სამთვიანი საშეღავთო პერიოდით სარგებლობა შეეძლებათ მხოლოდ შემდეგ მომხმარებლებს:
  • კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულ მომხმარებლებს, რომლებიც მიიღებენ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კომპენსაციას;
  • მომხმარებლები, რომლებიც არიან ბანკის მიერ იდენთიფიცირებული პირები, ვისაც მნიშვნელოვნად შუმცირდათ ან დაკარგეს  შემოსავალი.
 
საშეღავათო პერიოდი გავრცელდება მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებზე:

სამომხმარებლო და იპოთეკური სესხი

  • იპოთეკური სესხი;
  • კომერციული იპოთეკური სესხი;
  • მიკრო იპოთეკური სესხი;
  • იპოთეკური ლომბარდი;
  • საკრედიტო ხაზი;
  • სამომხმარებლო სესხი;
  • სწრაფი სამომხმარებლო სესხი;
  • სასწრაფო სესხი;
  • ავტო განვადება;
  • სტუდენტური სესხი;
  • სესხი გზავნილის გათვალისწინებით;
  • მიკრო სამომხმარებლო გირაოიანი სესხი.
 
3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის განმავლობაში ზემოთ მოცემულ სესხებზე გავრცელდება შემდეგი პირობები:
  • 3 თვის განმავლობაში არ გადაიხდით ყოველთვიურ შენატანს:
  • პროცენტი
  • ძირი
  • დაზღვევა
  • საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დაგროვილი ძირი და დაზღვევა გადანაწილდება დაგრძლევდიანებული სესხის მთლიან დარჩენილ ვადაზე, ხოლო საშეღავათო პერიოდის დროს დარიცხული პროცენტი გადანაწილდება შემდეგი პრინციპით: 
  • მომდევნო სამი თვის პროცენტის (მაგ: ივნისი, ივლისი, აგვისტო) გადანაწილება მოხდება საშეღავათო პერიოდის ამოწურვიდან პირველ 6 თვეში.
  • თუ კლიენტმა მანამდე ისარგებლა საშეღავათო პერიოდით, ამ პერიოდში დარიცხული პროცენტი (მაგ: მარტი, აპრილი, მაისი) დარჩება გადანაწილებული სესხის მთელ პერიოდზე.
  • საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხული დაზღვევა გადანაწილდება სესხის სრულ განახლებულ ვადაზე; 
  • სესხის დაფარვის გრაფიკი გაიზრდება იმ ვადით, რაც საჭირო იქნება იგივე ყოველთვიური დასაფარი თანხის შესანარჩუნებლად (შესაძლოა მოხდეს თანხის უმნიშვნელო ცვლილება).
 
* ფასდაკლების აქციის პირობით გაცემული სესხების შემთხვევაში, რომლებზეც არაა ამოწურული ფასდაკლების პერიოდი, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დაგროვილი ძირი, პროცენტი და დაზღვევა გადანაწილდება სესხის განახლებულ  სრულ ვადაზე. 

განვადება

  • 0%-იანი განვადება;
  • პროცენტიანი განვადება.

3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის განმავლობაში გავრცელდება შემდეგი პირობები:

  • საშეღავათო პერიოდის განმავლობაში გამოტოვებთ 3 გადახდას;
  • სესხის ვადა გახანგრძლივდება 3 თვით. საშეღავათო პერიოდის ყოველთვიური გადახდები პირდაპირ გადავა სესხის ვადის ბოლოს დამატებულ სამ თვეში. 
  • ყოველთვიური გადასახადის მოცულობა დარჩება უცვლელი.

საკრედიტო ბარათი

  • საკრედიტო ბარათი ერთგული;
  • საკრედიტო ბარათი პრაიმ ქარდი;
 

3-თვიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში საკრედიტო ბარათზე გავრცელდება შემდეგი პირობები:

  • საშეღავათო პერიოდის განმავლობაში გამოტოვებთ 3 გადახდას;
  • საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ,  დაგროვილი დავალიანება ბარათზე გადანაწილდება მომდევნო 3 თვის პერიოდზე და მისი დაფარვა მოითხოვება მიმდინარე თვეში დარიცხულ პროცენტთან და ჯარიმასთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამ პერიოდში არ მოითხოვება მინიმალური ძირის დაფარვა.
  • თუ კლიენტმა მანამდეც ისარგებლა საშეღავათო პერიოდით, ამ პერიოდში დარიცხული პროცენტი (მაგ: მარტი, აპრილი, მაისი) და ახალ საშეღავათო პერიოდში დარიცხული პროცენტი (მაგ., ივნისი, ივლისი, აგვისტო) გადანაწილდება მომდევნო 6-თვიან პერიოდზე.
  • საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, დაგროვილი დავალიანება ბარათზე გადანაწილდება მომდევნო 6 თვის პერიოდზე და მისი დაფარვა მოითხოვება მიმდინარე თვეში დარიცხულ პროცენტთან და ჯარიმასთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამ პერიოდში არ მოითხოვება მინიმალური ძირის დაფარვა.
  • საშეღავათო პერიოდში დაგროვილი დავალიანების სრულად დაფარვის შემდეგ ბარათზე დაბრუნდება სტანდარტული პირობები.
 
*იმ შემთხვევაში, თუ გსურთ უპროცენტო კრედიტით სარგებლობა, ფარავთ ჯამურ ათვისებულ თანხას საშეღავათო პერიოდის განმავლობაშიც.

ოვერდრაფტი და 5 დღიანი საკრედიტო ბარათი

  • ოვერდრაფტი;
  • 5-დღიანი საკრედიტო ბარათი.
 
3-თვიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში საკრედიტო ბარათზე გავრცელდება შემდეგი პირობები:
  • საშეღავათო პერიოდის განმავლობაში გამოტოვებთ 3 გადახდას;
  • საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ,  დაგროვილი დავალიანება ბარათზე გადანაწილდება მომდევნო 3 თვის პერიოდზე და მისი დაფარვა მოითხოვება მიმდინარე თვეში დარიცხულ პროცენტთან და ჯარიმასთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამ პერიოდში არ მოითხოვება მინიმალური ძირის დაფარვა.
  • თუ კლიენტმა მანამდეც ისარგებლა საშეღავათო პერიოდით, ამ პერიოდში დარიცხული პროცენტი (მაგ: მარტი, აპრილი, მაისი) და ახალ საშეღავათო პერიოდში დარიცხული პროცენტი (მაგ., ივნისი, ივლისი, აგვისტო) გადანაწილდება მომდევნო 6-თვიან პერიოდზე.
  • საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, დაგროვილი დავალიანება ბარათზე გადანაწილდება მომდევნო 6 თვის პერიოდზე და მისი დაფარვა მოითხოვება მიმდინარე თვეში დარიცხულ პროცენტთან და ჯარიმასთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამ პერიოდში არ მოითხოვება მინიმალური ძირის დაფარვა.
  • საშეღავათო პერიოდში დაგროვილი დავალიანების სრულად დაფარვის შემდეგ ბარათზე დაბრუნდება სტანდარტული პირობები.

ხშირად დასმული კითხვები

1. ვის შეეხება საშეღავათო პერიოდი?
სამთვიანი საშეღავთო პერიოდით სარგებლობა შეეძლებათ მხოლოდ შემდეგ მომხმარებლებს:
  • კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულ მომხმარებლებს, რომლებიც მიიღებენ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კომპენსაციას;
  • მომხმარებლები, რომლებიც არიან ბანკის მიერ იდენთიფიცირებული პირები, ვისაც შუმცირდათ ან დაკარგეს  შემოსავალი.
 
2. რომელ პროდუქტებს შეეხება საშეღავათო პერიოდი?
საშეღავათო პერიოდი შეეხება შემდეგ საკრედიტო პროდუქტებს:
  • იპოთეკური სესხები
  • სამომხმარებლო სესხები
  • სასწრაფო სესხი
  • ავტო სესხები
  • განვადება
  • საკრედიტო ბარათები
  • ოვერდრაფტი
  • სტანდარტული გრაფიკის მქონე ბიზნეს სესხები;
 
* საშეღავათო პერიოდი არ ვრცელდება სალომბარდე სესხებზე, განვადების ბარათზე, Fix In Gel, Fix In Libor.
 
3. საშეღავათო პერიოდი შეეხება თუ არა იმ მსესხებლებს, რომლებიც მიმდინარე ვადაგადაცილებაშია?
შეეხება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს პირველ პუნქტში მოცემულ კრიტერიუმებს;
 
4. რამდენ თვიანი საშეღავათო პერიოდით შემიძლია ვისარგებლო? 
საშეღავათო პერიოდის ვადა არის 3 თვე.
 
5. როდიდან დაიწყება საშეღავათო პერიოდი?
საშეღავათო პერიოდის ჩართვა დაიწყება 2020 წლის 13 ივნისიდან.
 
6. გამეზრდება თუ არა სესხის საპროცენტო განაკვეთი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შემთხვევაში?
არა, სესხის საკონტრაქტო განაკვეთები არ შეიცვლება;
 
7. გამეზრდება თუ არა სესხის ვადა?
დიახ, გრაფიკიანი სესხების შემთხვევაში სესხის ვადა გაიზრდება, რათა მოხდეს ყოველთვიური გადასახდელი თანხის მაქსიმალურად უცვლელად შენარჩუნება. არაუზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში სესხის ვადა გაიზრდება მაქსიმუმ 6 თვით, ხოლო უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში - მაქს. 12 თვით.
 
 
8. გამეზრდება თუ არა ყოველთვიური გადასახდელი თანხა?
ყოველთვიური გადასახდელი თანხა შესაძლოა მცირედით შეიცვალოს;
 
9. საშეღავათო პერიოდის განმავლობაში მოხდება თუ არა პროცენტის დარიცხვა?
დიახ, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, სესხის ძირითად თანხაზე გაგრძელდება პროცენტის დარიცხვა, რომლის გადანაწილება მოხდება საშეღავათო პერიოდის შემდგომ პერიოდზე (დეტალები იხილეთ პროდუქტების მიხედვით); 
 
10. პროცენტზე პროცენტი ხომ არ დამერიცხება?
არა, პროცენტზე პროცენტის დარიცხვა არ ხდება;
 
11. რამდენიმე სესხი თუ მაქვს შემიძლია თუ არა ავირჩიო რომელზე გავრცელდეს საშეღავათო პერიოდი და რომელზე არა?
რიგ შემთხვევებში შესაძლებელია საშეღავათო პერიოდის ჩართვა კონკრეტულ სესხებზე.
 
12. ვინც უკვე სარგებლობს საშეღავათო პერიოდის აქციით, გავრცელდება თუ არა მათზე საშეღავათო პერიოდი?
დიახ, თუ აკმაყოფილებს პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
 
13. როგორ გაიგებს შესაბამისი მომხმარებელი, აკმაყოფილებს თუ არა საშეღავათო პერიოდის ჩართვის პირობას?
  • 10 ივნისის ჩათვლით ბანკი ეტაპობრივად შესთავაზებს საშეღავათო პერიოდის ჩართვას სხვადასხვა არხის საშუალებით იმ მომხმარებლებს, ვინც აკმაყოფილებს პირველ პუნქტში გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
  • იმ მომხმარებლებს, რომელთაც გაუაქტიურდებათ საშეღავათო პერიოდი, ეცნობებათ ბანკის სხვადასხვა არხის საშუალებით.
 
14. თუ მომხმარებელს ჩაერთო საშეღავათო პერიოდი, ექნება თუ არა მომხმარებელს წინსწრების საკომისიო?
  • იმ მომხმარებლებს, ვინც ისარგებლებს საშეღავათო პერიოდით, ექნება შესაძლებლობა ყოველთვიური გადასახდელი თანხის ფარგლებში საკომისიოს გარეშე განახორციელოს წინსწრება.
  • საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, წინსწრების საკომისიოზე აღდგება/გავრცელდება კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები;
 
15. თუ წინა ჯერზე უარი თქვა მსესხებელმა, ეხლა თუ შეძლებს საშეღავათო პერიოდით სარგებლობას?
საშეღავათო პერიოდით სარგებლობას შეძლებენ მხოლოდ ის მომხმარებლები, რომლებიც აკმაყოფილებენ პირველ პუნქტში გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
 
16. ხელფასი თუ ერიცხება, მაინც შეძლებს ისარგებლოს საშეღავათო პერიოდით? 
ახალი 3 თვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ მხოლოდ ის კლიენტები, რომლებიც დააკმაყოფილებენ პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
 
17. შემოსავლის შემცირებაში ნებისმიერი ტიპის შემოსავლის შემცირება იგულისხმება?
იგულისხმება ყველა ის შემოსავალი, რომელიც გათვალისწინებული იყო კონკრეტული სესხ(ებ)ის დამტკიცებისას.
 
18. რაიმე დოკუმენტი ხომ არ იქნება საჭირო შემოსავლის შემცირების დასადასტურებლად?
თუ კლიენტი არ არის მოხვედრილი პირველ პუნქტში მოყვანილ ჯგუფებში, ბანკი ინდივიდუალურად განიხილავს ქეისს. ამისათვის, აუცილებელია შემოსავლის შემცირების ან დაკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ნებისმიერ ფილიალში (საკმარისია ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტის წარმოდგენა). ასევე საჭიროა ადგილზე შეავსოთ შესაბამისი განაცხადის ფორმა.