნდა მივადოთ ავტობუსში დამონტაჟებული ვალიდატორის ბარათის წამკითხველს
  • თუ ვალიდატორზე ეკრანი გამწვანდა, ე.ი. გადახდა წარმატებით შესრულდა
  • თუ ვალიდატორზე ეკრანი გაწითლდა, ე.ი. გადახდა ვერ შესრულდა
  • შესაბამისი ხმოვანი სიგნალიც განსხვავებული იქნება

 

  1. ავტობუსში გადახდისას უნდა დაიბეჭდოს თუ არა ჩეკი ან ბილეთი?
  • ავტობუსში გადახდისას ჩეკი ან ბილეთი არ იბეჭდება. ვალიდატორზე მხოლოდ ელექტრონულად ხდება გადახდის მიღება

 

  1. როგორ გაიგებს კონდუქტორი, რომ მე განვახორციელე მგზავრობის საფასურის გადახდა?
  • კონდუქტორი გადახდის გადამოწმებას შეძლებს სპეციალურ მოწყობილობაზე საბანკო  ბარათის მიდებით  (პირველ ეტაპზე გადახდის გადამოწმების საშუალება არ იქნება და ეს ფუნქციონალი დაემატება კონდუქტორის  მოწყობილობაზე უახლოეს მომავალში)
  • ავტობუსში კონტროლიორის მიერ მოხდება მგზავრობის ღირებულების გადახდის გაკონტროლება.

 

 

სხვა ბანკის  ბარათებით ტრანსპორტში გადახდა

 

  1. შესაძლებელია თუ არა სხვა ბანკის ბარათით ტრანსპორტში გადახდა
  • გორში და ქუთაისში შესაძლებელი იქნება ზოგიერთი  ქართული ბანკის და ნებისმიერი  უცხოური VISA/MasterCard  ბანკების ბარათებით გადახდა:

 

გადახდა ამ ეტაპზე შესაძლებელი იქნება შემდეგი ქართული ბანკების ბარათებით:

  1. ხალიკ ბანკი
  2. კრედო ბანკი
  3. ფინკა ბანკი
  4. ქართუ ბანკი
  5. ტერაბანკი

 

ეტაპობრივად დაემატება სხვა ქართული ბანკებიც.

  1. რა იქნება მგზავრობის ღირებულება  სხვა ბანკის ბარათით გადახდის შემთხვევაში
  • სხვა ბანკის ბარათით გადახდის შემთხვევაში მგზავრობის ღირებულება იქნება

1 ლარი (ზემოთ ჩამოთვლილი ქართული ბანკების და ყველა უცხოური ბანკის ბარათების შემთხვევაში)