თიბისი ბიზნესებს საბრუნავი სახსრების ფინანსირების ახალ პლატფორმას სთავაზობს
ბიზნესის მხარდასაჭერად, აქ.ახლა თიბისიმ საბრუნავი საშუალებების ფინანსირების ახალი პლატფორმა შექმნა. პლატფორმის მიზანია, ერთ სივრცეში გააერთიანოს ყველა ის სასესხო პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია საბრუნავი საშუალებების ფინანსირებისთვის და მომხმარებელს გაუმარტივოს თავის ბიზნესსაჭიროებებზე მორგებული პროდუქტებითა და გადახდის მოქნილი პირობებით სარგებლობა.
საბრუნავი საშუალებების ფინანსირება მოიცავს:
„დღეს ბიზნესებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საჭიროება საბრუნავი საშუალების ფინანსირებაა. თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის გუნდის მიზანი იყო შეექმნა პლატფორმა, რომლითაც შეძლებდა ბიზნესებისთვის ყოველდღიური საქმიანობის გამარტივებას და მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას. პლატფორმის ფარგლებში, მომხმარებლებს მუდმივად შევთავაზებთ განახლებულ პროდუქტებსა და სერვისებს, რაც მათ ბიზნესის უკეთესად მართვაში დაეხმარება", - ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე
|
|