დისტანციური მომსახურება
რა არის 3D უსაფრთხოების სერვისი?
 
ეს არის  საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების (Visa/MasterCard) მიერ შემუშავებული ბარათის უსაფრთხოების სავალდებულო დამატებითი საშუალება, რომელიც უფრო მეტად დაცულს ხდის ინტერნეტ სივრცეში პლასტიკური ბარათით  შესყიდვის პროცესს. ასევე იცავს ბარათის მფლობელს მესამე პირის მიერ ბარათის არაკეთილსინდისიერი გამოყენებისგან/ონლაინ კიბერთაღლითობისგან.
 
როგორ იცავს 3D უსაფრთხოების სერვისი?
 
3D უსაფრთხოების სერვისი მოქმედებებს მხოლოდ იმ ვებ-გვერდებზე რომლესაც აქვს „Verified by VISA" და/ან „MasterCard SecureCode" მხარდაჭერა. აღნიშნულ ვებ-გვერდებზე ონლაინ შესყიდვის შესრულებისას, ბარათის მფლობელს სმს-ით გაეგზავნება ერთჯერადი კოდი, რომლითაც ბარათის მფლობელმა უნდა შეასრულოს შესყიდვის ოპერაციის დამატებითი დადასტურება. 
 
რა არის 3D უსაფრთხოების სერვისის უპირატესობები?
 
ბარათის უსაფრთხოების დამატებითი მექანიზმი, რომელიც იცავს ბარათის მფლობელს ონლაინ შესყიდვებისას მესამე პირის მიერ ბარათის არაკეთილსინდისიერი გამოყენებისგან/ონლაინ კიბერთაღლითობისგან;
 
3D უსაფრთხოების სერვისის გამოყენებისთვის, ბარათის მფლობელს არ სჭირდება დამატებით სპეციალური პროგრამის ან/და მოწყობილობის გამოყენება;
 
ვებ-გვერდზე ონლაინ შესყიდვის შესრულებისას, მობილურ ტელეფონზე სმს-ით გაგზავნილი დადასტურების ერთჯერადი კოდი, ცნობილია მხოლოდ ბარათის მფლობელისთვის და არ არის ხელმისაწვდომი მესამე პირისთვის, ასევე არ არის ცნობილი ვებ-გვერდის მფლობელებისთვის
 
სერვისის ჩართვა ხდება ავტომატურად და არის სრულიად უფასო.
 
როდის არ მოქმედებს 3D უსაფრთხოების სერვისი?
 
ონლაინ ტრანზაქციების შესრულებისას, 3D უსაფრთხოების სერვისი არ მოქმედებს იმ შემთხვევებში, თუ ბარათის სრული მონაცემები (ბარათის 16 ნიშნა ნომერი, ვადა, ბარათის უკანა გვერდზე დატანილი CVV კოდი) მომხმარებლის მიერ შეყვანილია ვებ-გვერდზე:
  • და აღნიშნული ბარათი დამახსოვრებულია შემდგომი შესყიდვების/ონლაინ ტრანზაქციების განხორციელების მიზნით;
  • აღნიშნული ბარათი დამახსოვრებულია და სრულდება ე.წ. განმეორაბადი გარიგების ფარგლებში მომხმარებლის მიერ წინასწარ განსაზღვრული ინტერვალებით გარკვეული თანხის ჩამოჭრა ან  მიმდინარე გამოწერისთვის, წევრობისთვის, ან სერვისის/ნივთების განმეორებითი მიწოდებისთვის.
  • შენიშვნა: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საქართველოში მოქმედ მაღალრისკიან საიტებზე, მაგალითად აზარტული თამაშების შემთხვევაში, 3 D უსაფრთხოების სერვისი მოქმედებს ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის საიტზე დამახსოვრებული ბარათებით ოპერაციების წარმოებისას.
 
თუ 3D უსაფრთხოების აქტივაციამდე, ვებ-გვერდზე დარეგისტრირებულია ბარათის მონაცემები, რეკომენდირებულია დამახსოვრებული ბარათის მონაცემების წაშლა და ვებ-გვერდზე ბარათის მონაცემების ხელახლა შეყვანა და დამახსოვრება.
 
როგორ აღვადგინო 3D უსაფრთხოების სერვისი მისი დაბლოკვისას?
 
ონლაინ შესყიდვის შესრულებისას, მობილურ ნომერზე სმს-ით მიღებული დადასტურების ერთჯერადი კოდის სამჯერ არასწორად შეყვანის შემთხვევაში, ბარათის მფლობელი ვეღარ შეასრულებს ონლაინ შესყიდვის ოპერაციის დასრულებას, ვინაიდან ბარათი დაიბლოკება 3D უსაფრთოების სისტემაში. 
ასეთ შემთხვევაში, დაგვიკავშირდით 24/7 ცხელ ხაზზე: (+995 32) 2 27 27 27 ან მოგვწერეთ ინტერნეტ/მობაილ ბანკის შეტყობინების სერვისის მეშვეობით.