სს „თიბისი ბანკი" და „აწარმოე საქართველოში" მორიგი თანამშრომლობის ფარგლებში იწყებს ახალ პროექტს, რომელიც გულისხმობს ბიზნეს სესხების შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფის კომპონენტში 90%-მდე თანამონაწილეობას. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს, რომ გაზარდოს ბიზნეს სესხებზე ხელმისაწვდომობა იმ ბენეფიციარებისთვის, რომელთაც არ აქვთ საკმარისი უზრუნველყოფა. სესხის მინიმალური და მაქსიმალური მოცულობა: 50,000 – 5,000,000 ლარი. პროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან 30%-მდე უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას, მათთვის ვისაც პრობლემები შეექმნა COVID-19-ის უარყოფითი ზეგავლენის გამო. ასეთ ბიზნესებს შეუძლიათ მიიღონ რესტრუქტურიზაციის მოქნილი სტრუქტურა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 2272727
|
|