თიბისი ბანკი ADB-მ ვაჭრობის ფინანსირების სფეროში საქართველოში წამყვან პარტნიორ ბანკად დაასახელა

აზიის განვითარების ბანკმა „თიბისი ბანკი" ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით ზედიზედ უკვე მეხუთედ დაასახელა წამყვან პარტნიორ ბანკად საქართველოში.

თიბისი ბანკი აღიარდა როგორც ADB– ს ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის წამყვან პარტნიორ ბანკად საქართველოში 2019 წელს. ბანკს საქართველოში 2018 წლის პირველი ივლისიდან 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით ვარჭრობის ფინანსირების პროფრამის ფარგლებში ყველაზე მეტი ტრანზაქცია განახორციელა.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონია სინგაპურში 3 სექტემბერს გაიმართა და მას 15 ქვეყნის ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების 200-მდე წარმომადგენელი დაესწრო. აზიის განვითარების ბანკმა 20 საუკეთესო პარტნიორი ბანკი გამოავლინა, რომლებთანაც ADB ყველაზე აქტიურად თანამშრომლობს. მათ  23 სხვადასხვა ჯილდო გადაეცათ.

2009 წლიდან დღემდე ADB-ის ვაჭრობის ფინანსირების პროგრამამ 15 000-ზე მეტ მცირე და საშუალო საწარმოს გაუწია ფინანსური მხარდაჭერა, და ჯამურად 36 მილიარდი დოლარის ღირებულების 21 000 ტრანზაქცია განახორციელა

ADB 1966 წელს დაარსდა,მას 68 მფლობელი ყავს 49 რეგიონიდან. ორგანიზაციის მიზანს სიღარიბის შემცირება წარმოადგენს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და რეგიონალური ინტეგრაციის გზით. აზიის განვითარების ბანკმა 2018 წელს 21.6 მილიარდი დოლარის ფარგლებში არაერთი სექტორი დააფინანსა სხვადასხვა ქვეყანაში.